საუკეთესონი უარესთა შორის

ბუნებრივი და ხელოვნური ვირუსების საუკეთესო მაგალითები:

Advertisements

>ქართული ინტერნეტების სტატისტიკა #2

>ყურადღებით წაიკითხეთ პოსტი: ბოლოში გამოყვანილი/აღწერილია ფეისბუქის საშუალო ქართველი მომხმარებლის პორტრეტი 🙂

გთავაზობთ სტატისტიკას facebook-ის ქართველ მომხმარებლებზე.
სულ, ყველა სქესისა და ასაკის მიხედვით 386 080 ადამიანია საქართველოდან (ფიზიკურად შედის საქართველოდან, ითვლება IP მისამართის მიხედვით) ან ადგილმდებარეობაში (ქვეყანაში) მითითებული აქვს საქართველო.

ახლა დავშალოთ ეს ციფრი და ვნახოთ დეტალური დემოგრაფიული მონაცემები:
168 340 კაცი (43,6 %)
214 120 ქალი (55,4 %)

ოჯახური მდგომარეობა:

21 400 მარტოხელაა, აქედან:
9620 კაცია
11 680 კი ქალი
14 000 ადამიანი დაოჯახებულია,
6 940 – რაღაც ურთიერთობა აქვთ (ალბათ ”დადიან”)
780 დანიშნულია
განათლება:

3 440 სკოლის მოსწავლეა
660 უმაღლესში სწავლობს
12 480 დამთავრებული აქვს უმაღლესი, აქედან:
6 460 კაცია,
5 940 ქალი.

ასაკი:

13-დან 20 წლამდე სულ 4 340 მომხმარებელია, აქედან:
2 280 კაცია,
1 920 ქალი.
21-დან 35 წლამდე – 6 580 მომხმარებელი, აქედან:
3 460 კაცი
3 160 ქალი.
36-დან 50 წლამდე – 1 160 მომხმარებელი, აქედან:
540 კაცი,
600 ქალი.
51-დან 64 წლამდე – 160 მომხმარებელი

გასაგებია, რომ ყველა რიცხვის ჯამი ერთმანეთს არ დაემთხვევა – ეს იმის ბრალია, რომ მომხმარებლებს არასრულად ან არასწორად აქვთ შევსებული თავიანთი პროფილის ინფორმაცია.

სამაგიეროდ ეს რიცვები მაინც გვაძლევს საშუალებას, გამოვიყვანოთ საშუალო ქართველი პირწიგნაკელი:

ესაა ქართველი ქალი, გნებავთ კდემამოსილი მანდილოსანი. ის მარტოხელაა (არა აქვს მნიშვნელობა, გაშორებულია თუ ქვრივი, გასათხოვარია თუ გაუთხოვარი) – ფაქტია, რომ არ ყავს კაცი. მას დამთავრებული აქვს უმაღლესი (თან მხოლოდ ერთი, თორემ ორი დიპლომი რომ ქონოდა, ტაქსისტი იქნებოდა) და არის 21-დან 35 წლამდე ასაკის.

ვინაიდან ქალებს ასაკს არ ეკითხებიან და არც სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება იწვევს ეჭვს, სავარაუდოდ სტანდარტული, საშუალო ქართველი ფეისბუქელი არის 30 წელს გადაცილებული ქალიშვილი. სამწუხარო სურათია, არა? :)))

ყველა ამ პარამეტრის გათვალისწინებით მოდი ვცადოთ მისი პორტრეტის გამოყვანა – შემომთავაზეთ იდეები!

P.S. სამწუხაროა, რომ რელიგიურ შეხედულებებზე სტატისტიკა არ მოიპოვება… საინტერესო იქნებოდა 😉

>ქართული ინტერნეტების სტატისტიკა #1

>მიუხედავად იმისა, რომ ბლოგროლი მაინცდამაინც დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს, მაინც ამ სერვისის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები უნდა შემოგთავაზოთ.

(რატომღაც მინუსები არ მოსწონთ მოძმე ბლოგერებს. არადა, ჩემი პოსტები უფრო მეტ მინუსებს იმსახურებენ, ვიდრე პლიუსებს. არაა აუცილებელი პოზიტიური შეფასება – უარყოფითიც ხომ რაღაც სახის რეაქციაა?)

