>ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს…

>ერთხელ, ერთს ჩრდილოევროპულ ქვეყანაში, ზამთრის ცივ და თოვლიან საღამოს ბუხრიან ლუდხანაში ვატარებდი და ცხელი ირლანდიური თაფლიანი ვისკით ვიქცევდი თავს.
მანამდე უკვე ბევრი ლუდი მქონდა დალეული, ამ ყველაფრის შემდეგ კი სამხრეთ ევროპელ გოგონასთან პაემანი მქონდა დაგეგმილი…

თუმცა ეგ რა შუაშია, სხვა რამის მოყოლა მინდა:

იმ პატარა ქალაქს რამდენიმე ათასწლოვანი დაწესებულება ქონდა: ხსენებული ბუხრიანი ლუდხანა, ასევე უნივერსიტეტი და საროსკიპო, ანუ ბარდელი, გნებავთ – ბორდელი.
ამ სამიდან ორი კარგად მქონდა ათვისებული – უნივერსიტეტში ვითომ ვსწავლობდი და ლუდხანაში ვითომ ვისვენებდი ხოლმე.

ჩემსავით საწყალი ქვეყნიდან ჩასული ჩემსავით თავქარიანი და თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, უსაფუძვლოდ ამაყი და ფეთქებადი ხასიათის მრავალი სამხრეთელი თუ აღმოსავლელი ცდილობდა იმ ცივ და თოვლიან ქვეყანაში საუნივერსიტეტო ცოდნას დაუფლებოდა.
ამაოდ ხომ არ ეწერა ჩვენი უნივერსიტეტის კარიბჭეზე – Non scholae, sed vitae discimus!

ამიტომაც მრავლად ყავდა ამ ქვეყანას უცხოელი სტუმარი. ამ სტუმრებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩემი ბედკრული სამშობლოს შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ; და ისეთებიც, ვინც ეგვიპტელსა და ვენეციელს შორის განსხვავებას ვერ ხედავდნენ.

სწორედ ასეთ ”კამპანიაში” ამოვყავი თავი და როცა მკითხეს – სადოური ხარ, ნენე, შენაო, მივუგე: იმ ქვეყნიდან ვარ, რომლის დედაქალაქს მდინარე ორ ნაწილად ყოფს – ერთი ევროპაშია, და მეორე აზიაში-მეთქი.

შთამბეჭდავი ეფექტი ქონდა ამ ნათქვამს. ყბები დაცვივდათ და თვალები აეწვათ, ისეთი ტყუილი ვთქვი, მაგრამ არ შევეპუე.
ერთმა ოსმალო თურქმა კი დააპირა: მოიცა, მოიცა, აბა სტამბულიო?
რაზეც მყისიერ შევეპასუხე: სტამბული კი არა, კონსტანტინოპოლი-თქო. და დავუმატე: კაცო, მე თურქეთი ევროპა მგონია და შენ აზიელობას იბრალებ-მეთქი?
მოეწონა თურქს, სულ მთლად ევროპად რომ მივიჩნიე და კვერი დამიკრა – ხო, ხო, გურჯისტანის ვილაიეთი და საკუთრივ მისი დედაქალაქი, ტიფლისი ნამდვილად ორ კონტინენტზე დგასო.

იმის მერე ბევრი წელი კი გავიდა, მაგრამ არ დამვიწყებია ეს ამბავი და სწორედ ამას მივუძღვენი ეს პატარა ფოტო-პროექტი: თბილისის ხიდები.

http://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=71649

Advertisements

>ახალი ხიდი თბილისში – ჩამოსვლა & ტრანსპორტირება

>ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა ექსკლუზიურად მოგვაწოდა მშვიდობის ხიდის ჩამოტანისა და ტრანსპორტირების ფოტოები.

დიდი მადლობა natanatata-ს!

>ესეც ახალი ხიდი თბილისში…

>

წყარო: RFE/RL

იხილეთ ასევე ჩამოტანისა და ტრანსპორტირების ფოტოები