>Alicia Keys "Empire State of Mind, Part II" (live)

>ალბათ ცხოვრებაში ერთხელ ნიუ-იორკში უნდა მოხვდე კაცი.
დაიარო მანჰეტენი, რომელიც ერთი ვერსიით, თბილისზე დიდია, მეორე ვერსიით კი – ვერაზე პატარა.
გაცურო ყურეში პატარა იახტით და ჩაიძირო; ჩახვიდე ცნობილ მეტროში და გაგძარცვონ; იქირავო მანქანა და სანამ წითელ შუქნიშანზე დგახარ, ბორბლები მოგპარონ; გაიღვიძო ქუინსში და აივანზე იყვირო: “Yes, yes! Fuck you too!”…

უნდა ვნახო ბროდვეიზე რამე მიუზიკლი, Birdland-ში კარგ ჯაზ-კონცერტს უნდა დავესწრო…

Advertisements

>All That Jazz @ Magti Club

>კი, ძალიან მიყვარს ჯაზი.
არა მარტო ჯაზი.
და არა მარტო მიყვარს.
და არა მარტო ძალიან.

დღეს დილით გამიმართლა და რადიო უცნობის დილის გადაცემის ვიქტორინაში ”მაგთი კლუბის” ორი მოსაწვევი მოვიგე 🙂

შედეგად – ხვალ ძალიან სასიამოვნო საღამო მელის 🙂

აი სიმღერა, რომლის წყალობითაც მოვიპოვე გამარჯვება: ჯონ ლენონის ”God”
http://www.divshare.com/flash/playlist?myId=10045710-78f&new_design=true

>Jazzmatazz

>

ფოტოს ავტორმა ლარი მომთხოვა – რა თქმა უნდა, გადავაგდე. ვინმე რომ მოხვდებით მთაწმინდის პარკში, მიეცით ლარი, დამდეთ პატივი.

ამ ბოლო დროს რამოდენიმე ინტერვიუ მივეცი ბლოგინგზე და ახალ მედიაზე.
ყაზახეთშიც კი მოვახერხე კონფერენციაზე პრეზენტაციით გამოსვლა. სკაიპით.
(სნობი)

ხოდა მაგრად მიჭირს ერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა – რაზე არის ჩემი ბლოგი.
რა თემაზე. რაზე ვწერ?

არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. აღარ ვიცი, ადრე ვიცოდი…

ალბათ ცხოვრებაზე ვწერ. პირად განცდებზე და გამოცდილებაზე. და ნაშების ფოტოებს ვდებ. და კარგი რეკლამების ვიდეოებს.

და ჯაზზე…
🙂
Yeah baby, yeah! © Austin Powers

ჯაზი ტაქსში და წვიმა. ერთი ბოთლი აბსენტი, ფაქტიურად ყურში ჩასხმული.
Smith & Wesson ჯიბეში. არა, რევოლვერი არ მაქვს – ჯაყვა მაჩუქა ქევანამ.

ხვალ ზღვაზე, დღეს შემოდგომის ამინდი აგვისტოს თბილისში.
გესმით?
აბა, დააგემოვნეთ:
შე მოდ გო მის ა მინ დი აგ ვის ტოს თბი ლის ში…
შემოდგომისამინდიაგვისტოსთბილისში!!!

ამასობაში მსოფლიოში ათასი სისულელე ხდება – ობამას დაბადების მოწმობას თხოვენ, ქართველი ბლოგერი ტვიტერის და პირწიგნაკის გათიშვის მიზეზი ხდება, რუსეთის პირველი არხი აგვისტოს ომის ფალსიფიცირებულ ფოტოებს აჩვენებს, აზერბაიჯანელ სამოქალაქო აქტივისტებს იჭერენ და აღარ უშვებენ, საზოგადოებრივი მაუწყებელის დირექტორიო რაღაცაო (კარგად ვერ გავიგე, ეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი რა არის), აგვისტოს ომი განმეორდებაო და – სადაა? სადანაა? ველით რუსულ ბომბებს 2009-შიც!

კიდევ ათასი სხვა სისულელე მოხდა და მოხდება. კლავენ ათასობით უდანაშაულო ადამიანს, აფეთქებენ შენობებს, თვითმფრინავები ბუზებივით ცვივა… ჯექსონი მოკვდა…

მეზარება სერიოზულ თემებზე წერა – იმაზე, რომ ცხოვრება მუხანათია, უცბად შემოტრიალდება და მოულოდნელ, არასასიამოვნო სიურპრიზს მოგართმევს. იმაზე, რომ ქართველი ხელოსნები იდიოტები არიან. და არა მარტო ხელოსნები. და არა მარტო ქართველები. და არა მარტო იდიოტები. იმაზე, რომ … (ჩაწერეთ სასურველი ფრაზა).

