კრეატიულობის წესები – 2011/2012 წწ კოლექცია

1. გააკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე თქვენგან მოელიან

2. სცადეთ ყველაფერი ახალი

3. ასწავლეთ სხვებს ის, რაც იცით

4. აქციეთ სამუშაო გასართობად (და გასართობი – სამუშაოდ)

5. არ დაგავიწყდეთ შესვენებები

6.  იმუშავეთ მაშინ, როცა სხვები ისვენებენ

7. იყავით კრეატიული – ყოველთვის

8. შეუქმენით საკუთარ თავს შთაგონების წყარო

9. შეიყვარეთ, რასაც აკეთებთ – ან შეეშვით

(თარგმანი თავისუფალია)

Advertisements

Чёртова дюжина обязательных правил того, кто собирается устроить кому-либо встречу с блоггерами:

via sasha2605

  1. Правило, которое стоит записать золотыми буквами: если в приглашении указывалась встреча с условным Юлием Цезарем, то это, ёханый бабай, обязана быть встреча конкретно с Юлием Цезарем. То есть, еще раз повторюсь: не с Юлием Цезарем, Гнеем Помпеем и Октавианом Августом. Только с Гаем Юлием. Следовательно, читаем мы п. 2…
  2. Количество заявленных изначально ньюзмейкеров (уж простите за журналистский жаргон, скажу иначе: главных персон встречи) может быть больше одного. Если быть совсем точным, два. Еще раз: максимальное количество заявленныхньюзмейкеров должно быть не больше двух, примерно одинаковых по интересности, статусу и положению. Например, два брата Кличко, а не Кличко-старший и какой-либо член политсовета. После цифры “2” начинается хаос. Изначально заявить двоих – допустимо. Заявить троих – приемлемо, если вас, как говорил Жванецкий, не интересует результат. Не заявлять, а потом сесть впятером… – а зачем, скажите, вам была нужна встреча, для галочки? Опыт показывает, что лучше тогда еще раз встретиться с журналистами. Там, по крайней мере, относительно прогнозируемо, если вы вообще хоть немного разбираетесь в сути медиа.
  3. 20 человек приглашенных – максимальное количество. Самый верхний предел – 25. Но гораздо лучше – 10-12.
  4. 2 часа – минимальное время. Лучше – 2 с половиной. Три – нормально. В этом случае вы выслушаете всех, и, по крайней мере, подстрахуетесь от фраз в отчетах типа “А вот я хотел спросить – мне не дали“. Если у вас есть всего 45-50 минут – тогда лучше не заморачиваться вообще с этой идеей. Лучше погуляйте по городу и сфотографируйтесь с теми, кто этого захочет, – явно пользы будет больше.
  5. Продолжительность встречи должна быть жестко оговорена сразу, но может быть продлена. Фраза “Нет, Ира, я буду разговаривать с журналистами столько, сколько они захотят” приносила Президенту Ющенко дополнительные очки даже на последнем этапе его карьеры.
  6. Очень длинный овальный стол – становится очень плохим пропорционально увеличению длины овала. Очень большой круглый – тоже. (Я не пробовал круглый в действии, но подозреваю, что круглый – вообще плохо.) Лучший вариант – кресла в кружочек, когда за спиной у хозяина встречи не сидит никто, а блоггеры размещены в 2, максимум 3 ряда. Короткий овал – приемлем. Главное, чтобы не возникало ощущения “ваша сторона – наша сторона” и никому не приходилось докрикиваться до человека, сидящего на дальней стороне.
  7. Микрофоны, колонки и подзвучка – не нужны. Нужны душевность, доверительность и, пардон муа, интимность. Лучше потратьте эти же деньги на условные фрукты и минералку.
  8. Вовсе не обязательно, что известные и читаемые блоггеры – открытые и разговорчивые люди. Скорее верно обратное. И это ваша задача, как организатора, разговорить их, а не наоборот.
  9. Блоггеры не будут подчиняться вашим дурацким правилам насчет этикета, дресс-кода, необходимости прислать группу крови кошки Ф.И.О., контактные данные и пр. Впрочем, из вежливости, может, и пришлют. Но осадок останется. Отсюда же вытекает п. 10…
  10. Приглашать блоггеров должен человек, о котором они, как минимум, слышали. И общаться с ними касательно просьб из п. 9 должен он же. Иначе это встретит, если и не негатив, то, как минимум, недоумение.
  11. В продолжение п. 10… Вы, конечно, можете заставить всех сотрудников своего офиса завести себе ЖЖ, а потом пригласить на встречу только их. Они, конечно, подотчетны, подневольны и более-менее предсказуемы. Но в этом случае приготовьтесь к тому, что в блогосфере возникнет резонный вопрос: “А кто все эти люди?!”, как это было в классическом случае с Мыколой Яновичем Кровосисем. То есть, если вы таки решили пойти на эту встречу, то о приглашаемых блоггерах, как минимум, должен кто-то слышать ДО этой встречи. Разность интересов приглашаемых и их черты характера – значения не имеют и, скорее, приветствуются. Главный и единственный критерий – адекватность человека. Сумасшедших, одержимых и просто демагогов лучше не звать, хотя 1-2, всё же, могут присутствовать – они подсознательно объединяют аудиторию и ньюзмейкера в ненависти к ним.
  12. Идеальный вариант, когда сама главная персона встречи работает модератором. Это НЕ конференция, семинар или тренинг. Это конкретный человек пригласил в гости конкретных людей. Собственно, именно поэтому он и должен выступать хозяином. Блоггеры к этому будут готовы, они, в большинстве своем, люди вежливые (если, конечно, вы правильно выбрали аудиторию). Да, быть хозяином и владеть аудиторией (особенно, если, как мы предусмотрели в п. 11, там есть 1-2 сумасшедших) – это непросто. Но вы же, в конце концов, сами этого хотели?..
  13. Если каждый из приглашенных на встречу блоггеров через пару дней получит по электронной почте, во внутренних сообщениях в ЖЖ или ФБ или любым другим способом личную благодарность приглашавшего – в три строчки – за то, что он нашел время встретиться, – ему будет, как минимум приятно. Вам же, при этом, это не будет стоить ничего. Выбор за вами.
მოგვიანებით ვთარგმნი/გადმოვაქართულებ.

