>ლამაზი ფოტო

>

ავტორი: tasamajamarina
Advertisements

>Luxfabrca – Gudauri Infrared

>

ეს არის ხე, გუდაურში, ინფრაწითელი ფოტო…

არაფერს არ ვამბობ, მაგრად რომ მოგეწონებათ, ვიცი.

შედით ჩემი მეგობრის ბლოგზე – Luxfabrica.com

>ფოტოგრაფი არაიკ ფიტინგოფი

>
არ ვიცი, ნამდვილი სახელია თუ არა…

ნიკი აქვს Fitting_Off – მოინახულეთ ბლოგი და ფოტოგალერეა

>Bad Girls Hotel – ფოტოგრაფი ბობ კოულტერი

>
18 წლამდე – არ შეხვიდეთ.

ყველა დანარჩენისათვის შეიძლება – www.badgirlshotel.com

>Marge Casie & Associates

>

ძალიან საინტერესო და კარგი ფოტო სტუდია აღმოვაჩინე – მარჯ კეისი და პარტნიორები.
ოცდაორი ფოტოგრაფი, რომლებიც სხვადასხვა თემებზე მუშაობენ:

ავტომობილები
არქიტექტურა
სილამაზე
ცნობილი ადამიანები
კონცეპტუალური ფოტოგრაფია
კოსმეტიკა
მოდა
მოდის აქსესუარები
საკვები
ინტერიერი
საიუველირო ნაკეთობები
ბავშვები
პეიზაჟი
ცხოვრების სტილი
სითხეები
ადგილები
პორტრეტები
რეპორტაჟი
ნატიურმორტი
მოგზაურობა

>Camera Obscura

>იცით რას ნიშნავს კამერა ობსკურა?

ნახეთ – English / Русский

ფოტოს ავტორი – აბელადრო მორელი

მოკლედ, ოთახს აბნელებ, სუულ-სულ აბნელებ.
რავი როგორც გინდა, ისე აბნელებ, შავ პარკს აწებებ ფანჯრებზე.

და მერე ერთ, სუუულ პატარა ნახვრეტს აკეთებ ამ შავ ცელოფანში.

ერთ პაწაწკინტელა ნახვრეტს.

და შუქი შემოდის (თვალიც ეგრე მუშაობს) – და შემოაქვს გამოსახულება გარედან…

გაიგეთ?

ვერა?

თვალშიც ეგრეა, უკუღმა ვხედავთ ადამიანები ყველაფერს, უბრალოდ ტვინია ჭკვიანი და ხვდება და ატრიალებს უკუღმა გამოსახულებას.
და გვგონია რო სწორად ვხედავთ.
არადა სინამდვილეში, უკუღმაა…