Alcatel One Touch 818 – მიმოხილვა

მას შემდეგ, რაც ჩემი ძირითადი ტელეფონი – iPhone – გაფუჭდა და მაღაზიაში დავაბრუნე ხარვეზის გასასწორებლად, სასწრაფოდ დამჭირდა ახალი აპარატი, რომელსაც რამდენიმე მინიმალური და ჩემთვის საჭირო ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

პირველ რიგში, ეს უნდა ყოფილიყო თაჩ-სქრინიანი აპარატი, რომელსაც ექნებოდა მეტ-ნაკლებად ნორმალური ოპერაციული სისტემა, სადაც პროგრამების ინსტალაციას შევძლებდი. რაც მთავარია, არ უნდა ყოფილიყო ძალიან ძვირი, რადგან ჩემი ძირითადი ტელეფონის აღდგენის შემდეგ მეორე აპარატის ფუნქციას შეიძენდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამახსენდა ის, რომ ცოტა ხნის წინ ბილაინმა თბილისში მოაწყო ალკატელის ახალი თაობის ტელეფონების მსოფლიო პრეზენტაცია. მობილური ტელეფონების ეს ხაზი ანდროიდის სისტემაზე მუშაობს და ბილაინის ბრენდირებით იყიდება.

ერთკვირიანი ტესტის შედეგად გთავაზობთ მიმოხილვას – Alcatel One Touch 818 ჩემთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და, რაც მთავარია, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იყიდება.

ეკრანზე შესაძლებელია დამატებითი პროგრამების გამოტანა. სულ 5 ეკრანის გადაფურცვლაა შესაძლებელი

Continue reading

Advertisements

ტესტირების ვიდეო (უცენზურო)

როგორც მოგეხსენებათ, 5 ნოემბერს, ბაკურიანში, სპეციალურად შექმნილ ტექნოლოგიურ ზონაში კომპანია ბილაინმა გატესტა მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი – 4G, იგივე LTE.

რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად ბლოგერებსაც გაგვიღიმა ბედმა და მიგვიწვიეს ტესტირებაზე – როკო, დოდკა, მანქი და თქვენი მონა-მორჩილი.

თუ გაინტერესებთ აკადემიური, გაწონასწორებული და მიუკერძოებელი რეპორტაჟი – მიმართეთ ტრადიციულ ჟურნალისტებსა და მედია-საშუალებებს.

მე კი გთავაზობთ ბლოგერების მიერ ჩატარებულ უმსგავსო, უცენზურო და უზრდელურ ვიდეოს. გინება, უხამსი ხუმრობები, ჰომოფობიური და შოვინისტური გამონათქვამები ამოჭრილია, მაგრამ მიხვდებით 😉

4G (LTE) High-Speed ინტერნეტი საქართველოში

ბილაინი ტესტავს ახალ, უმაღლესი სიჩქარის ინტერნეტს საქართველოში.
4G (იგივე LTE) ტექნოლოგიის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე: 350 მეგაბიტი წამში.
დღეისათვის ეს არის ყველაზე დიდი სიჩქარე (თანაც, უკაბელო), რაც არსებობს საქართველოში.