ჯოკერის წესები

ვინაიდან და რადგანაც ამ ბლოგს საინფორმაციო/საგანმანათლებლო მისია აკისრია, შევეცდები შევავსო ყველანაირი სასარგებლო თუ უსარგებლო ინფორმაციით.

გთავაზობთ ოპერა-ბეთის საიტიდან აღებულ ჯოკრის თამაშის წესებს (იქ მუქ ფონზე ბაცი შრიფტით წერია და შეიძლება თვალები დაითხაროს ადამიანმა).

ჯოკერის წესები

მოგეხსენებათ, ჯოკერის სათამაშოდ გამოიყენება 36–იანი კარტის დასტა: ოთხივე მასტის (♠, ♣, ♦, ♥) კარტი 6-დან ტუზის ჩათვლით. აქედან 6♠ და 6♣ კარტებს „ჯოკერის“ წონა აქვს და ის მარკირებულია წარწერით Joker.

თამაშის მსვლელობა

ჯოკერის თითოეულ დარიგებაში განისაზღვრება კოზირი, რომელიც ამოდის ბოლო კარტად დასტაზე. იმ შემთხვევაში, თუ კარტის დასტაზე გაიხსნება ‘ჯოკერი’, თამაში მიმდინარეობს უკოზიროდ, მხოლოდ შესაბამისი მასტის კარტების წონების მიხედვით.

