ცოტაოდენი სტატისტიკა

მნიშვნელოვანი მოღვაწეები ხელოვნებაში, ლიტერატურაში, მუსიკასა და მეცნიერებაში – 1400-დან 1950 წლამდე.

output_MoNHnJ

Advertisements

ფოტო

ავტორი: crontab

დიდი ხანია, რაც მივაგდე ფოტოგრაფიით გატაცება. სამწუხაროდ, ვერა და ვერ მოვაბი თავი იმას, რომ წესიერი კამერა შევიძინო – და, შესაბამისად, წესიერი ფოტოები გადავიღო.

თუმცა ვიცი, რომ ამ წესიერ კამერას ჩემი ქალიშვილის კბილები დაემუქრება და სხვა სათამაშოების ჩვეულ ბედს გაიზიარებს – გატყდება ან რამე 🙂

გარდა ამისა, აღმოჩნდა რომ “უადგილო” ადგილას “რამე ისეთი” ფოტოების გადაღება, ხოლო შემდგომში მათი გამოქვეყნება, ვინმესთვის გადაცემა ან სულაც, ღმერთმა დაიფაროს, გაყიდვა – სავალალო შედეგით მთავრდება ხოლმე.

ყოველივე ამის გათვალისწინებით გადავწყვიტე, რომ საერთოდ შევეშვა ფოტოგრაფიას.

თანაც, საბოლოო წერტილი ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნებას დაესვა იმით, რომ გამოჩნდა ახალი თაობის ფოტოაპარატები, რომლებიც RAW ფორმატში იღებენ ფოტოებს და ფოკუსის გასწორების საშუალებას ფოტოს გადაღების შემდეგ იძლევიან – lytro.com

დატესტეთ იქვე, საიტზე ეს ფანტასტიკა.

>* * *

>კაფეში ვიჯექი.

მოძმე რესპუბლიკიდან ჩამოსულ როკ-ჯგუფს დაკვრა უნდა დაეწყო და ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ვემზადებოდი – ვსვამდი არაყს. და ლუდს. და გრეიპფრუტის წვენს (ვერ ვიტან!)

და ჩემს ცხვირწინ, კედელზე დაკიდებულ ძალიან ლამაზ რაღაცას ვუყურებდი.
ვითომ სახლის ფასადია და ფანჯრები და კარები ოდნავ შეღებულია (გაღებული) და ზევიდან კიდე რაღაცეები აწერია.

და მომეწონა ერთი:

”გესმის?
უშენოდ ჩემი ხელები გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს…”

მეთქი – ვისია?
ლელა ქერაშვილი ყოფილა მხატვარი/დიზაინერი/დეკორატორი. და იმისი ყოფილა.
და მერე ლელას ვკითხე – და ტექსტების ავტორი ვინაა?
პასუხზე დავეცი, გავშრი და გავთბი:
– რა თქმა უნდა, ოთარ ჭილაძე!
🙂

>Thomas Broome

>

საძინებელი

საცურაო აუზი


მშვენიერი ილუსტრაციები სერიიდან ”Modern Mantra”. მგონი შვედია, ეს ვიღაც თომას ბრომე 🙂

>დახატეთ მუსიკა

>
ეხლა უკვე მუსიკის ხატვაც შეგვიძლია ხალხნო!
პირიქითაა – ჯერ დახატეთ და მერე მოუსმინეთ 🙂