თუშეთის გზა, აბანოს (ცერის) უღელტეხილი, 2900 მ.

ასე იწმინდება თუშეთის გზა ყოველ წელს, მაისის დასაწყისში. აბანოს (ცერის) უღელტეხილი 2900 მ. ზღვის დონიდან.

940901_1153821234629204_1937871102183652643_n

წყარო: იმოგზაურეთ და დაისვენეთ თუშეთში

Advertisements

კორუფცია საქართველოში

ნუ, ეს ანგარიშები და მაგარი ამბები ყოველთვის სასიხარულოა. განსაკუთრებით მაშინ მიხარია ხოლმე, როცა სხვა რამე “ინდექსს” ვხედავ და კარგად გვაქვს საქმე.

მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი ერთ-ერთი მსგავსი ინდექსის ავტორი – Freedom on The Net, სადაც საკმაოდ კარგად გვაქვს საქმე.

კორუფციის რისკების ინდექსი „Trace International“-მა „RAND Corporation“-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. „Trace“-ის მატრიცა რისკების შეფასების პირველი გლობალური ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს, ქვეყანაში არსებული კორუფციული რისკები შეაფასოს.

კორუფციის ამბავშიც რომ კარგადაა საქმე, ძალიან სასიხარულოა.

ინფოგრაფიკის წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

ქართველ ფეხბურთელთა ყველა დროის საუკეთესო ნაკრები

geofootballქართული ფეხბურთის Dream Team-ის შედგენა რთული საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

ამიტომ ბლოგზე გადმოვიტან ფეისბუქიდან დისკუსიას და ვნახოთ, რა გამოვა.

მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც მე ვადგენ სიას, ერთი ფეხბურთელი ავტომატურად უკვე ჩასმული მყავს: ბორის პაიჭაძე.

დანარჩენ წევრებზე კი გავმართოთ დისკუსია – შემომთავაზეთ ვარიანტები.

მოკლედ, ქართველ ფეხბურთელთა ყველა დროის “საოცნებო” გუნდის შედგენის კრიტერიუმები ორნაირია:

1. შევარჩიოთ 11 ყველაზე ცნობილი, ყველაზე წარმატებული ან ყველაზე “მაგარი”, მათი სათამაშო პოზიციის მიუხედავად;

2. შევარჩიოთ 11 ფეხბურთელი კლასიკური განლაგების შესაბამისად: მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა და თავდასხმა. შემოთავაზებული სქემა: 4-4-2

ახლა კი, საკუთრივ კანდიდატები:

  • დავით ყიფიანი
  • მურთაზ ხურცილავა
  • ოთარ გაბელია
  • მანუჩარ მაჩაიძე
  • მიხეილ მესხი
  • თემურ ქეცბაია
  • ვლადიმერ გუცაევი
  • ალექსანდრე ჩივაძე
  • ვიტალი დარასელია
  • გიორგი ქინქლაძე
  • სერგო კოტრიკაძე
  • ირაკლი ზოიძე
  • ცხადაძე
  • კახა კალაძე
  • ნემსაძე
  • ზურაბ ხიზანიშვილი
  • ლევან კობიაშვილი
  • ასათიანი
  • ყენია
  • ჯაბა ანანიძე 
  • შოთა არველაძე
  • იაშვილი
  • გიორგი დემეტრაძე
  • თენგიზ სულაქველიძე
  • ღოღობერიძე
  • სლავა მეტრეველი
  • კალოევი
  • ილია დათუნაშვილი
  • გრიგოლ ცაავა
  • რევაზ ძოძუაშვილი

გთხოვთ, მომწეროთ დამატებით ინფო კანდიდატურებზე: სახელები, თამაშის წლები და სათამაშო პოზიციები.

რამდენიმე დღეში გავაკეთებ კითხვარს და ერთთვიანი გამოკითხვა გავუშვათ ფეისბუქზე, ფორუმზე და ა.შ.