პირველ რაუნდში თითოეულ მოთამაშეს თანმიმდევრულად ურიგდება 1,2,3,4,5,6,7 და 8 კარტი. პირველ დარიგებაში მოთამაშეს ურიგდება ერთი კარტი. რითიც მან უნდა გადაწყვიტოს არსებული კარტით მოუგებს თუ არა სხვა მოთამაშეებს (ამ შემთხვევაში ძირითადად უპირატესობა ენიჭება ჯოკერს ან მაღალ კოზირს, შემდგომი დარიგიბები იზრდება 8 კარტამდე. ამის შემდეგ ხდება მოთამაშეების ქულების დაჯამება და თამაშის პირველი რაუნდის დასრულება.

შემდეგი რაუნდში რიგდება მხოლოდ 9 კარტი. ყოველი დარიგებისას, დილერის შემდეგ მჯდომმა მოთამაშემ პირველი სამი კარტის ნახვის შემდეგ უნდა განსაზღვროს კოზირი ან უკოზირო თამაში. მეორე რაუნდი შედგება მხოლოდ ოთხი დარიგებისაგან და მისი დამთავრების შემდგომ ჯამდება ქულები და ემატება პირველი რაუნდში დაგროვილ ქულებს.

თამაშის მესამე რაუნდი პირველის მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ რიგდება შებრუნებული მიმდევრობით (8,7,6,5,4,3,2,1). თამაშის მეოთხე რაუნდი კი ანალოგიურია მეორე რაუნდისა.

ცხადება და ქულები

მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით რიგ-რიგობით აცხადებენ ასაღები კარტის რაოდენობას. რაც უფრო მაღალი კარტი უჭირავს მოთამაშეს, კარტის აღების მით უფრო მეტი შანსი აქვს მას, მოთამაშემ მთავარია სწორად განსაზღვროს შესაძლო კომბინაციები და ზუსტად აიღოს ნაცხადები რაოდენობის კარტი.

ნაცხადები და აღებული კარტის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ქულები:

ნაცხადები რაოდენობა აღებული რაოდენობა ქულა
1 1 100
2 2 150
3 3 200
4 4 250
5 5 300
6 6 350
7 7 400
8 8 450
9 9 900

იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშის მიერ აღებული კარტების რაოდენობა განსხვავდება ნაცხადებისაგან, მაშინ ქულა განისაზღვრება აღებული რაოდენობის 10-მაგი ოდენობით (1-სთვის 10, 2-სთვის 20 და ა.შ.).

თუ ნაცხადები და აღებული კარტების ოდენობა ემთხვევა დარიგებულს, მაშინ ქულა შეადგენს აღებული კარტის 100-მაგს (1-სთვის 100, 2-სთვის 200 და ა.შ.).

მოთამაშეს ასევე აქვს უფლება აცხადოს პასი და შესაბამისად არ წაიყვანოს არც ერთი კარტი. ასეთ შემთხვევაში პასის ქულა განისაზღვრება 50-ით.

იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე აცხადებს 1-ს ან მეტს, მაგრამ ვერც ერთ კარტს ვერ აიღებს, მას ეწერება ნიშანი — (ე.წ. ხიშტი). ხიშტს ქულა უარყოფითია და ის არჩევადია თამაშის დაწყებისას. ხიშტის არჩევადი ქულებია: -200, -500 და „სპეც ხიშტი“. სპეც ხიშტის აღებისას მოთამაშეს აკლდება დარიგებული კარტის 100-მაგი ოდენობის ქულა.

კარტის წონები

თამაშში კარტის წონა განისაზღვრება შემდეგი მიმდევრობით (მაღლიდან დაბლისაკენ):
Joker, A, K, Q, J, 10, 9, 8, 7, 6.

კოზირი ითვლება ყველა დანარჩენ მასტზე მაღალ კარტად. იმ შემთხვევაში, თუ კოზირი არ არის განსაზღვრული, მსგავსი კარტების წონები თანაბარია ყველა მასტისათვის, ზემოთ აღნიშნული მიმდევრობით.

