ახალი ამბები

blogger-vs-wordpress
მაშ ასე, ბლოგერიდან/ბლოგსპოტიდან გადმოვბარგი ვორდპრესზე.

ერთი დიდი უარყოფითი მხარე ისაა, რომ 5 წლის განმავლობაში დაწერილი პოსტები, რომლებიც გუგლმა დააინდექსა და ძალიან კარგადაც აჩვენებდა ძიების შედეგებში, დამეკარგა. ვორდპრესს სხვანაირი ლინკების სტრუქტურა აქვს და პოსტების მისამართები ერთი ერთში ვერ გადმოვიტანე. ამისათვის უნდა სელფ-ჰოსთედ ვპ ამეღო, თავისი თავის ტკივილებით და ამ ეტაპზე უბრალოდ დავიკიდე.

ბოლოს და ბოლოს, ბლოგიდან არანაირი შემოსავალი არ მიმიღია არასოდეს, და არც არანაირი ხარჯი გამიწევია (თუ არ ჩავთვლით დომენის გადასახადს, წელიწადში 10$). ამიტომაც, დამატებითი ხარჯის გაწევა და ჰოსთინგის აღება ნამდვილად ზედმეტად მივიჩნიე.

სანამ ბოლომდე გადმოვბარგდები, კარგად ავაწყობ და დავალაგებ აქაურობას, ჩემს რამდენიმე ფავორტ პოსტს/ტეგს დავლინკავ:

Advertisements

>ბავშვობაში მეგონა რომ…

>
ერთი 100 წლის წინ ჩემს ბლოგზე ვცადე მემე-თამაში წამომეწყო
მაშინ ქართული ბლოგების განუვითარებლობის გამო დიდი გამოხმაურება არ

მას შემდეგ მეორე ცდა დოდკასია და უფრო წარმატებულიც.
მე ოთომ დამტაგა, ჰოდა აგერ ჩემი ხუთეულიც:

1. ბავშვობაში მეგონა, რომ ბეკი ტეტჩერზე ლამაზი გოგო არ არსებობდა (მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ წიგნის აღწერით ვხელმძღვანელობდი, არც ფილმი არ მქონდა ნანახი, და არც მულტფილმი)

2. ბავშვობაში მეგონა, რომ მეც ბრეჟნევივით წითელ მოედანზე დამმარხავდნენ და პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ ამ ყველაფერს ერთადერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით (მოვკვდი ტირილით მაშინ, 4 წლის დეგენერატი)

3. ბავშვობაში მეგონა, რომ დილით უფრო მეტი უნდა ჭამო, ვიდრე სადილზე ან ვახშამზე – იმიტომ რომ მთელი ღამე არაფერი გიჭამია 🙂

4. ბავშვობაში მეგონა, რომ ო’ჰენრიზე მაგარი მწერალი არ არსებობს (ახლა კი ვიცი, რომ ის სადღაც მეხუთე ადგილზეა)

5. ბავშვობაში მეგონა, რომ იდეალისტად და ოპტიმისტად დავრჩებოდი მუდამ, არასდროს მოვწევდი, დავლევდი… ბავშვობამ ჩაიარა, და ახლა მწეველი, მთვრალი, პესიმისტი მატერიალისტი ვარ 🙂

ხოო, და მემეს ტრადიციების შეასაბამისად, გადავცემ ესტაფეტას შემდეგ ბლოგერებს:

1. ეკა ონიანს
2. მშიერ სტუდენტებს (რომლებიც თურმე ამერიკაში არიან)
3. ნიკოლოზ კარაგანდელს

>wordle

>wordle.net – ნებისმიერი ტეგის ან ტექსტის ვიზუალიზაციის მაგარი საკაიფო ონლაინ-ინსტრუმენტი.

უნიკოდს არ იცნობს და ამიტომ ქართულ ტექსტებს ნუ აჭმევთ.

აი, ასე გამოიყურება ჩემი del.icio.us ტეგები

>ბლოგის სტატისტიკა

>მაშ ასე…

ბლოგი ორწელიწადნახევარია, რაც ფუნქციონირებს…

მანამდე კიდე ერთი მქონდა, მაგრამ სხვა ფორმატის. წავშალე.

ხოდა დღეისათვის თურმე სულ მქონია 2326 პოსტი (ამის ჩათვლით).

ყველაზე მეტი პოსტი დამიწერია 2007 წელს – 1101 (დღეისათვის).

ხოდა ამ 1101 პოსტიდან კი ყველაზე მეტი მარტის თვეში დამიწერია – მთელი 142 ცალი!

და რატო ვწერ ამ ყველაფერს?
ვინმეს რამეში გაინტერესებთ? 🙂

Update:
ყველაზე ხშირად გამოყენებული ტეგები ჩემს ბლოგზე: