>Jazzmatazz

>

ფოტოს ავტორმა ლარი მომთხოვა – რა თქმა უნდა, გადავაგდე. ვინმე რომ მოხვდებით მთაწმინდის პარკში, მიეცით ლარი, დამდეთ პატივი.

ამ ბოლო დროს რამოდენიმე ინტერვიუ მივეცი ბლოგინგზე და ახალ მედიაზე.
ყაზახეთშიც კი მოვახერხე კონფერენციაზე პრეზენტაციით გამოსვლა. სკაიპით.
(სნობი)

ხოდა მაგრად მიჭირს ერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა – რაზე არის ჩემი ბლოგი.
რა თემაზე. რაზე ვწერ?

არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. აღარ ვიცი, ადრე ვიცოდი…

ალბათ ცხოვრებაზე ვწერ. პირად განცდებზე და გამოცდილებაზე. და ნაშების ფოტოებს ვდებ. და კარგი რეკლამების ვიდეოებს.

და ჯაზზე…
🙂
Yeah baby, yeah! © Austin Powers

ჯაზი ტაქსში და წვიმა. ერთი ბოთლი აბსენტი, ფაქტიურად ყურში ჩასხმული.
Smith & Wesson ჯიბეში. არა, რევოლვერი არ მაქვს – ჯაყვა მაჩუქა ქევანამ.

ხვალ ზღვაზე, დღეს შემოდგომის ამინდი აგვისტოს თბილისში.
გესმით?
აბა, დააგემოვნეთ:
შე მოდ გო მის ა მინ დი აგ ვის ტოს თბი ლის ში…
შემოდგომისამინდიაგვისტოსთბილისში!!!

ამასობაში მსოფლიოში ათასი სისულელე ხდება – ობამას დაბადების მოწმობას თხოვენ, ქართველი ბლოგერი ტვიტერის და პირწიგნაკის გათიშვის მიზეზი ხდება, რუსეთის პირველი არხი აგვისტოს ომის ფალსიფიცირებულ ფოტოებს აჩვენებს, აზერბაიჯანელ სამოქალაქო აქტივისტებს იჭერენ და აღარ უშვებენ, საზოგადოებრივი მაუწყებელის დირექტორიო რაღაცაო (კარგად ვერ გავიგე, ეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი რა არის), აგვისტოს ომი განმეორდებაო და – სადაა? სადანაა? ველით რუსულ ბომბებს 2009-შიც!

კიდევ ათასი სხვა სისულელე მოხდა და მოხდება. კლავენ ათასობით უდანაშაულო ადამიანს, აფეთქებენ შენობებს, თვითმფრინავები ბუზებივით ცვივა… ჯექსონი მოკვდა…

მეზარება სერიოზულ თემებზე წერა – იმაზე, რომ ცხოვრება მუხანათია, უცბად შემოტრიალდება და მოულოდნელ, არასასიამოვნო სიურპრიზს მოგართმევს. იმაზე, რომ ქართველი ხელოსნები იდიოტები არიან. და არა მარტო ხელოსნები. და არა მარტო ქართველები. და არა მარტო იდიოტები. იმაზე, რომ … (ჩაწერეთ სასურველი ფრაზა).

ჰოდა, ჯაზი იქით იყოს და, ფროდიჯის ახალი ალბომი მოისმინეთ/ნახეთ???

56-ე წამიდან მაგარი შეყავს…

Advertisements