მუსიკა, რომელიც არ ისმის

ერთი უცნაური იდეა დამებადა, შტეფან ბოდზინის ბოილერ რუმის ლაივ სეტის მოსმენისას.

აი დიჯეი რომ უკრავს და სხვადასხვა სემპლები გამოყავს, რომ ჩვენ მოგვასმენინოს, ის, დანარჩენი ხმებია საინტერესო – რომლებიც არ გვესმის. ანუ ეს, იგივე სემპლი რომელსაც დიჯეი თიშავს, და ასევე ყველა სხვა საუნდი, ხმა, ეფექტი, რაც გათიშული აქვს – როგორ ჟღერს?

უბრალოდ თიშავს თუ ხმას უწევს და ისინი თავისთვის აგრძელებენ დაკვრას, უსულო სამყაროში, სადაც არაფერი ისმის? სადაც ვერავინ გაიგებს მათ ვედრებას, სადაც მათი ვიბრაცია არცერთ ობიექტს არ მოხვდება, რომელიც მათ მიიღებს ან აირეკლავს?

Advertisements