ტანჯული სული

ადამიანის სიკეთე და ბოროტება უნდა იზომებოდეს მის მიერ ტანჯული სულების რაოდენობით.

აი, რამდენად მეტი ხალხი გყავს დატანჯული, ნაწვალები, ნაწყენინები, დამცირებული – იმდენად ბოროტი ხარ.

და სიკეთეს უნდა ქონდეს უარყოფითი ნიშანი – მაგალითად, დალაი ლამაზე უნდა ვამბობდეთ, რომ მისი სიკეთე იზომება “მინუს 5 მილიონი ადამიანის სულით”.

რატომ უარყოფითი ერთეული? იმიტომ, რომ ადამიანის ავ-კარგიანობა ზუსტად შიდსის ან ორსულობის ტესტს გავს – დადებითი პასუხი რომ არ გიხარია და უარყოფითზე რომ ბედნიერი ხარ. ზუსტად ეგრე უნდა მოდიოდეს წერილი სიკეთისა და ავ-კარგიანობის სამინისტროდან:

“მოგესალმებით, მოქალაქევ! თქვენი ტესტის შედეგი უარყოფითია – თქვენ კეთილი ხართ, სერ!

რა ჯობია ასეთ წერილს, მითხარით.

გუგლის სურათების ძიების შედეგი “ტანჯულ სულზე”

Advertisements