Averia – the average font

ძალიან კარგი იდეა:

აიღეს უამრავი შრიფტი, გააერთიანეს მათი სტილები/იერსახე და შედეგად მიიღეს საშუალო შრიფტი: ავერია / Averia

     

მე ძალინ მიყვარს უცნაური შრიფტები და ხშირად ვიყენებ ხოლმე პრეზენტაციებში.

Advertisements

>ხელნაწერი შრიფტი

>საინტერესო საიტს მივაგენი: pilothandwriting.com

ამ საიტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ხელნაწერი დაასკანეროთ (ან ვებკამით გადაიღოთ) და შრიფტად გადააქციოთ, მერე კი ამავე საიტის მეშვეობით აგზავნოთ პერსონალური, ხელით ნაწერი (და კლავიატურაზე აკრეფილი) წერილები.

რა თქმა უნდა, საიტმა მხოლოდ ლათინური შრიფტის ინგლისური განლაგება იცის.

აი ასე გამოიყურება ჩემი ხელნაწერი:

>Spranq – ეკოლოგიური შრიფტი

>ფონტი, ანუ კომპიუტერული შრიფტი ერთი შეხედვით, მარტივი რამაა – არსებობს ათასნაირი, მილიონი სხვადასხვა დიზაინის მქონე შრიფტი და ადამიანი ვერც კი იფიქრებდა, რომ ლამაზი მოხატულობის გარდა შრიფტების შემქმნელებს რაიმე ახლის გამოგონება შეეძლოთ.


ნურას უკაცრავად – მსოფლიოში არსებობს ამოუწურავი ფანტაზიის მქონე ხალხი, ვინც ამ სფეროშიც კი ცდილობს რაიმე ახლის შექმნას, რაღაცის გაუმჯობესებას.


სწორედ ასეთი ტიპები მუშაობენ ჰოლანდიურ კომპანია Spranq-ში, რომლებმაც გამოიგონეს ეკოლოგიური შრიფტი – პრინტერის კარტრიჯის დაზოგვის საშუალება (2 ევრო – წელიწადში) და გარემოს დაცვა მავნე ნივთიერებებისაგან.

სცადეთ, გადმოწერეთ (გაითვალისწინეთ, რომ შრიფტი მხოლოდ ლათინურ ანბანზეა აწყობილი)

>ქართული უნიკოდ შრიფტი – Windows XP/2000, Mac OS X, Mac OS 9 – Georgian Unicode

>ყველას, ვისაც გინდათ ქართულად წერა Windows XP ან Windows 2000-ში:

გადმოწერეთ ეს ფაილი

გახსენით არქივი ცალკე გამოყოფილ საქაღალდეში (ანუ გაუკეთეთ unzip)
და წაიკითხეთ ფაილი rogor.txt

დანარჩენი იქ წერია.

შეკითხვები, ან რამემ თუ არ იმუშავა – კომენტარები რისთვისაა?

🙂

დამატება:

თუ Apple, Mac ანუ მაკინტოშის ბედნიერი ან სულაც უბედური მფლობელი ბრძანდებით:

შეგიძლიათ ეს ფაილი გადმოწეროთ.

არქივში დევს ქართული შრიფტები და კლავიატურის განლაგება ოპერაციული სისტემებისათვის – Mac OS X და Mac OS 9

არსებობს ასევე ერთი მშვენიერი საიტი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება სხვადასხვა ქართულ შრიფტებში დაწერილი ტექსტების კონვერტაცია. შეიხედეთ აქ: www.convert.ge