P.S. შეგვიძლია გამოკითხვა უკვე დავიწყოთ – https://www.facebook.com/questions/503485949710474/

რა არის ჩვენი?

ქართველებს არ გვყავს მოაზროვნეები.

აი ის ხალხი არ გვყავს, ფილოსოფიურ დონეზე რომ ჩამოაყალიბებენ და დაამტკიცებენ, რას ნიშნავს ქართველობა, თვითმყოფადობა, თავისუფლება, მამული და ენა, სარწმუნოება რა ყურითაა მოთრეული თუ მართლაც ერთ-ერთი ქვაკუთხედია…

დღეს ყველას თავისი გადმოსახედიდან აქვს მოფიქრებული ამ რამე–რუმეების განმარტებები და კაცმა არ იცის, ვინ რას გულისხმობს ამ თითოეულ ტერმინში თუ ცნებაში.

აი ეგეთები ოხრად ყავდათ გერმანელებს, ინგლისელებს, ფრანგებს, რუსებს, ამერიკელებს…

ჩვენ ერთი გვყავდა და ისიც მოკლეს. ნუ კაი, ხო: ერთი არა და ხუთი ან ათი.

მაგრამ ეს ცოტაა, ბევრად მეტი გვჭირდება – და ბევრად უფრო ახალი და თანამედროვე უნდა იყოს ეს იდეოლოგია – უნდა მოერგოს 21-ეს, და არ უნდა იყოს დარჩენილი შუა საუკუნეებში.

დანარჩენს მერე განვავრცობ, ახლა ტელეფონიდან ვწერ 🙂

მაშ როგორი იქნება ახალი ქალაქი ლაზიკა?

ლაზიკა და ანაკლია – ეს თემა ძალიან აინტერესებს დღევანდელ ქართულ საზოგადოებას.

მრავალმხრივი კრიტიკისა მითქმა-მოთქმის მიუხედავად დღემდე მაინც არ იყო ცნობილი – რა და როგორ იქნება ამ ქალაქში.

არსებობს უამრავი პრეცედენტი იმისა, თუ როგორ შენდებოდა ქალაქები ნოლიდან ან თითქმის ნოლიდან; მათ შორის, დაჭაობებულ ადგილებზეც კი (სანკტ-პეტერბურგი, ასტანა) – ასე რომ, ნუ ვიტყვით, რომ ლაზიკის აშენება შეუძლებელია.

მეორე საკითხია – რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ქალაქის აშენება. უფრო სწორად, გავავსებთ თუ არა ნახევარი მილიონი მოსახლით ჩვენს ახალ, სიდიდით მეორე ქართულ ქალაქს?

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – გავლენა მიკროკლიმატზე და გარემოზე ზემოქმედება. გავლენა უდავოდ იქნება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ იცის, კარგი თუ ცუდი გავლენაა ეს. სამწუხაროდ, ამ პროექტის როგორც ოპონენტები, ასევე მომხრეები მხოლოდ ზედაპირული გამონათქვამებით შემოიფარგლებიან და გზშ-ს მსგავსი რაიმე ნორმალური დოკუმენტი არავის უნახავს.

P.S. არსებობს სპეციალური დარგი – ქალაქმშენებლობა, რომელიც სწორედ ასეთი საკითხებითაა დაკავებული. იმედია, უცხოელ გამოცდილ კოლეგებთან ერთად (და, რაც მთავარია, აუჩქარებლად) რამე ნორმალური აშენდება 🙂

ვიდეო ვიპოვნე cyxymu-სთან

ქართული ტელესივრცე

ნანა ლეჟავას სტუდიამ GNS ძალიან საინტერესო სიუჟეტი გადაიღო თემაზე, თუ მართლაც და როგორ “კეთდება” ახალი ამბები საქართველოში:

დავამატებ უბრალოდ ერთ რამეს: 2011 წლის 9 დეკემბრის საღამოს ეთერის კადრებს – 1 დრო. 1 ფილმი. 6 არხი.

ერთი დრო, ერთი ფილმი - ექვსი არხი