ნამდვილი სიყვარულის ამბავი

ან სიყვარულის ნამდვილი ამბავი.
ვიცი, რომ ყოველთვის ასე არ ხდება ხოლმე, ხანდახან პირიქითაა – მაგრამ ეს კომიქსი კაცმა დახატა 🙂

Advertisements

>სექსის მეორე

>

ეხლა წავიკითხე ჰუმანოიდთან ძალიან მაგარი პოსტი. თბილი და დიდი და კეთილი და ღრმა და…

შემშურდა.
თეთრი შურით, რა თქმა უნდა. საკმაოდ თეთრით, სარუმანივით თეთრი რომაა (გარედან კია თეთრი, მაგრამ ცოტა ნაცრისფერიც დაკრავს, შეიძლება სადღაც ნაკეცებში შავიც კი იყოს. ჩრდილისგან შავი, ან…)

ზიხარ და უყურებ ნატეხებს, წლების განმავლობაში რომ დააგროვე.

აი, ლამაზი ვარდისფერი კაბა, ხიდი, გედები, გემი…

აი მწვანე თვალებში ჭინკები და თეთრად გათენებული ღამეები. ხო, თეთრად – ტაბლეტებით და ფხვნილებით მოყვანილი ტონუსი…

აი ცხენზე ჯირითი და თოვლიანი ველები, გაყინული წყალსაცავი და გრძელი, თბილი ღამეები…

აი სხვისი და აი შენი.

აი ერთი ხელის მოსმით გადაყრილი და დავიწყებული სიყვარული, აი ტკივილები და ტანჯვები, აი მონატრება მტკივნეული და გრძელი, ყრუდ რო გრძნობ სადღაც…

აი გარაჟები და კორტები, აი მანქანები და ტყეები, ბუჩქები, აი ლიკანი და წყნეთი, აი 14 წლის და 28-ის…

აი ყველა და ყველაფერი – შენი ქალები, თუ შენ სხვისი. თუ როგორცაა რა.

აი არაფერი რო აღარაა, ისინი.
აი რო რაღაცა იყო ადრე და ეხლა რო აღარ ესალმები ქუჩაში.
აი რო მალავდი და აი რო გმალავდა.

აი იმათი სხვები, რო იცნობდი და რო იცნობ.
აი ისინი სხვებთან ერთად და შენ – სხვასთან.

აი ორი მაგიდიდან ამდგარი – შენ და ის გადიხართ. თქვენმა მეორეებმა არ იციან. აი ხვდებით და უბრალოდ უყურებთ. შემთხვევაა, ორივეს ერთად რომ მოგინდათ გასვლა – აი ამ წუთას.

აი სახელურს ატრიალებ კარებზე სადაც ჩიბუხი ხატია, და ის – ქოლგას.
და არ შედიხართ – დგახართ და უყურებთ ერთმანეთს.

აი არაფერი საერთოდ. აღარაფერი არაა ეს – უბრალო ნატეხები, რომელიც არსად ეტევა, ვერც ვერსად ინახავ, ვერც გადაყრი – ეს ხომ შენი ცხოვრებაა…

აი წერილები, ჯერ ქაღალდზე, მერე ციფრული… მერე და კიდე და მერე და მეტი და წაშლილები რამდენი…

გშურს იმ ადამიანის, რომელსაც უბრალოდ უყვარს ვიღაც…
გრძნობ რაღაცას, მაგრამ არ იცი ეს რა არის.
გაკლია რაღაც, მაგრამ არ გახსოვს, რა.

Ты никогда не помнишь своих снов…

>Nippon

>Если японцы говорят парню или девушке по-японски, “Ты мне нравишься”

это означает “Я тебя люблю”

Если японцы говорят парню или девушке по-японски, “Я тебя люблю”

это означает “Мне для тебя нечего не жалко”

или это означает явная ложь.

წყარო: yuta_siberia

>What makes me happy?

>მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ერთმა ჩემმა მეგობარმა მირჩია – იმ სიასთან ერთად, ვერ ვიტან”-სია რომ მაქვს, ცოტა პოზიტივიც შეიტანეო შენს ცხოვრებაშიო…

ჰოდა, აქ ჩამოვწერ, იქნებ არსებობს რამე მაინც, რაც კარგ ხასიათზე მაყენებს…

  • ღამე, მანქანა, შორი გზა, მუსიკა… – მიყვარს, სადმე შორს რომ მივდივარ, მანქანაზე რომ ვზივარ, ჩქარა რომ ვატარებ და კარგ მუსიკას რომ ვუსმენ… უბრალოდ, საქართველოს ტრასებზე ეგ შეუძლებელია, სადმე ევროპაში, აუტობანზე, კი ბატონო…

Update

რამდენი რამე დაწერეთ, გავგიჟდი! დავაკომენტებ მერე, ცალკე.

