ახალი ქართული მობილური ტელეფონი

როგორც იქნა, ქართველებმა გაგვახარეს და შექმნეს ახალი ქართული მობილური ტელეფონი – iღე S1 და სხვა მრავალი

გაეცანით საპრეზენტაციო ვიდეოს:

 

Advertisements

ქართველ ფეხბურთელთა ყველა დროის საუკეთესო ნაკრები

geofootballქართული ფეხბურთის Dream Team-ის შედგენა რთული საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

ამიტომ ბლოგზე გადმოვიტან ფეისბუქიდან დისკუსიას და ვნახოთ, რა გამოვა.

მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც მე ვადგენ სიას, ერთი ფეხბურთელი ავტომატურად უკვე ჩასმული მყავს: ბორის პაიჭაძე.

დანარჩენ წევრებზე კი გავმართოთ დისკუსია – შემომთავაზეთ ვარიანტები.

მოკლედ, ქართველ ფეხბურთელთა ყველა დროის “საოცნებო” გუნდის შედგენის კრიტერიუმები ორნაირია:

1. შევარჩიოთ 11 ყველაზე ცნობილი, ყველაზე წარმატებული ან ყველაზე “მაგარი”, მათი სათამაშო პოზიციის მიუხედავად;

2. შევარჩიოთ 11 ფეხბურთელი კლასიკური განლაგების შესაბამისად: მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა და თავდასხმა. შემოთავაზებული სქემა: 4-4-2

ახლა კი, საკუთრივ კანდიდატები:

  • დავით ყიფიანი
  • მურთაზ ხურცილავა
  • ოთარ გაბელია
  • მანუჩარ მაჩაიძე
  • მიხეილ მესხი
  • თემურ ქეცბაია
  • ვლადიმერ გუცაევი
  • ალექსანდრე ჩივაძე
  • ვიტალი დარასელია
  • გიორგი ქინქლაძე
  • სერგო კოტრიკაძე
  • ირაკლი ზოიძე
  • ცხადაძე
  • კახა კალაძე
  • ნემსაძე
  • ზურაბ ხიზანიშვილი
  • ლევან კობიაშვილი
  • ასათიანი
  • ყენია
  • ჯაბა ანანიძე 
  • შოთა არველაძე
  • იაშვილი
  • გიორგი დემეტრაძე
  • თენგიზ სულაქველიძე
  • ღოღობერიძე
  • სლავა მეტრეველი
  • კალოევი
  • ილია დათუნაშვილი
  • გრიგოლ ცაავა
  • რევაზ ძოძუაშვილი

გთხოვთ, მომწეროთ დამატებით ინფო კანდიდატურებზე: სახელები, თამაშის წლები და სათამაშო პოზიციები.

რამდენიმე დღეში გავაკეთებ კითხვარს და ერთთვიანი გამოკითხვა გავუშვათ ფეისბუქზე, ფორუმზე და ა.შ.

P.S. შეგვიძლია გამოკითხვა უკვე დავიწყოთ – https://www.facebook.com/questions/503485949710474/

ქართული ენის მარგალიტები

რა უცნაური ენა გვაქვს – ერთი ფრაზა შეიძლება ორ სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს:

“მე აკრძალული მაქვს”

ნიშნავს როგორც იმას, რომ მე ვიღაცას რაღაც ავუკრძალე, ასევე იმას, რომ მე ვიღაცამ რამე ამიკრძალა 🙂

კიდევ ხომ არ გაქვთ მსგავსი მაგალითები?

ქართული ლექსიკონი

მივაგენი საკმაოდ კარგ რესურსს, სადაც განთავსებულია სამი ლექსიკონი:

ქართულ-უკრაინული / უკრაინულ-ქართული (Українсько-грузинський словник) – http://lykt.info/ukr/

ქართულ-ნორვეგიული / ნორვეგიულ-ქართული (Norsk-georgisk ordbok) – http://lykt.info/nor/

ქართულ-დანიური / დანიურ-ქართული (Dansk-georgisk ordbog) – http://lykt.info/dan/

 

რამდენიმე სიტყვა შევამოწმე და არა უშავს, ნორმალურია 🙂

ასე რომ, როგორც ქართველებისთვის, ასევე მოძმე ქვეყნებისთვის გამოსადეგი სერვისია.

