>Procrastination

>
ინტერნეტი საოცარი რამაა. თუ რამეა?

რაც არ უნდა დაგჭირდეს, ყველაფერს მოძებნი.

თუმცა, ხანდახან ძებნაც არ გჭირდება.
ხანდახან თავისით მოდის ხოლმე ინფორმაცია შენამდე – ვინმე მოგწერს სკაიპში, ან მეილით, ან რამე ლინკს გიგზავნის, ან რეკლამას წააწყდები…

მეც ხშირად მომსვლია ასეთი რამ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უცბად ყველა მხრიდან თითქოს ერთი თემა წამოიწევა, და ყველანაირად ცდილობს რომ თავს მოგეხვას.

ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც, ოფლაინშიც ხდება.
აი, მანქანის ყიდვა თუ გინდა, თითქოს ყველგან მარტო ავტოაუქციონები გხვდება.
ან, რამე სიმღერას ან ფილმს თუ ეძებ, აუცილებლად ეგ სიმღერა უნდა გავიდეს რადიოში, ან ფილმი – ალანიაზე (აბა სხვა არხები წესიერ ფილმებს აღარ აჩვენებენ)
ან თუ მარტოსულად გრძნობ თავს, მარტო ბოზები გხვდებიან ქუჩაში.
ან თუ უკანონო რამეს სჩადიხარ, მარტო პატრულის მანქანებს ხედავ…
მოკლედ, in general, ხომ მიმიხვდით?

ხოდა ამ ბოლო დროს ჩემთვის ასეთი თემა წარმოიშვა – procrastination. არ ვიცი ქართულად რა ქვია – სიზარმაცეს, საქმის გადადებას, გაჭიანურებას, რაღაცის წამოწყების უუნარობას და კიდევ მსგავს უმსგავსობებს – ყველაფერ ამას ერთად და ცოტა მეტს ნიშნავს ეს საშინელი ანგლოსაქსონური სიტყვა – procrastination.

ხოდა ამ პროკრასტ… პროკრ… თფუ, ვერ ვთქვი (პროკრუსტეს გავს ძალიან)

მოკლედ, ეს თემა ხშირად მხვდებოდა ბოლო დროს – ხან ტვიტერში, ხან რიდერში, და ათას სხვა ადგილას.

ხოდა უნდა ვაღიარო, რომ ამ ბოლო დროს აშკარად გაზარმაცებული ვარ. უფრო სწორად, ვეღარაფერს ვეღარ ვასწრებ. ყველა დედლაინი გადაცილებული მქონდა. არადა მიზეზი ვერ დავადგინე – თითქოს ხან მეზარება, ხან ვერ ჩავუჯექი, ხან რა და ხან რა…
ხან სტუმრები მოვიდნენ, ხან ჩვენ წავედით სტუმრად, ხან მეზარება და ხან დაღლილი ვარ…
ხანდახან ინბოქსში რომ ვიხედები, იმდენი წერილი მხვდება, რომ მეშინია ხოლმე გახსნა და წაკითხვა…

მოკლედ, ვუყურე ამ ვიდეოს და მივხვდი, რომ ცხოვრების წესი რადიკალურად უნდა შევცვალო.
თავი ავწიე და საქმეს ჩავუჯექი.

თქვენც გირჩევთ, არ გაზარმაცდეთ!!!

ფოტოს შინაარსს ყველანი მიხვდით? შეებრძოლეთ თქვენს სიზარმაცეს! 😉

Advertisements