  • მიყვარს მარტო ყოფნა და ღამე. და ღამის თბილისი…
  • გაზაფხულის წვიმის სუნიც მიყვარს.
  • მიყვარს შემოდგომა, ოდნავ გრილი საღამოებით
  • მიყვარს ფანტასტიკა (საკითხავი) და კომედიები (სანახავი)
  • მიყვარს ხუმრობა (ხანდახან გამომდის კიდეც) და მიყვარს ის ხალხი, ვისაც შეუძლია ხუმრობა (ოღონდ არა ”პახაბნად ღადაობა”)
  • მიყვარს, როცა ქუჩაში მოვსეირნობ და შემხვედრი ხალხი მიღიმის.
  • მიყვარს, როცა რაღაცას მეკითხებიან და შემიძლია ავუხსნა
  • მიყვარს დილით ძილი
  • უაზროდ წოლა და არაფერზე ფიქრიც მიყვარს (ოღონდ ხანმოკლე)
  • კიდე: I love to love… (ქართულად ვერ ვთარგმნე)

Update

  • წყალიც მიყვარს… ოღონდ ზომიერად. ცოტა ცურვა

Update

Update

  • მიყვარს წვრილმანი, უაზრო დეტლებით ხალხის გახარება. უცბად რო მოულოცავ დაბადების დღეს, სულ რომ არ გელოდება, ყვავილს რომ აჩუქებ, ისე, ყველანაირი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ყურადღებას რომ გამოიჩენ…

>მტკვარი, ღვინო და სიყვარული

>

უფრო სწორად: ღვინო, სიყვარული, მობილური, ხიდი, მტკვარი…

მაგარ რამეს შევესწარით მეგობრები დღეს ღამე – ხიდის მოაჯირზე იჯდა ვიღაც ტიპი, ისეთი მთვრალი, რო ძლივს ლუღლუღებდა და ქანაობდა, ფეხებსაც პატარა ცელქი ბავშვივით აქანავებდა და მობილურში თავის, როგორც ჩანს, სატრფოს სასტიკ მოთხოვნებს უყენებდა:

– შენი ბოლო სიტყვა ეგაა? ვხტები! გადავხტე? არაა ბოლო სიტყვა? მითხარი, ეგრეა? გადავხტე?

კაროჩე, ყლეობა. მივედით, ჯერ დიდხანს ვუყურეთ, ჯერ ვიფიქრეთ, სამართალდამცავი ორგანოები ხომ არ გამოგვეძახა, მაგრამ არ იყო საჭირო – აქეთ-იქიდან ჯიგიტებმა ხელი ჩაავლეს და ჩამოსვეს.

მე ვსუპერვაიზორობდი და ფოტორეპორტაჟს ვაკეთებდი.

მოკლედ, ჩამოვსვით და დაჯდა ტროტუარზე, გაგვიღიმა და მადლობაც კი გვითხრა და ისევ გადაურეკა თავის ეკალს – ჰა, მითხარი, ბოლო სიტყვა მითხარი…

გოგონი, ან უთხარი, ან მიეცი, რა შეეცი?
🙂

>OMG რა მარტივია, არა?

>
ერთი საინტერესო ჯაზმენის ბლოგზე ვიპოვნე:

Любовь, это когда ты способен доесть то, что выплюнул другой человек.

დავაკვირდიო, კაფეშიო, პატარა ბავშვმა რაღაცა არ შეჭამაო და დედამ გამოართვაო…

>L

>
სიყვარული იცით თქვენ რა არის?
არ იცით, არა, იმიტომაც წერთ რაღაც სისულელეებს განყენებულ თემებზე!

სიყვარული არის ყველაზე მაგარი და ყველაზე ცუდი გრძნობა

ყველაზე კარგი და ყველაზე მტკივნეული, მხიარული და სევდიანი, დიდი, უშველებელი და პატარა, უმცირესი…

შაშია და ბეში, თვალებში და ტვინში

წითელი რო ანთია, და რო გადიხარ – აი ეგაა
და მწვანეზე რო დგეხარ – ეგეცაა

და რო გათბობს და რო გყინავს ერთდროულად – ეგაა
და რო ტირი და იცინი

და ის რო შენია და შენ რო იმისი ხარ

და არცერთი საკუთარ თავს რო არ ეკუთვნით – აი ეგაა

და ცალ-ცალკე როცა ხართ – მაინც ერთად რო ხართ

და რო ხედავ და მეტი რო გინდა დაინახო
და რო ეხები და მეტს რო გინდა შეეხო
და რო უსმენ და კიდე მეტი გინდა რომ გაიგო
და სურნელი რო გცემს და რო გინდა გაივსო ფილტვები მისით

და …

ეხ, ბავშვები ხართ, აზზე არა ხართ!!!