>ახალი ქართული სიტყვები – 2010

>შესანიშნავი სიაა:

  1. ავატარი
  2. ბარამბო
  3. ნიჭიერი
  4. iPad, ტაბლეტი
  5. Google Nexus, ანდროიდი
  6. ვულკანი ეიაფიალიაიეკული
  7. გასაკეთებელი კიდევ ბევრია
  8. ვუვუზელა
  9. გვათქმევინე
  10. ვიკილიქსი
  11. ცუკერბერგი, ფეისბუქი

შემდგენელი: ვახო ელერდაშვილი

>”თაობათა ცვლა” იგივ ”მამათა და შვილთა ბრძოლა”

>ამ მოვლენას სხვანაირად ხიდჩატეხილობაც ერქვა.
ძირითადად ლიტერატურულ-იდეური ბრძოლის სახე ქონდა, რომელიც 1860-იან წლებში წამოიწყეს თერგდალეულებმა ილიას მეთაურობით და ჟურნალ ”ცისკრის” მეშვეობით.

მაშინდელი პრობლემატიკა დღევანდელი საქართველოს წინაშე ისევ დგას, მაგრამ მე კონკრეტულად ამ თემას არ ვეხები, ვინაიდან ჩემი ინტერესის სფერო არა წარსული, არამედ მომავალია.

Intermezzo – ეს ბლოგი აღარაა პირადი ხასიათის ჩანაწერების ნაკრები – ის გადაიქცა ერთგვარ ფოტო/ვიდეო პოსტების ნაკრებად, რომლებშიც პერიოდულად ჩემი ნაბოდვარი გამოერევა ხოლმე დღევანდელი ქართული საზოგადოების  გარშემო.

მახსოვს, კარგა ხნის წინ ჩემს ერთ ჯიუტ მეგობართან დავა მქონდა – თუ რას ნიშნავს თაობა და რამდენი წელია თაობებს შორის სხვაობა.
ჩემი გამოთვლებით (რომელიც არა მარტო ჩემია), თაობა დაახლოებით 25-30 წელს მოიცავს.
ჩემი ძმა და მეგობარი მედავებოდა, რომ 30 ბევრია, რომ თაობა მაქსიმუმ 15-18 წელია (ვითომ ქართველების მიერ ნაყვარებ ადრეულ დაქორწინებას ეყრდნობოდა).

მისი გადარწმუნება ვერ მოვახერხე და დიდად არც  მიცდია, მას ჯერ საერთოდ არ ყავს ცოლი და მგონი ამიტომ უჭირს ხოლმე თეორიულ დისკუსიებში მონაწილეობა – მყარ საფუძველს თუ ვერ გრძნობს ფეხქვეშ, რამსები ერევა ხოლმე 😉

მთელი ბალამუტი კი იმის გამო დაიწყო, რომ დავთვალე – შენსა და ქრისტეს შორის სულ რაღაც 66 ადამიანი დგას მეთქი – 2010 მინუს 33 = 1977 წელს. ამას ვყოფთ 30-ზე (ანუ თაობაზე) და გამოდის, რომ 65,9 ადამიანის 30-წლიანი ცხოვრება გვაშორებს ქრისტეს ჯვარცმიდან.

Power Hungry

ისტორია არ მინდა მეთქი და სად წავედი, არა? მკითხველო, ამ პოსტში სულ სხვა რამის მოყოლა მინდოდა: ისეთი ახალი ფენომენის შესახებ უნდა მოგიყვეთ, როგორიცაა თაობა Y და თაობა Z.

ამ ყველაფერს წინ კიდევ ერთი თაობა მიუძღვება: Generation X (მეორე სახელი 13th Generation) – ესაა ხალხი, რომელიც დაიბადა 60-იანების დასაწყისიდან 80-იანების დასაწყისამდე (მაქსიმუმ 1981-82 წწ.). მეორე მსოფლიო ომის შემდგომი შობადობის ბუმმა, რომელიც 50-იანების ბოლოს დამთავრდა, დაუდო სათავე ამ თაობას. დიდად არაფრით არ გამოირჩეოდნენ, გარდა იმისა, რომ ვიეტნამის ომი გადაიტანეს, შექმნეს მილიონობით სუბკულტურა, დაიმართეს და გადაიტანეს შიდსი და საერთოდ საინტერესოდ ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ არ იცოდნენ, რა ელოდათ მომავალში.

