ქართველ ფეხბურთელთა ყველა დროის საუკეთესო ნაკრები

geofootballქართული ფეხბურთის Dream Team-ის შედგენა რთული საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

ამიტომ ბლოგზე გადმოვიტან ფეისბუქიდან დისკუსიას და ვნახოთ, რა გამოვა.

მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც მე ვადგენ სიას, ერთი ფეხბურთელი ავტომატურად უკვე ჩასმული მყავს: ბორის პაიჭაძე.

დანარჩენ წევრებზე კი გავმართოთ დისკუსია – შემომთავაზეთ ვარიანტები.

მოკლედ, ქართველ ფეხბურთელთა ყველა დროის “საოცნებო” გუნდის შედგენის კრიტერიუმები ორნაირია:

1. შევარჩიოთ 11 ყველაზე ცნობილი, ყველაზე წარმატებული ან ყველაზე “მაგარი”, მათი სათამაშო პოზიციის მიუხედავად;

2. შევარჩიოთ 11 ფეხბურთელი კლასიკური განლაგების შესაბამისად: მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა და თავდასხმა. შემოთავაზებული სქემა: 4-4-2

ახლა კი, საკუთრივ კანდიდატები:

  • დავით ყიფიანი
  • მურთაზ ხურცილავა
  • ოთარ გაბელია
  • მანუჩარ მაჩაიძე
  • მიხეილ მესხი
  • თემურ ქეცბაია
  • ვლადიმერ გუცაევი
  • ალექსანდრე ჩივაძე
  • ვიტალი დარასელია
  • გიორგი ქინქლაძე
  • სერგო კოტრიკაძე
  • ირაკლი ზოიძე
  • ცხადაძე
  • კახა კალაძე
  • ნემსაძე
  • ზურაბ ხიზანიშვილი
  • ლევან კობიაშვილი
  • ასათიანი
  • ყენია
  • ჯაბა ანანიძე 
  • შოთა არველაძე
  • იაშვილი
  • გიორგი დემეტრაძე
  • თენგიზ სულაქველიძე
  • ღოღობერიძე
  • სლავა მეტრეველი
  • კალოევი
  • ილია დათუნაშვილი
  • გრიგოლ ცაავა
  • რევაზ ძოძუაშვილი

გთხოვთ, მომწეროთ დამატებით ინფო კანდიდატურებზე: სახელები, თამაშის წლები და სათამაშო პოზიციები.

რამდენიმე დღეში გავაკეთებ კითხვარს და ერთთვიანი გამოკითხვა გავუშვათ ფეისბუქზე, ფორუმზე და ა.შ.

P.S. შეგვიძლია გამოკითხვა უკვე დავიწყოთ – https://www.facebook.com/questions/503485949710474/

Advertisements

>

AP Photo/Emilio Morenatti
სამხრეთ აფრიკული ფეხბურთის მომავალი – 3 წლის ფორვარდი

>ფეხბურთის ინვალიდი კომენტატორები

>ცნობილაძე მეცოდება.
რატომღაც.
ვერავის სახელს (ვერც გვარს) რომ ვერ იმახსოვრებს, არა მარტო მაგიტომ.

პრინციპში, დიმაც მეცოდება.

მოკლედ, ფეხბურთის თამაშთან ერთად ქართველებს კომენტირებაც დაგვვიწყნია.

>რა შეგვიძლია ქართველებს?

>

მუზა მოვიდა ღამის ორ საათზე 🙂


მაშ, რა შეგვიძლია ქართველებს?

ფეხბურთის თამაში – არ შეგვიძლია. არც არასდროს შეგვეძლო. ერთხელ მოგებული არ ნიშნავს, რომ საფეხბურთო ერი ვართ.
საბჭოთა კავშირში სულ ვიგებდით, მართალია, მაგრამ მათ ხომ სხვა ყველაფერშიც ვჯობდით? სმაში ვჯობდით, ქალების შეცდენაში (რომლებიც ისედაც იძლეოდნენ), მოპარვაში ვჯობდით, სიზარმაცეშიც და ლოზუნგების ტყორცნაშიც კი.
ახლაც ვჯობირვართ ყოფილ მოძმე რესპუბლიკებს – ახალ-მოდურ პირჯვარის წერაში და მეზობლების ლანძღვაში ვჯობივართ.

კიდევ რა შეგვიძლია?

რაგბის, კალათბურთის თამაში – შეგვიძლია.
სრიალი შეგვიძლია, მაგრამ მოგება – არა.
სროლა შეგვიძლია, მაგრამ მიზანში გარტყმა? არა…
ჭადრაკის თამაში – კი, შეგვიძლია. ჭიდაობაც.