ჰოდა, ჯაზი იქით იყოს და, ფროდიჯის ახალი ალბომი მოისმინეთ/ნახეთ???

56-ე წამიდან მაგარი შეყავს…

>Джаз на закате

>ჰეჰ – აი კიდევ ერთი პოსტი, რომელსაც არასოდეს დავწერ…

ალბათ იმიტომ, რომ მეზარება უცხო ენაზე გადართვა და კლავიატურის კაკუნი.

კიდევ ერთი დღე, რომელმაც ჩაიარა – ჩვეულებრივად, არანაცრისფრად, მაგრამ არც ფერადად.

წინა ღამე, რომელიც არ დამთავრდა არაფრით.
იქ ლუდი იყო.
და სხვა რამეებიც.
წითელი ღვინო და რძიანი ყავა.

ჯაზი იყო ბევრი.
ტელეფონში.
სიბნელე, სავარძელი და ჯაზი შენი ტელეფონის დინამიკებში.
ძალიან.
მაგის წინ კი იყო ჩაი.
და ცოცხალი ჯაზი.
ცოცხალი ჯაზმენები.

ბებრები და ახალგაზრდები.

ბევრი დიალოგი იყო.
სიტყვები და …

მეზარება წერა იმაზე, თუ რამდენი საინტერესო რამ გავიგე გუშინ.
მეზარება იმის აღწერაც, თუ რა საინტერესოა ასე უბრალოდ იჯდე და უსმინო ადამიანს, რომელიც 50 წელიწადზე მეტია, ჯაზს უკრავს.
მეზარება იმის აღწერა, რომ ჟურნალისტი, რომელსაც არაფერი ესმოდა ჯაზის, ინტერვიუს განმავლობაში, ნელ-ნელა, შენს თვალწინ იცვლება…
მეზარება იმის ახსნაც, საერთოდ რა მინდოდა მე იქ – ჟურნალისტ გოგონასა და ბებერ ჯაზმენს შორის.

– იცი, არასოდეს მიყვარდა დამშვიდობება…
– ხო, დღეს ძალიან მაგრად დაუკრეს…
– ხო, პრინციპში არც დახვედრა მიყვარს. არ მიყვარს, რომ მეუბნებიან, რა უნდა ვაკეთო.
– როგორ უკრავდა არა? თვალდახუჭული და თითოს დაღლილი იყო, თავისი ცხოვრების ისტორიას ყვებოდა…
– სულ მარტო მივდივარ ხოლმე სადმე. და საერთოდ მოგზაურობა მიყვარს ძალიან.
– ხვალაც წავიდეთ, მინდა ისევ მოვუსმინო იმ “Summertime“-ს…
– ჩაი?
– ყავა.

სიგარეტი დამიმთავრდა, როგორც ყოველთვის. და პოსტს ვერ ვამთავრებ.

>Dizzy Gillespie

>
შესანიშნავი ჯაზმენი – დიზი გილესპი…

მაგარი სახელი აქვს თან, რაღაც ამოჩემებული მქონდა ერთი პერიოდი.

>სამხედრო ჯაზი

>გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!!!

აღლუმი ნახეთ ალბათ ყველამ…
დიდი ვერაფერი სანახაობა იყო, განსაკუთრებულად შთამბეჭდავი არაფერი მომხდარა, გარდა ერთისა – სამხედრო ორკესტრი მოწოდების სიმაღლეზე იყო! 🙂

მაგრად მომეწონა სამხედრო ჯაზი, ძალიან კარგი იყო 🙂
სამწუხაროდ, ნაკლებად ცნობილი კომპოზიციები შეასრულეს, ძალიან ცნობილ ჯაზურ თემებს არ შეეხნენ, მაგრამ მაინც კარგი იყო.

ჯაზი ხომ ამერიკულია, ძირითადად, და შესაბამისად, ცნობილ ჯაზურ თემებს მაგიტომაც არ შეეხნენ, ისედაც ამერიკულ ფორმაში გამოწყობილი, ამერიკელი ინსტრუქტორების მეშვეობით გაწვრთნილი ქართველი ჯარისკაცები.

მაგრამ მაინც, ყოჩაღ, ბიჭებო, ყოჩაღ!!!