>ტერი პრეჩეტი

>

მოკლედ, ძლივს დავამთავრე პრეჩეტის (თუ პრეტჩეტის კითხვა).
40-ზე მეტი წიგნი წავიკითხე.
მთელს სამყაროს გავეცანი – ბრტყელ პლანეტას (ინგლისურად Discworld)

მთელი დრო, ენერგია, მუზა მიქონდა (სულ 4-5 თვე დამჭირდა).
მშვენიერი ბრიტანული იუმორის მქონე მწერალია, გადასარევ შედარებებს, ძალიან ”ტონკი ნამიოკებს” აკეთებს 🙂

წერს ”ფენტეზის” სტილში, ანუ ადამიანებთან ერთად მის სამყაროში ცხოვრობენ ასევე გნომები, ტროლები, დრაკონები, ზომბები და ვამპირები, ელფები, ჯადოქრები და კუდიანი დედაბრები…

მოკლედ, გაერთიანებული აქვს ყველანაირი გამოგონილი სამყარო, კელტური მითებიდან დაწყებული, ძმები გრიმების ზღაპრების გმირების გავლით, ჰოლივუდის კინოინდუსტრიის შედევრებით დამთავრებული.

მაგრამ ნუ გეგონებათ, რომ მხოლოდ ზღაპრებია – ხშირად ჩვეულებრივი დეტექტივებიცაა, ან უბრალოდ, ძალიან საინტერესო თავგადასავლების აღწერაა.

ყველაზე მეტად კი ერთ-ერთი, თეოლოგიურ/ფილოსოფიური წიგნი მომეწონა: ”პატარა ღმერთები”.

დიდი მადლობა ტერის ძალიან საინტერესო წიგნებისათვის.
და იმისათვის რომ, როგორც იქნა, გამომიჩნდა წერის დრო და მუზა 🙂

გირჩევთ, გაეცნოთ.

Advertisements

>ტერი პრეჩეტი

>
მომეწონა ეს ციტატა, თუმცა აკრეფა დამეზარა 🙂