Dies Irae

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან, ყოველთვის ყველაფერი უხარიათ, ყოველთვის კმაყოფილი გამომეტყველება აქვთ სახეზე და, მეტსაც გეტყვით, ეს ყველაფერი ხშირად უმიზეზოდ ხდება ხოლმე.

აი ისეთ ტიპზე ვლაპარაკობ, უცბად რომ შეუძლია, წამოხტეს და იცეკვოს – მუსიკით ან უმუსიკოდ, სულერთია.

არ მესმის ასეთი ხალხის. უფრო სწორად, არ შემიძლია გავიგო, თუ საიდან მოაქვთ ეს ენერგია, სილაღე, სიხარული.

მე ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ხოლმე, სულ მუდამ უხასიათოდ, უჟმურად ვიყურები და არაფერს არ შეუძლია, ეს შეცვალოს.

მართალია, ხანდახან კი ვიღიმები კიდეც, ხან გავიხუმრებ და, ძალიან იშვიათად, მიხარია ხოლმე რამე სიახლე. მაგრამ ეს ყველაფერი პარალელურად ხდება – პარადოქსალურად უთავსდება ერთმანეთს უჟმური ხასიათი და ღიმილი, მოწყენილობა და ხუმრობა, გაბრაზება და სიხარული.

ამის მიზეზი ალბათ წარსულ ცხოვრებაში (ან ბავშვობაში) უნდა ვეძებოთ – ემოციების გაცვეთა და გაუფასურება მაშინ ხდება, როცა ძლიერ ტრავმას გადაიტან, ან დიდ დანაკარგს განიცდი.

ყველაზე დიდი დანაკარგი კი საკუთარი თავია – შენი ოცნებების და სურვილების აუსრულებლობა ნელ-ნელა ასამარებს ყველა დადებით ემოციასაც შენს გულში და გრჩება მარტო ავი, ქოფაკი ძაღლის ბრაზი, შხამიანი ეკლიანი მცენარის გესლი და გატეხილი სამლიტრიანი სამურაბე ქილის სიცარიელე…

Advertisements

>გაიღიმეთ, თქვენი…

>

რა ლამაზია დილით თოვლი… და მზიანი ამინდი… და გაყინულ მანქანას რომ ათბობ, რადიოს ჩართავ და შესანიშნავი ბრაზილიური ჰანგები რომ გესმის…

გაიღიმები და ძრავ მანქანას. მიდიხარ იქ, სადაც ყოველ დილით მიდიხარ ხოლმე, იმავე გზით, იმავე შუქნიშნებზე ჩერდები, იგივე ხალხი დგას გაჩერებაზე…

უკვირთ ამ იდიოტებს, უკვირთ, როცა იღიმები უმიზეზოდ, უკვირთ, რაღაც რომ გიხარია, არ ესმით.

აუცილებლად დაბღვერილი უნდა ვიყო კაცო? პრობლემები, საფიქრალი, სამუშაო – ყველა ჩვენთაგანს აქვს, მაგრამ ხომ შეიძლება ღიმილით ვიაროთ ამ ქვეყანაზე?

Powered by Zoundry

>აზრთა კონა – თამაში/მემე

>ჩვენს ფორუმზე გამოჩნდა კითხვარი.

ხოდა შევავსე და …

მიყვარს – vigac
ვოცნებობ – bednierebaze
ვფიქრობ – momavalze
მძულს – tkuili
ვნანობ – cotas
კმაყოფილი ვარ – bevrit
მენატრება – erti
მსურს – carmateba
მაღიზიანებს – goimoba
ვგრძნობ – tkivils
მეშინია – sikvdilis
ვიცი – cota
არ ვიცი – bevri
შემიძლია – bevri
არ შემიძლია – cota
ვმეგობრობ – sauketesoebtan
ვაპატიებ – gaachnia
ვტირი – ukve agar
ვიცინი – ishviatad
ვეძებ – vcdilob
ღირსი ვარ – simshvidis
ვკარგავ – ukve
მშურს – aravisi
ვემალები – adre
ვემტერები – aravis
მაინტერესებს – kvelaferi
არ მაინტერესებს – aravin
მახსოვს – mnishvnelovani
მრცხვენია – ori ramis
უარვყოფ – arafers
ვავადმყოფობ – ishviatad
ვმალავ – tkivils
ვინახავ – mogonebebs
მწამს – gmerti
მიკვირს – agaraferi
მიხარია – sul cota
ვჭორაობ – xandaxan
ვდარდობ – bevrs
ვამაყობ – ki
ვაკეთებ – bevrs
ვეფერები – cotas
მსიამოვნებს – mofereba
მესიზმრება – shav-tetri
ვეხმარები – visac shemizlia
ვეწევი – 2 kolofs
მწყინს – advilad
ვხარჯავ – bevrs
ვღალატობ – ara
ვკამათობ – agar
ვუხეშობ – ki
ვუსმენ – maximalurad
ვყოყმანობ – ukve agar
ვკითხულობ – kvelafers
ვამზადებ – nel-nela
ვუყურებ – didxans verafers
ვკლავ – dards
ვაფუჭებ – urtiertobebs
ვცხოვრობ – qaoturad
ვცემ – aravis
ვყვირი – xshirad
ვმღერი – vgigineb
ვასრულებ – survilebs
დავდივარ – chkara
ვმკურნალობ – arafers
ვერიდები – agarafers
ვთამაშობ – ar gamomdis
ვიტყუები – xandaxan
ვეთაყვანები – arasodes!
ვგიჯდები – ki
ვაგროვებ – carsul mogonebebs
ვიხდი – kredits
ვეჭვიანობ – ki
“ვკაიფობ” – ara
ვიზიდავ – heh, kii
ვალამაზებ – qalebs