>reunion

>

უფლისციხე, სადღაც 1989

ქართველობა ძნელია, ნამდვილად.

თუმცა, ძალიან გემრიელია.

წარმოიდგინეთ, ძნელი ქართული სუფრისა და ძნელი სადღეგრძელოების, ასევე ძნელი მეორე დილა რა ცუდად თენდება, მაგრამ რა კარგად და გემრიელად შეიძლება შეხვდე მეგობრებს, შეხვიდეთ ”შემოიხედე გენაცვალეში” ან ”მასპინძელოში” (ისე, რა იდიოტური და გოიმური, დებილური, სოფლური სახელები ქვია), შეუკვეთო ხაში, ლუდი, ცოტა არაყი, ცოტა მწვადი, ხაშში ჩაყარო ნიორი, რძე ჩაასხა, ბლომად მარილი მოაყარო, ერთი ღრმად ჩაისუნთქო და…

მოკლედ, ძალიან კარგად გამოვედით რა…
ქართულად პახმელია როგორაა? ნაბახუსევი? ნაბახუსევს გამოვედი? 🙂

კაკოი უჟას, ქართული ენა სასწრაფოდ უნდა გავამდიდროთ ახალი სიტყვებით. ისევ ქართულით, რა თქმა უნდა, მაგრამ არა 500 წლის წინანდელი ტერმინებით, ან ხელოვნურად მოგონილი ცისმთქვლეფიებით და ყელფანრუდებით 🙂

რაც მთავარია, გუშინდელი საღამო უბრალო სმა და ღრეობა კი არ იყო, არამედ ძალიან საყვარელი კლასელების შეკრება 🙂 მაგრად ვიხალისეთ, თანმიმდევრობით ყვებოდა ყველა თავის ცხოვრებაზე ბოლო წლებში, ოჯახურ მდგომარეობაზე, სამსახურზე ან ბიზნესზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე… ყოველი სადღეგრძელოს მერე ახალ-ახალ წრე ახალ თემაზე… 🙂

მოკლედ, როგორც ბატონი დ. იტყოდა: ეს კარგია, ეს არ არის ცუდი.

Advertisements

>:შეხვედრ:

>
ასეთი სმაილიკი არ არსებობს, მაგრამ მაინც დავარქვი პოსტს.

19 კაცი – პირველი შეხვედრისთვის კარგი იყო.
(სია იხილეთ აივერსონთან)

ლოქეიშენი… რა გითხრათ, მაკდონალდსზე უკეთესი ადგილებიც არსებობს, მაგრამ სპონტანური შეხვედრისთვის კარგი იყო.

სექტემბერში იქნება უფრო დიდი, უფრო დაგეგმილი, უფრო მაისურებდაბეჭდილი და უფრო მრავალრიცხოვანი.

ეხლა ბექლინქები, ანუ ვინ რა დაწერა:

ქეთქეთა (რომელიც არ მოსულა)

დოდკა

სვითი

აივერსონი

უტვინო 😉

ქეითი

დაბოლოს, რაღა თქმა უნდა – ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები იხილეთ აქ.

P.S. დავწერ მეთქი, რო ვთქვი: არ გავამხელ ვისი დიალოგი იყო, მაგრამ საკაიფო ფრაზას მოვკარი ყური – ერთი ბიჭი ერთ გოგოს ეუბნებოდა: ”მე რომ ავტობუსში ავდივარ, დაჟე მძღოლი მითმობს ადგილსო”…

ნეტა რა იგულისხმააა? 🙂

>ბლოგერების შეხვედრა

>
ბევრი გახურების გარეშე – დოდკამ ითავა ხალხის შეკრება

ციტატა:

ხუთშაბათს, საღამოს 8-ის ნახევრისთვის ვიდგები აჭარის მაკდონალდთან, ა.კ.ა. McDrive-სთან, ხელში მეჭირება გასაბერი ქალი და ქართველი გოგოების შიშველი სურათები, უსბ-ით წამოღებული მექნება პირველი ქართული პორნო – რამდენიმე დემოვერსია.

ასე რომ, გელით!

>ჩუტყვავილებიო მაბილნიკზეო

>ვიცი, რომ რაღაც უნდა დავწერო, მაგრამ ვერ ვწერ.
ვიცი, რაც უნდა დავწერო, მაგრამ არ მინდა.
ვიცი, რომ სხვა რამ უნდა დავწერო, მაგრამ ვერ ვწერ.
ვიცი, რომ ეს ყველაფერი ისაა, რაც უნდა იყოს, და ის არაა, რაც არის.

საერთოდ, არის ის ეს, თუ ესაა ის? და შენ ვინა ხარ?


და ვაბშე რა ხდება ამ ბლოგზე?
ვინაა ეს ტიპი? რატო წვიმს? რეებს წერს? და ვინ აკომენტებს?
და ვაბშე…

გაინტერესებთ, რა ვაბშე? კაი მაშინ. მოდი ვცადოთ.

სად შევიკრიბოთ?

23 თებერვალს. მულენი ჯობია თუ კაფე ოპერა? მგონი ოპერა. მე მირჩევნია.
მოკლედ, 23 თებერვალს, 9 საათზე, კაფე ოპერაში. მოდით ყველა – ვისაც გიცნობთ, და ვისაც არ გიცნობთ.
მოდით გოგოები და ბიჭები, ქალები და კაცები, ახალგაზრდები და ბებრები, მეგობრები და აბსოლუტურად უცნობები.

მოდით ისინი ვინც, და მოდით ისინიც ვინც არა.

მოდით და ოღონდ ანგარიშის გადახდის დრო რო მოვა, მანდ როგორ გავაკეთოთ, ჰა? 😉

(ვინც არ იცის, სადაა კაფე ოპერა, ის მაიმუნია, და არ მოვიდეს)

(და ვისაც დილის 9 საათი გონია, ისიც მაიმუნია)