ზამთარი

ნამდვილი ზამთარი ესეთი უნდა იყოს – თოვლიანი, სუსხიანი, გაყინული 🙂

ფოტო: აუდი ჟენევის ტბაზე (7.02.2012; AFP / Fotolink)

 

Advertisements

აუდიმ quattro და ტექნოლოგია e-tron შეაჯვარა… | CarBlog.Ge

აუდიმ quattro და ტექნოლოგია e-tron შეაჯვარა… | CarBlog.Ge.

e-tron & quattro

>Eye-catcher – The Audi A7 on the road

>ივლისში დაიწყო ამ მანქანის გაყიდვები ევროპაში.
ბლოგზეც მქონდა რამდენიმე ფოტო, თუმცა მაშინ მგონი არავის ჯეროდა :))

2:47 დააკვირდით კარგად 🙂

>Le Mans 24

>მსოფლიოს ყველაზე ხანრგძლივი რბოლა – ლე მანის 24-საათიანი განუწყვეტელი რბოლა.

ეს შეჯიბრი 1923 წლიდან იღებს სათავეს და ყოველ წელს ტარდება – მხოლოდ 1940-1948 წლებში, ცნობილი მიზეზების გამო არ ჩატარებულა.

წლევანდელ რბოლაში 4 კლასის მანქანები იღებდნენ მონაწილეობას: LMP1, LMP2, GT1 და GT2. კლასები დაყოფილია მანქანების სიმძლავრის, წონისა და სხვა მონაცემების მიხედვით.

ახლა კი ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი:
2010 რბოლის გამარჯვებული გახლავთ AUDI!!!

აუდის გუნდი რბოლაზე სამი მანქანით გამოვიდა: სამივე არის ლე მანის პროტოტიპის Audi R15 მოდელი, რომლებიც აღჭურვილი იყო 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და, რაც მთავარია: 5,5 ლიტრიანი, 590 ცხენის ძალიანი, V10 დიზელის ბიტურბო ძრავებით!

აუდის მანქანებმა სამივე საპრიზო ადგილი დაიკავეს: ბოლიდები ნომრებით 9, 8 და 7 გავიდნენ შესაბამისად პირველ, მეორე და მესამე ადგილზე.
* LMP – Le Mans Prototype
* GT – Gran Turismo