>ტრენინგი New Media სფეროში მედია სპეციალისტებისა და არასამთავრობო სექტორში მომუშავე მოქალაქეებისათვის

>საერთაშორისო მედია ორგანიზაცია “თრანზიშნს” (Transitions Online) ახალი მედიის (New Media) შესახებ 11-12 აპრილს თბილისში გამოცდილი ჟურნალიტების, მედია მფლობელებისა და არასამთავრობო სექტორში მომუშავე მოქალაქეებისათვის, რომლებიც მედის, ადამიანთა უფლებებისა და ახალგაზდულ საკითხებზე საქმიანობენ, მართავს ორდღიან ტრენინგს. ტრენინგზე ახალი მედიის წამყვანი სპეციალისტები კევინ ანდერსონი, სიუ შერმანი, დენ მაქვილანი, დაგ არილანესი და ემინ ჰუსეინზადე ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებში სამოქალაქო და ახალი მედიის (ბლოგები, ფორუმები, სოციალური ქსელები და სხვა) განვითარებაზე ისაუბრებენ.

ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ წარმომადგენლებს. ორგანიზატორი 10 ადამიანის საქართველოს რეგიონებიდან მგზავრობას, თბილისში ცხოვრებასა და კვებას დააფინანსებს. ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე. თუმცა, ინგლისური ენის მცოდნეებს უპირატესობა ენიჭებათ.

ხოლო მონაწილეები რომლებიც, ამ ტრენინგში აქტიურობასა და დაინტერესებას გამოიჩენენ, საშუალება ექნებათ გაიარონ ტრენერების ტრენინგი, რომელიც 13 აპრილს გაიმართება, რისთვისაც აპლიკანტები TOL-ის მიერ ორგანიზებული წინა ვორკშოპების მონაწილეებიდანაც შეირჩევიან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოტივაციის წერილი ketsbaiae@gmail.com, არა უმეტეს 100 სიტყვისა და არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა, სადაც აღწერილი იქნება რატომ გსურთ ტრენინგში მონაწილეობა, გაქვთ თუ არა გამოცდილება ახალი მედიაში და რატომ უნდა აგირჩიოთ.

წარმატებულ აპლიკანტებს ელექრონული ფოსტით დაუკავშირდებიან.

Advertisements