წყალქვეშა შიშველი მოტოციკლეტისტი ქალი

კარგად ვერ გავიგე, რა უნდა იყოს.

tumblr_mtbapcL48e1sgksdvo1_1280

მაგრამ მომწონს.

Advertisements

ფოტოების ონლაინ რედაქტორები

ვინაიდან და რადგანაც, სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, მიწევს ბევრი ტრენინგისა და კონსულტაციის ჩატარება სოციალურ მედიაზე, გადავწყვიტე, ბლოგზეც დამემატებინა სპეციალური კატეგორია – სოციალური მედია.

აქ შევკრიბავ ყველა პოსტს სოციალური მედიის სერვისებისა და ინსტრუმენტების შესახებ.

პირველი პოსტი: ფოტოების ონლაინ ედიტორი – Picozu Editor

ამ სერვისის ყველაზე მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გაძლევთ საშუალებას, სწრაფად და მარტივად დაარედაქტიროთ ფოტოები (სურათები) იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს კომპიუტერზე არ გაქვთ დაყენებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა Adobe Photoshop, ან, უბრალოდ, თუ უცხო კომპიუტერთან ზიხართ და სასწრაფოდ გჭირდებათ ორი-სამი მარტივი ოპერაციის ჩატარება.

მეორე მსგავსი სერვისია (წესით უკვე ყველასათვის ცნობილი) – Picnik

>b/w

>საინტერესო და სასარგებლო სერვისი აღმოვაჩინე – Find Big Mail
მუშაობს Gmail-ზე – ძალიან ადვილად და ძალიან მოკლე დროში მომიძებნა დიდი მეილები (თავის დანართებიანად) და საკაიფოდაც დაახარისხა.

ეხლა ვზივარ, ძველ მეილებში ვიქექები და ვშლი, რაც აღარ მჭირდება.
ამიტომ აქ დავდებ ზოგიერთ ფოტოს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მომწონს და წასაშლელად მენანება.

ფრთხილად – 12 მეგაბაიტიანი ფოტოა!!!

>ერთიანი ეროვნული გამოცდები

>