სიმღერა შეგვიძლია, მაგრამ კლიპების გადაღება – არა.
ცეკვა შეგვიძლია, მაგრამ რითმის და ტემპის დაჭერა – არა (ბოლოს როდის იყავით ფეხარეული სუხიშვილების კონცერტზე?)
თამაში შეგვიძლია, მაგრამ კინო და თეატრი – აღარ.
თამაში იმიტომ შეგვიძლია, რომ მოტყუება შეგვიძლია. თავის მოჩვენება ჩვენი მოგონილია.
მაგრამ საქმის გაკეთება – არ შეგვიძლია.

ხვნა-თესვა – შეგვიძლია, მაგრამ მოსავლის მოკრეფა – არა.
(რომც მოიმკა, ვის რად უნდა როო?)

ჩხუბი შეგვიძლია, მაგრამ ამით რამის მოგება – არა. ბოლოს მაინც შეგარიგებენ და გულნაწყენი რჩები.
მანქანის ტარება შეგვიძლია, მაგრამ წესების სწავლა – არა.
ფერების გარჩევა შეგვიძლია, მაგრამ ხატვა – არა.

ლაპარაკი შეგვიძლია, ლაქლაქი, ჭორაობა – ძალიან მაგრად შეგვიძლია. მაგრამ ერთმანეთის მოსმენა – არა.
წერა შეგვიძლია, მაგრამ წიგნების კითხვა – არა.
სკამზე ჯდომა შეგვიძლია, მაგრამ ადგომა – არა (გაიხსენეთ ქართული სუფრა. და არა მარტო)
ისტორიის დამახსოვრება შეგვიძლია, მაგრამ მაგალითზე ჭკუის სწავლა – არა.

ბრძოლა შეგვიძლია, მაგრამ ომი – არა.

მტრის დამარცხება შეგვიძლია, მაგრამ მოგება – არა.

მითხარით, რა შეგვიძლია კარგად? ისე, რომ შეგვეძლოს თავიდან ბოლომდე – შეგვეძლოს და გამოგვდიოდეს!

>ფეხბურთი: ღმერთი – ეშმაკი ანუ სიკეთე – ბოროტება…

>

აი ასეთი ლამაზი და საინტერესო სამაგიდო ფეხბურთის გუნდები შეიკრა – ერთის მხრივ, ”სიკეთე” (თეთრ კუთხეში, ტრენერი – უფალი ჩვენი – ღმერთი), ხოლო მეორეს მხრივ – ”ბოროტება” (შავ კუთხეში, ტრენერი – ეშმაკი).

გუნდების შემადგენლობა:

სიკეთის ნაკრები (ფორმაცია 2-5-3)
მეკარე – სანტა კლაუსი
მცველები – სერ თომას მური და ბობი მური (ცნობილი ფეხბურთელი და მეცენატი)
ნახევარმცველები – დოქტორ ჯეკილი, კრისტოფერ რობინი (ვინი პუჰი ყველას გახსოვთ ალბათ), ფრანცისკ ასიზელი, ფლეშ გორდონი, დედა ტერეზა
თავდამსხმელები – მერი პოპინსი, მაჰათმა განდი
და, რაღა თქმა უნდა, ცენტრალური თავდამსხმელი და ”იგრაიუში” ტრენერი – ღმერთი!!!

ბოროტების ნაკრები (ფორმაცია იგივე)
მეკარე – ბავშვების გამტაცებელი (ზღაპრიდან Child Catcher)
მცველები – ლედი მაკბეტი და როზა კლები (ჯეიმს ბონდის მოწინააღმდეგე, ”სმერშ”-ის აგენტი)
ნახევარმცველები – მისტერ ჰაიდი, პოლ პოტი, ადოლფ ჰიტლერი, ამინი (ალბათ ყოფილი ავღანელი პრეზიდენტი ჰაფიზულა) და ჯეკ მფატრავი
თავდამსხმელები – კალიგულა, ვლად III მკვლელი (დრაკულა)
და, ცენტრალური თავდამსხმელი – ლუციფერი, ეშმაკი.


კომენტარებში საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს 🙂

>პიერლუიჯი კოლინა

>

მსაჯი და იურისტი, მრჩველი ფინანსურ საკითხებში.

საშინელი და საინტერესო ადამიანი.

შეგიძლიათ ასევე მოინახულოთ მისი პერსონალური გვერდი.