მოთამაშის სურვილის მიხედვით ჯოკერი შეიძლება გათამაშდეს როგორც უმაღლესი, ასევე უმცირესი რანგის კარტად. თუ მიმდინარე კარტის პირველი სვლის ჯერი ჯოკერის მფლობელზეა, შეიძლება ნებისმიერი მასტის მაღალი კარტების მოთხოვნა (კოზირის ჩათვლით), ასევე მიმდინარე სვლისას კონკრეტული მასტის კარტისათვის მისი მიცემა.

თამაშის მიმდინარეობისას ჯოკერის მფლობელს შეუძლია ასევე ნებისმიერი კარტის მოჯოკვრა (უკვე ჩამოსული ჯოკერის ჩათვლით) ან სხვა კარტისათვის მისი ქვემოდან შეცურება.

ჯოკერის თამაში არ არის რთული.

>რა უნდა ვიცოდეთ სამუშაო ადგილის გამოცვლისას?

>რა და ის, რომ ყველაფერი უნდა წაშალოთ კომპუტერში – პირადი სახის ნებისმიერი ინფორმაცია.

უნდა წაშალოთ აქ, ამ კომპიუტერში, თორე თქვენთვის კი უნდა გადაიწეროთ.

კიდევ, თაროები და უჯრები უნდა გადმოალაგოთ და პირადი ნივთები წაიღოთ. ასპირინი, საღეჭი რეზინი, მობილურის დამტენი, პრეზერვატივი, სხვადასხვა სერტიფიკატები, კბილის ჯაგრისი, სავარცხელი…

ნუ, მოკლედ, მიხვდით, რასაც ვგულისხმობ.

მერე უნდა დაათვალიეროთ კალმების, პასტების, ფანქრების და ფლომასტრების, აგრეთვე მარკერების მრავალათასიანი არმია და რაც მოგეწონებათ, უნდა ჩაიჯიბოთ.

მთავარი და აუცილებელი არ დაგავიწყდეთ – ყავის ჭიქა! მერე რა, რომ თქვენი არ იყო, და მიითვისეთ? ეხლა თქვენია, და მიგაქვთ!

წიგნები, ჟურნალები და გაზეთები – რა თქმა უნდა, თუ სამსახურტან დაკავშირებული არაა – ჩანთაში უკარით თავი!

აუცილებელია, რომ ამ დალაგება/დაწმენდის პროცედურის დროს მარტო იყოთ სამსახურში – ხელი რომ არავინ შეგიშალოთ და ზედმეტი შეკითხვები რომ არ დაგისვან.

და აი, დგეხართ თქვენი ხორაგით ხელში და სინანულით მოავლებთ ოთახს თვალს… აუ, ის ნახატიც რომ გინდათ? და ის ფოტოები, ორი წელი ზურგსუკან რომ გქონდათ გაკრული?

არაფერია, დაიკიდეთ, კიდევ დაგროვდება სურათები – ახალი სამსახური, ახალი ხალხი, ახალი საქმეები, ახალი ადგილები – იმდენი ახალი გელოდებათ, რომ ეს ძველი აღარც გემახსოვრებათ…

ხოდა, აი მეც ესე ვდგევარ… კიდე მოვალ კაცო, ორშაბათს, საღამოს, ცოტა ხანი ჩამოვჯდები, ვიჭორავებთ, მერე საღამოს რესტორანში შევალთ, და დავემშვიდობები კოლექტივს…

მერე რა, რო ხანდახან ნერვებს მიშლიდნენ და მგრუზავდნენ და მაწუხებდნენ და რავი კიდე რას არ აკეთებდნენ… სამაგიეროდ, ორწელიწადნახევარი ერთად ვიყავით, ერთი ოჯახივით, და დავმეგორდით და ალბათ მოვენატრები…

მე არ მომენატრებიან – ზუსტად ვიცი 🙂