ქართული ტელესივრცე

ნანა ლეჟავას სტუდიამ GNS ძალიან საინტერესო სიუჟეტი გადაიღო თემაზე, თუ მართლაც და როგორ “კეთდება” ახალი ამბები საქართველოში:

დავამატებ უბრალოდ ერთ რამეს: 2011 წლის 9 დეკემბრის საღამოს ეთერის კადრებს – 1 დრო. 1 ფილმი. 6 არხი.

ერთი დრო, ერთი ფილმი - ექვსი არხი

Advertisements

>serialz on my mind

>

კარგია, ტელესერიალების გადაღება რომ დაიწყეს ქართველებმა, როგორც იქნა.

რამდენიმემ, დღემდე გადაღებულმა, არ ივარგა, რამდენიმე ჩავარდა – ორი-სამი სერიის მერე ჩერდებოდა…

ახლა კი პოლიციის პოპულარიზაციის მიზნით, შესანიშნავი დეტექტიური სერიალი გამოცხვა.

მართალია, მსახიობებს აშკარად ეტყობათ დაყენებული ბაზარი და არც სტანისლავსკის მეთოდს იყენებენ, პოლიციელის როლში რომ შევიდნენ, მაგრამ მთლიანობაში მიზანს ემსახურება.

ბევრ ქვეყანაში კი არა, თითქმის ყველგანაა მსგავსი თემატიკის სერიალები და ფილმები. სწორიცაა პრინციპში – სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუციების ნდობას გამტკიცება უნდა.

აბა ის ვარგა, ჩვენი ჩრდილოელი მოძმეები რომ მაფიაზე და კლანებზე იღებენ სერიალებს? 🙂

>news about the news

>ცოტაოდენს ვიწუწუნებ, თუ შეიძლება.

სასტიკად არ მომწონს, როცა ქართულ/ეროვნული ახალი ამბები რუსულ სიახლეებს მამცნობენ. ნუ აი არ მაინტერესებს, რამდენი სოფელი დაეწვათ, რამდენია რუსული რუბლის კურსი და რამდენი ყვითელი კალინით იმგზავრა პუტინმა.
სულ ფეხებზე მკიდია მაგათი ეკონომიკა და პოლიტიკა. მართლა.

სამაგიეროდ, სულ სხვა სახის ინფორმაცია მაინტერესებს, რასაც ქართული მედია დღეს ვერ ან არ მაწვდის. იძულებული ვარ, უცხოურ (მათ შორის, რუსულ ენაზე) არხებს ვუყურო და იქიდან გავიგო, თუ რა ხდება სინამდვილეში ჩვენს პლანეტაზე.

მოდი დავარქვათ ამას მედიის თეორიის სიახლე და ვუწოდოთ ”ახალი ამბების დაფარვის ზონის მიღმა დარჩენილი მოვლენები”.
ქართული მედიისათვის ”აადზმდმ” არის:

  • გეოგრაფიული: ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, აზიის უდიდესი ნაწილი, ავსტრალია და ოკეანია
  • თემატური: მეცნიერება (ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ასტრონომია და ასტროფიზიკა), ეკოლოგია, გეოლოგია, ზოოლოგია, ბოტანიკა, ინჟინერია, ტექნოლოგიები და სხვა.
მე მართლაც მაინტერესებს, თუ რა პოლიტიკური მოვლენები ხდება ეკვადორისა და კოლუმბიის საზღვარზე, ასევე იმ მილიონი აფრიკელი ბავშვის ბედი, რომელიც ტალახიანი წყლის სმით იწამლება ყოველდღე. მხოლოდ მაინტერესებს – სამწუხაროდ, ვერაფრით დავეხმარები. მაგრამ მაინც მაინტერესებს – ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში და სინამდვილეში რა პრობლემების წინაშე დგას კაცობრიობა.

სამაგიეროდ, ქართველ ტელეგიგანტებს არ ავიწყდებათ ნიუ-იორკი, პარიზი და მოსკოვი. ასევე არ ავიწყდებათ თემები, როგორიცაა მოდა, ჰოლივუდის ვარსკვლავები და გაერო.

ჩვენს ბეჭრუდ მედია-გიგანტებს კი კვლავ ადგილობრივი მასშტაბის მბჟუტავი ნათურების (ვარსკვლავებს ვერ დავარქმევ) საეჭვო ბიოგრაფიები აინტერესებს. 
სამწუხაროდ, ეს პრობლემა არა მარტო ქართულ მედიას აქვს, არამედ ჩვენს მოძმე (და სამაგალითო) ქვეყანას, დემოკრატიის შუქურასაც. იხილეთ მოკლე ვიდეო:

http://video.ted.com/assets/player/swf/EmbedPlayer.swf

ნეტა როგორ შეიძლება ამ სურათის შეცვლა? ეს ხომ არა მარტო ჟურნალისტების ბრალია, არამედ რედაქტორების, პროდიუსერების, რეკლამის დამკვეთებისა და გადასახადების გადამხდელების.

>წამის მეასედი

>ომის თემა რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი რამაა ხელოვნებაში.

თანამედროვე მსოფლიოში ეს თემა საერთოდ გაშიშვლებულია – ის ხალხიც კი, ვისაც ომი საერთოდ არ ეხება, ზის და ტელევიზორში, პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით უყურებს ომს რომელიმე სხვა კონტინენტზე, სხვა ქვეყანაში.

მე ნანახი მაქვს, როგორ ბომბავდნენ ამერიკელები ბაღდადს, ან როგორ ბომბავდა ნატო ბელგრადს (თეთრ ქალაქს), ჩვენს ომსაც უყურეს – ცხინვალი, გორი, იგოეთი, ფოთი, სენაკი მთელი მსოფლიოს ტელევიზორების ეკრანზე იყო გამოჭენებული.

ჟურნალისტები ხშირად ამბობენ, რომ მათი მოწოდებაა ფაქტების გადმოცემა – შიშველი ფაქტების, უბრალო ფაქტების – ყველანაირი შეფასებისა და ჩარევის გარეშე.

საკუთარ სიცოცხლესაც სწირავენ ჟურნალისტები, დიახ! თუმცა ხანდახან ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდად იქცევიან.

ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის მერე რატომღაც შემზიზღდა ეს ქალი.
იმ გოგონას სიცოცხლე ამ ფოტოაპარატის ფასი არ ღირდა?