დავუბრუნდეთ სტატისტიკას:

საქართველოში გვყავს 734 ბლოგერი, რომლებსაც საერთო ჯამში 745 ბლოგი აქვთ.

ამას თუ მივუმატებთ ლაივჯორნალის ბლოგერებს, გამოვა ალბათ სადღაც 1200 კაცი/ქალი.
დავამრგვალოთ და როდესაც გვკითხავენ, თუ რამდენი ბლოგერია საქართველოში, თამამად უთხარით: 1500 (ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 0,03 პროცენტი).

საქართველოს მთლიანი მოსახლეობა კი (საქსტატის ბოლო მონაცემის მიხედვით) შეადგენს 4 436 400 ადამიანს.

გენდერული ბალანსი სასიამოვნოდაა შენარჩუნებული და დაცული – ბლოგერების 51 % მშვენიერი სქესის წარმომადგენელია.

თუ ჩავთვლით, რომ ბლოგროლის შექმნიდან გასულია ერთი წელი (ცოტა ნაკლებია, მაგრამ არა უშავს) და სულ გვაქვს 45,496 პოსტი, მაშინ გამოვა რომ დღეში საშუალოდ 124 პოსტი იწერება.



სამწუხაროდ, ბლოგროლის სტატისტიკა არაფერს ამბობს ბლოგერების ასაკობრივ კატეგორიაზე და განათლებაზე, ასე რომ ვერ გეტყვით, რამდენი ზრდასრული, რამდენი მოზარდი და რამდენი ბავშვია დაკავებული საკუთარი აზრების გაზიარებით.

სამაგიეროდ შემიძლია შემოგთავაზოთ იმ თემების ჩამონათვალი, რომლებზეც ნაწილდება ამ აზრთა უმრავლესობა:

შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ ქართულ-ფეისბუქურ სტატისტიკას.

>ცოტაოდენი სტატისტიკა ხელფასებისა და დანაშაულების შესახებ

>ეს მონაცემები მხოლოდ აშშ-ს ეხება 🙂

საგულისხმოა, რომ განათლება და ”რელიგიურობა” გავლენას ახდენს დანაშაულის კოეფიციენტზე:

>სასარგებლო და უსარგებლო ფაქტები და რუკები

>მადლობა ლეპროზორიუმს ამ საინტერესო მონაცემებისთვის:

1. ნავთობის გადანაწილება მსოფლიოში

2. მსოფლიოს მოსახლეობა 2300 წელს

3. ინტერნეტის წყალქვეშა კაბელები

4. მშვიდობის რუკა

5. ინტერნეტ-დომენების რუკა

6. ლუდის მოხმარება მსოფლიოში

7. შტეფსელების ფორმების რუკა

8. მანქანის საჭის მდებარეობის გადანაწილება

9. სად არ არის ინტერნეტი

10. ევროპის ენების რუკა

11. სასარგებლო წიაღისეული

12. მსოფლიოს რუკა თავდაყირა

დანარჩენი აქ

>კატამარანი

>მაშ ასე, ამერიკელმა უსაქმურმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა – თუ როგორ ატარებენ შინაური კატები თავის დროს.

22 % – იყურებიან ფანჯარაში
12 % – ეთამაშებიან/ეკონტაქტებიან სხვა შინაურ ცხოველებს
8 % – დაძვრებიან ავეჯზე
6 % – ძინავთ
6 % – უყურებენ ტელევიზორს ან კომპიუტერს
6 % – იმალებიან მაგიდის ქვეშ (ან კარადაში)
5 % – თამაშობენ თავისი სპეციალური სათამაშოებით 😉
4 % – ათვალიერებენ საჭმელს (და არა ჭამენ!)
2 % – ზიან სადმე აბაზანაში ან ხელსაბანში (დამალვის ნაირსახეობა)

ის, თუ რას აკეთებენ შინაური კატები დროის დარჩენილი 29 %-ის განმავლობაში, იდუმალებითაა მოცული…

და თქვენ რაში ხარჯავთ თავისუფალ დროს???