ბლოგერების შეხვედრა ნიკა გილაურთან

ბევრი მითქმა-მოთქმა წავიდა ამ თემაზე. შევეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო.

1. ბევრი ბრალდება წამოვიდა ბლოგერების მისამართით – ეს საშინელი, გაყიდული ბლოგერებიო, როგორ გაბედესო.

ამაზე პასუხის გაცემა, რაღა თქმა უნდა, სასაცილო იქნებოდა, რომ არა ქართული საზოგადოების სავალალო მდგომარეობა: ყველას ყველაფერში ეჭვი ეპარება, ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს და, აქედან გამომდინარე, მთელი ხალხი დაყოფილია ასე: ან ჩემთან ხარ, ან მტერი ხარ.

ამის ფონზე არცაა გასაკვირი, რომ ჩვეულებრივი, ცივილიზებული და ნორმალური მიდგომა საკითხის მიმართ აღარ არსებობს – აქ იგულისხმება ნებისმიერი საკითხი: დიეტა იქნება ეს, პოლიტიკური შეხედულება თუ საფეხბურთო გემოვნება.

შესაბამისად, ოფიციალური პასუხი ბრალდებაზე ასეთია: ჩვენ შევხვდებით ყველას, ყველგან და ყოველთვის; ვილაპარაკებთ ან ვიჩხუბებთ ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ პირთან, ნებისმიერ დონეზე (სამთავრობო თუ კერძო სფერო); და მსგავსი შეხვედრების შემდეგ მოვიქცევით ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ: დავწერთ ან არ დავწერთ პოსტს; ეს პოსტი ან კარგი და საქებარი იქნება, ან ცუდი და სალანძღავი.

ალბათ დაკონკრეტებაც იქნება საჭირო – каждый понимает в меру своей испорченности. ასე რომ, ვისაც ყველგან ფული და შეთქმულება ელანდება, თვითონაა სწორედ ის ადამიანი, ვინც მხოლოდ ფულის ან სხვა გამორჩენის გამო შეხვდებოდა პრემიერ-მინისტრს. აბა, თუ არაფერი მიიღო მაქედან, რა აზრი აქვს ასეთ შეხვედრას და რატომ უნდა დახარჯო დრო კიდევ ერთი ადამიანის გასაცნობად?

2. ბლოგერებმაც დაცხეს ერთმანეთს და უერთიერთბრალდებებით წაიღეს ტვინი. ფართო საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არა აქვს კონკრეტულ საკითხებს (ხოლო ვინც ამ დისკუსიაში მონაწილეობს, ისედაც კარგად იცის, რაზეა ლაპარაკი).

Continue reading

Advertisements

>:შეხვედრ:

>
ასეთი სმაილიკი არ არსებობს, მაგრამ მაინც დავარქვი პოსტს.

19 კაცი – პირველი შეხვედრისთვის კარგი იყო.
(სია იხილეთ აივერსონთან)

ლოქეიშენი… რა გითხრათ, მაკდონალდსზე უკეთესი ადგილებიც არსებობს, მაგრამ სპონტანური შეხვედრისთვის კარგი იყო.

სექტემბერში იქნება უფრო დიდი, უფრო დაგეგმილი, უფრო მაისურებდაბეჭდილი და უფრო მრავალრიცხოვანი.

ეხლა ბექლინქები, ანუ ვინ რა დაწერა:

ქეთქეთა (რომელიც არ მოსულა)

დოდკა

სვითი

აივერსონი

უტვინო 😉

ქეითი

დაბოლოს, რაღა თქმა უნდა – ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები იხილეთ აქ.

P.S. დავწერ მეთქი, რო ვთქვი: არ გავამხელ ვისი დიალოგი იყო, მაგრამ საკაიფო ფრაზას მოვკარი ყური – ერთი ბიჭი ერთ გოგოს ეუბნებოდა: ”მე რომ ავტობუსში ავდივარ, დაჟე მძღოლი მითმობს ადგილსო”…

ნეტა რა იგულისხმააა? 🙂

>ბლოგერების შეხვედრა

>
ბევრი გახურების გარეშე – დოდკამ ითავა ხალხის შეკრება

ციტატა:

ხუთშაბათს, საღამოს 8-ის ნახევრისთვის ვიდგები აჭარის მაკდონალდთან, ა.კ.ა. McDrive-სთან, ხელში მეჭირება გასაბერი ქალი და ქართველი გოგოების შიშველი სურათები, უსბ-ით წამოღებული მექნება პირველი ქართული პორნო – რამდენიმე დემოვერსია.

ასე რომ, გელით!

>დილა მშვიდობის!!!

>ვისთვის საღამოა, და ვისთვის კი – დილაა!!!

12-საათიანი, გადასარევი, გასაგიჟებელი და ძალიან საკაიფო საღამო იყო გუშინ 🙂

ხალხი, რომელიც 12 წელიწადია არ გინახავს, და მანამდე კი მთელს შენ ცხოვრებას და სამყაროს შეადგენდნენ.

ნუუ, მთელს არა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილს.

დეტალების აღწერა მეზარება. მოგეხსენებათ, გუშინ რაც ხდებოდა, ამინდიც არეული იყო, პოლიტიკურ ძალთა ბალანსიც, საზოგადოებაში ვნებები დუღდა, ჩვენ კი ბუხართან ვისხედით და ბავშვობას ვიხსენებდით…

ასეთი სხვანაირები, და მაინც ერთნაირები… შეცვლილები და ზუსტად ისეთები, როგორებიც ვიყავით ბავშვობაში…

მოგონებები, ისტორიები, ამბები… ყველას თავისი, და სადღაც მაინც საერთო… მოხეტიალე და ერთ ადგილზე მჯდომი… ათასი რამ გამოვლილი, და მხოლოდ ორი სიტყვით მოსაყოლი…

რაც მთავარია, იმ ორ სიტყვაშიც რომ გიგებენ…

ძალიან კარგი იყო, ძალიან. საღამოს ექვსიდან დილის ექვსამდე. სამი სხხვადასხვა ადგილი გამოვიცვალეთ, და მაინც, კიდევ მინდა.