თუშეთის გზა, აბანოს (ცერის) უღელტეხილი, 2900 მ.

ასე იწმინდება თუშეთის გზა ყოველ წელს, მაისის დასაწყისში. აბანოს (ცერის) უღელტეხილი 2900 მ. ზღვის დონიდან.

940901_1153821234629204_1937871102183652643_n

წყარო: იმოგზაურეთ და დაისვენეთ თუშეთში

Advertisements

>ბუჟუმბურა მბაბანე

>სვაზილენდი და ბურუნდი.

ორი დედაქალაქი, რომელიც აკვიატებული მქონდა დიდი ხანი, მერე მიმავიწყდა და ეხლა ისევ ამომიტივტივდა…

ბუჟუმბურა ბურუნდიში

მბაბანე სვაზილენდში.

მინდა ჩავყარო მანქანაში საჭირო ნივთები, ჩავსვა ოჯახის წევრები და დავგაზო.
და რა თქმა უნდა, ბარათზე საკმარისზე მეტი თანხაც მინდა…

>შაორის წყალსაცავი

>





ფანტასტიური ადგილია ესეც!
მაგრად მომეწონა ეს ნახევრადდანგრეული გაუგებარი ფუნქციის ნაგებობა.

მადლობა მურას.

P.S. არა რა, ადამიანს იმდენი დრო და შესაძლებლობა უნდა გქონდეს, რომ თვეში ერთხელ მაინც საქართველოს რომელიმე მივარდნილი კუთხე მოინახულო…
და არა მარტო მივარდნილი.
და არა მარტო კუთხე.
და არა მარტო თვეში ერთხელ.
და არა მარტო მოინახულო…

>ტურიზმის

>
ხანდახან რა ცოტა უნდა ადამიანს, კარგ ხასიათზე რომ დადგეს…

გუშინ თბილისისკენ რომ მოვდიოდი, მცხეთაში, ბებრის ციხესთან, ორი დაღლილი უცხოელი ტურისტი შემხვდა. გაოფლიანებულები, უზარმაზარი რუკზაკებით, დაზაგრულები…

– Need a lift? – ვეკითხები საერთაშორისო ენაზე.
კიო, მარა ფული არა გვაქვსო.

ე, მეთქი, რა ფული, შიგ ხო არა გაქვთ, ეს საქართველოა – და კარი გავუღე.

დღეს ჩამოვედითო მეტეოდანო, აზზე ხართ? და მარშუტკა დაგვპირდაო სვეტიცხოველამდე მიყვანასო, მაგრამ გადაგვაგდოო და ტრასაზე ჩამოგვყარაო.

რა ქვეყნიდან იყვნენ, არ ვიცი, მაგრამ ცოტა ვიჭორავეთ და ჩამოვსვი სვეტიცხოველთან.
იმდენი მადლობა გადამიხადეს, მეთქი დაჯექით, უკან წაგიყვანთ, თქვენი დედაც მეთქი…

ხოდა კაი ხასიათზე დავდექი. კაი საქმეს რომ გააკეთებ, კაი ხასიათზე დგები. კაია, ესეთი წვრილმანები ნეტა ხშირად გვახარებდეს…