ჩემთვის საინტერესოა მათი შემდგომი ორი თაობა: პირველია Generation Y, რომელსაც ასევე უწოდებენ Millennials, Generation Next ან Net Generation.
მეც ამ თაობის შვილი გახლავართ (ადრეული პერიოდიდან): ჩვენ დავიბადეთ 70-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისამდე ( და სწორედ ჩვენი მონაპოვარია ციფრული კომუნიკაციების, დიგიტალური მედიისა და ტექნოლოგიების გავრცელება (რომლებიც ჩვენმა წინამორბედმა თაობა X-მა გამოიგონა).
სწორედ ჩვენ ვართ ის ლიბერალები, რომლებიც ანგრევენ ათასწლოვან გაქვავებულ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს და ანადგურებენ გადაგვარებულ ტრადიციებს; ჩვენი თინეიჯერობის დროს დაინგრა საბჭოთა მონსტრი, ჩვენ გადავატრიალეთ თანამედროვე სამყარო და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ჩვენთაგანი 30 წელს გადაცდა, ზოგი კი მხოლოდ 12 წლისაა, მაინც ყველაფერზე გავლენას ვახდენთ, რაც კი დღეს ხდება. არადა, ამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ის ყოფილა, რომ გვიან გავიზარდეთ, დაბერება არ გვნდომებია და მაქსიმალურად გავიხანგრძლივეთ ბავშვობა.

და მეორე თაობა, რომელიც არანაკლებ მაინტერესებს და რომელსაც იმედის თვალით ვუყურებ – ესაა ჩემი შვილის თაობა, Generation Z, რომლებიც 90-იანების შუა წლებიდან მოდიან და 2012 წლამდე კიდევ დაიბადებიან. ეს ის თაობაა, რომლებიც უკვე გადატრიალებულ სამყაროში დაიბადნენ, სადაც ფეისბუქსა და გუგლს შორის ომი უკვე დაწყებულია; ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც თოჯინების მაგივრად კომპიუტერებით თამაშობენ (თუნდაც ჯერ გამორთულით); ეს ისინი არიან, ვინც ჩვენზე კარგად იცის, რა უნდა და როდის უნდა.

ჩვენ ციფრული იმიგრანტები ვართ, ჩვენი შვილები კი ციფრული დროის მკვიდრნი.
ეს ყველაფერი კი ხდება იმის ფონზე, რომ: 
1. საქართველოში განათლების რეფორმა კვლავ პრობლემაა, მინისტრი კი სისხლისმსმელი ბუაა
2. სატელევიზიო თოქ-შოუების ძირითადი თემა ისევ ვიღაც გაურკვეველი ხალხის პირადი ცხოვრების უინტერესო დეტალებია
3. 30-30 ყველა დროის ყველაზე წარმატებული პროექტია
4. 80% ეკლესიას ენდობა, 79 კი – პოლიციას
5. თვეში მილიონი კაცი ინტერნეტით სარგებლობს, მაგრამ მხოლოდ 5% თუ იყენებს მას რეალური საქმისთვის 
6. კაცური კაცობა და მეობა არსებობს, როგორც განცალკევებული მოვლენები
7. ეკლესიები შენდება, კორპუსები კი ინგრევა
8. წინა-, პრე-, პოსტ- და ანტესაარჩევნო დაპირებების პლასტინკა გაიცვითა
9. მიაწერეთ, რაც არ მოგწონთ 😉
ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ, რამხელა ჩავარდნაა საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების განვითარებას შორის. შეადარეთ, რა თემებია აქტუალური იქ და მათთვის – და რა ხდება ჩვენთან – იმედზე, რუსთავზე, თუნდაც მაესტროზე ჩართეთ.
ვწუხვარ და იმედს ვიტოვებ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება. თუ არა და, დაგვენძრა.
ხო, ინდიგო ბავშვებზეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ ჯერ არავის არა აქვს გამოკვეთილი ზებუნებრივი შესაძლებლობები ან სხვა მუტაციები, რითიც homo sapiens-ის განვითარების შემდეგ ეტაპს აღვნიშნავდით.

>serialz on my mind

>

კარგია, ტელესერიალების გადაღება რომ დაიწყეს ქართველებმა, როგორც იქნა.

რამდენიმემ, დღემდე გადაღებულმა, არ ივარგა, რამდენიმე ჩავარდა – ორი-სამი სერიის მერე ჩერდებოდა…

ახლა კი პოლიციის პოპულარიზაციის მიზნით, შესანიშნავი დეტექტიური სერიალი გამოცხვა.

მართალია, მსახიობებს აშკარად ეტყობათ დაყენებული ბაზარი და არც სტანისლავსკის მეთოდს იყენებენ, პოლიციელის როლში რომ შევიდნენ, მაგრამ მთლიანობაში მიზანს ემსახურება.

ბევრ ქვეყანაში კი არა, თითქმის ყველგანაა მსგავსი თემატიკის სერიალები და ფილმები. სწორიცაა პრინციპში – სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუციების ნდობას გამტკიცება უნდა.

აბა ის ვარგა, ჩვენი ჩრდილოელი მოძმეები რომ მაფიაზე და კლანებზე იღებენ სერიალებს? 🙂