>ადამიანი

>
აი, რა შეუძლია ადამიანს!

ძალიან დიდი ხნის წინ ვნახე ერთხელ უცნაური ადამიანი. მას ერთ ხელზე ცერა თითი არ ქონდა… არ ვიცი, დაკარგა თუ უბრალოდ, დაბადებიდან არ ქონდა, მაგას არა აქვს მნიშვნელობა.

მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ცერა თითის უქონლობა სულაც არ უშლიდა ამ კაცს ხელს არაფერში – მისი (იგივე ხელის) საჩვენებელი თითი ეტყობა წლების განმავლობაში, საჭიროებიდან გამომდინარე, მოიღუნა, დეფორმირდა და თითქმის ცერა თითის ფორმა და ადგილი დაიკავა…

დაიხედეთ მარჯვენა ხელზე და წარმოიდგინეთ…

აი, რა შეუძლია ადამიანს?
არა, ეს ბუნებაა. ვისაც ეს შეუძლია. და ადამიანი ბუნების ნაწილია, მისი კარგი თუ ცუდი, მაგრამ შვილია.

გენეტიკა და მუტაცია და რაც გინდათ ის ახსენეთ – ცერა თითი რომ არ გაჩენოდაო მაიმუნსო, ასე ამბობენ, ადამიანად არ გადაიქცეოდაო…
ანუ ცერა თითის განლაგება სხვა თითებთან მიმართებაში გვაძლევს იმის საშუალებას, რაც პრიმატების გარდა არცერთ არსებას არ აქვს – ხელში ავიღოთ და დავიჭიროთ საგნები.

პოპულარულ ენაზე ვხსნი, ვიცი.
უფრო პოპულარულად – ცერა თითი რომ არ ქონოდა ჩვენს პირველ წინაპარს, ის შუბსაც ვერ გამოიგონებდა, მერე ვერ ისროდა, და იმავე შუბზე აცმულ ნანადირევს ვერ შეწვავდა…

Advertisements