მე რომ მოვკვდები…

მე რომ მოვკვდები, იწვიმებს და მზე იქნება.

მე რომ მოვკვდები, არავინ არ იტირებს.

მე რომ მოვკვდები, 21–ე საუკუნე იქნება. ან 22–ე.

მე რომ მოვკვდები, ფანტასტიკური მომავალი უკვე რეალობა იქნება.

მე რომ მოვკვდები, კრემაცია უკვე იარსებებს.

მე რომ მოვკვდები, სასაფლაოებზე ანიმირებული, LCD-ეკრანები იდგება ქვაზე ამოტვიფრული სურათების მაგივრად.

მე რომ მოვკვდები, ჩემს საფლავზე დადგმულ დიდ ეკრანს iSight კამერა ექნება.

მე რომ მოვკვდები, ჩემი საფლავის iSight კამერა მოსანახულებლად მოსულ ჭირისუფალს ამოიცნობს და ჩემი ანიმირებული სურათი შესაბამისად მიესალმება: ახლო ნათესავს და მეგობარს – ღიმილით; შორეულ ნათესავს – ზრდილობიანი, თავშეკავებული თავის დაკვრით; უცხო გამვლელს – სასაცილო პოზებით და გრიმასებით.

მე რომ მოვკვდები, არ მოვკვდები და ჩემს ტვინს პროცესორში გადაიტანენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ ჩემ ტვინიან პროცესორს რობოტში ჩადგამენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ რობოტს ძაღლის ან გუვერნანტი ქალის ფორმას მისცემენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ რობოტ–ძაღლს (ან გუვერნანტს) ჩემს შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს აღმზრდელად მიუჩენენ.

მე რომ მოვკვდები, მკვდარი არ ვიქნები.

Advertisements

მომავლის ხომალდები

მერე რა, რომ აეროფლოტია – გაადიდეთ და წაიკითხეთ წვრილად დაწერილი ტექსტი.

>ჰარი სელდონი

>კაცობრიობის ყველაზე გამოჩენილი ფსიქოისტორიკოსი.

ოღონდ დღევანდელი კი არა, ხვალინდელი კაცობრიობის.
აი, იმ კაცობრიობის, მთელს გალაქტიკაში რომ გამრავლდება, 25 მილიონ პლანეტაზე რომ განსახლდება, თავისი ისტორია რომ დაავიწყდება, დედამიწას რომ მიატოვებს და არც კი ემახსოვრება, საიდან წამოვიდა მისი ფესვები…

ხოდა მოკლედ, აიზეკ აზიმოვმა რომანების შესანიშნავი სერია დაწერა სწორედ ამ თემაზე. და კიდე ბევრ საინტერესო რამეზე.

ხოდა ეხლა ვკითხულობ და სულ რაღაც დამთხვევებს წავაწყდები ხოლმე…
სპამში მომდის ციტატები ამ ნაწარმოებიდან, თანამშრომელს სიგნატურაში აქვს ცნობილი ფრაზა…