>როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას

>

პოსტების სერიიდან – ამოიღეთ ხმა!

პოსტის ავტორი/სტუმარი – მარიკა ჩ.

როცა შეამჩნევთ, რომ დეპრესიამდე სუუულ ცოტა გიკლიათ და ასევე ცოტა გიკლიათ ”სასოწარკვეთილი დიასახლისის” იარლიყის მორგებამდე – სამსახურიდან გამოსულმა ქუჩაში მარტო გაისეირნეთ.
არც Shopping-ზე, არც ვინმეს შესახვედრად, არც კაფეში მისასვლელად, არც ვინმეს გასაცნობად წახვიდეთ, უბრალოდ გაისეირნეთ და დაფიქრდით, რომ ყველა პრობლემას აქვს ახსნა და ყველა გამოუვალ სიტუაციას კი გამოსავალი:

  1. მერე რა, რომ დილით ადრე გაღვიძებულს გიწევს მეუღლის პერანგის დაუთოვება და 2 წუთის წინ ბაღისთვის გამზადებული ბავშვის გამოცვლა, იმიტომ რომ ფაფა გადაისხა – სამაგიეროდ შენს საყვარელ ოჯახთან ერთად იწყებ დილას;
  2. მერე რა, რომ სამსახურში 20 წუთით იგვიანებ იმიტომ რომ ბავშვის ბაღიც სამსახურის დროს იწყება და გარეთ ხომ არ დატოვებ? სამაგიეროდ ასეთი დაგვინება საპატიოა და ზოგჯერ ეს მიზეზი შეგიძლია სხვა შემთხვევაშიც გამოიყენო 😉
  3. მერე რა, რომ სამსახურიდან სახლში დაღლილი ბრუნდები, ერთი სული გაქვს, დაიძინო და ათასი საქმე გეყრება თავზე, ხშირად სტუმრებიც შესვლისთანავე მოგყვებიან – სამაგიეროდ მეგობრებს უყვარხარ და შენთან მოსვლა უხარიათ.
  4. მერე რა, რომ სამსახრუში იმდენი საქმე გაქვს, რომ უკვე ატყობ – მეტი აღარ შეგიძლია – სამაგიეროდ თვის ბოლოს შესაძლებელია პრემია მოგცენ;
  5. მერე რა, რომ გასუქდი და ძველ ტანსაცმელში აღარ ეტევი – სამაგიეროდ გარდერობს განაახლებ.
  6. მერე რა, რომ ხელფასი არ გყოფნის და კრედიტებიც არ მთავრდება – სამაგიეროდ ახალი მანქანა გყავს (ნუ ან შენ ან შენს მეუღლეს);
  7. მერე რა, რომ პრავის ბილეთებს ვერ სწავლობ – სამაგიეროდ შეგიძლია 15-გვერდიანი კონტრაქტი მოამზადო;
  8. მერე რა, რომ საყვარელ ადამინს ეჩხუბე და თვლი, რომ აღარასოდეს შეურიგდები – ზუსტად იცი, რომ რომელიმე თვენგანი ვერ გაძლებს, დათმობს და შერიგების პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნოა.
  9. მერე რა, რომ საწოლში დაწოლილს, ყოველდღიური პრობლემებით თავი გაქვს გაჭედილი და ტირილი გინდება – სამაგიეროთ გვერდზე გყავს ადამინი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო.

და კიდევ ერთი ბანალური, მაგრამ ძალიან აუცილებელი და სასარგებლო რამ:
გ ა ი ღ ი მ ე თ!

Advertisements

>როგორ აღვზარდოთ ბავშვი და არა მარტო

>

პოსტების სერიიდან – ამოიღეთ ხმა!

პოსტის ავტორი/სტუმარი – cartveli

  • ბავშვი სიარულის სწავლებისას მოდუნებული (უფრო სწორედ დამყოლი) ხელით ატარეთ რომ პასუხისმგებლობა თავიდანვე აიღოს.
  • ბავშს დაბანის წინ ასწავლეთ პირით სუნთქვა და თვალების დახუჭვა – როცა წყლის გადავლება მოგიწევთ თავის დაბანვისას.
  • ენა ნუ გისწრებთ, ეცადეთ მნიშვნელოვანი აზრები მის თავში დამოუკიდებლად დაიბადოს და არა თქვენი ბუზღუნით გაიგოს.
  • ახალგაცნობილი ადამიანის სახელი გონებაში მაშინვე დაუკავშირეთ მისi სეხნია თქვენ ძველ ნაცნობს.
  • დაურეკეთ მეგობარს, ნათესავებს.
  • იქონიეთ უპირობო სიყვარული შვილების, მშობლების, იქნებ მეუღლის მიმართაც.

და მთავარი:

გაითვალისწინეთ – ცოლ-ქმარი ყველაზე მნიშვნელოვანი წყვილია დედამიწაზე და არავის აქვს მათ შორის ჩადგომის უფლება (რაც არ უნდა ძნელი მოსასმენი იყოს ეს მშობლებისთვის და შვილებისთვის, მაინც ასეა).

>Visit 60 000

>ესეც ასეეე…

სტუმარი # 60 000

ვინცხა ლატვიელი 😉

დეკემბერში იყო 50 000 ვიზიტი და სულ რაღაც სამ თვეში 10 000 კაცი შემოვიდა.

თვეში – 3 333,3333333333333333333333333333 სტუმარი

გამოდის, რომ დღეში შემოდის 111,11111111111111111111111111111 ადამიანი

საათში კი – 4,6296296296296296296296296296296

ვის რა ჯანდაბად უნდა ოღონდ ეს დებილური სტატისტიკური ციფრები, არ ვიცი 🙂

>50 000 !!!

>
სტუმარი, რომელიც ამ პოსტის დაწერის შემდეგ შემოვა ჩემს ბლოგზე, იქნება საიუბილეო!!!