Game of Thrones

ჯორჯ მარტინის შესანიშნავი რაინდული ფენტეზი

Advertisements

>serialz on my mind

>

კარგია, ტელესერიალების გადაღება რომ დაიწყეს ქართველებმა, როგორც იქნა.

რამდენიმემ, დღემდე გადაღებულმა, არ ივარგა, რამდენიმე ჩავარდა – ორი-სამი სერიის მერე ჩერდებოდა…

ახლა კი პოლიციის პოპულარიზაციის მიზნით, შესანიშნავი დეტექტიური სერიალი გამოცხვა.

მართალია, მსახიობებს აშკარად ეტყობათ დაყენებული ბაზარი და არც სტანისლავსკის მეთოდს იყენებენ, პოლიციელის როლში რომ შევიდნენ, მაგრამ მთლიანობაში მიზანს ემსახურება.

ბევრ ქვეყანაში კი არა, თითქმის ყველგანაა მსგავსი თემატიკის სერიალები და ფილმები. სწორიცაა პრინციპში – სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუციების ნდობას გამტკიცება უნდა.

აბა ის ვარგა, ჩვენი ჩრდილოელი მოძმეები რომ მაფიაზე და კლანებზე იღებენ სერიალებს? 🙂

>ვინ არის გოგონა გარეუბნიდან?

>ყველას აინტერესებს იდუმალი გოგონას ნამდვილი გარეგნობა.

ჭორებს თუ დავუჯერებთ, მას ფეისბუქის პროფაილიც კი წააშლევინეს და საერთოდ, უკრძალავენ ნამდვილი გარეგნობის გამოჩენას ფართო საზოგადოების წინაშე – ტელესერიალის გმირის იმიჯი რომ არ შეილახოს.

გოგონა გარეუბნიდან არის თინა მახარაძე – საკმაოდ მომხიბვლელი გოგონაა 🙂

ფოტოები: angel.ge

>Jeeves & Wooster

>
ძალიან კარგი ინგლისური იუმორით გაჟღენთილი ინგლისურივე სერიალი.