>სანამ გაფრინდები.

>…
1 გლინტვეინი

2 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო

2 კათხა ლუდი

1 რედ ბული არყით

1 კათხა ლუდი

1 რედ ბული არყით

1 ჭიქა ჯონი უოკერი

1 ყავა – ამერიკანო

1 ყავა – კაპუჩინო

1 ყავა – აეროპორტში

Advertisements

>ალკოჰოლური სასმელის მოხმარება

>საინტერესო გამოკითხვა:

რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე, 2007 წლის აპრილში ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 18 წლისა და უფროსი ასაკის 1 500 თბილისელმა. მონაცემების სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება ± 2,6%-ს.

სვამთ თუ არა ალკოჰოლურ სასმელს?


ზოგადად, თბილისელების ორი მესამედი (66%) მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელებს. როგორც აღმოჩნდა, ეს მამაკაცებისთვის უფრო დამახასიათებელია (77%), ვიდრე ქალებისთვის. თუმცა, თბილისელი ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილიც (53%) არ ამბობს უარს ალკოჰოლის მიღებაზე.

რომელი ალკოჰოლური სასმელები მოიხმარეთ ბოლო სამი თვის მანძილზე?

საქართველო ტრადიციულად ღვინის ქვეყანად ითვლება და შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ალკოჰოლის მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა (მამაკაცების 89% და ქალების 87%) ღვინის მომხმარებელია. არაყს და ლუდს ბევრად უფრო მეტი მამაკაცი სვამს, ვიდრე ქალი, ხოლო ქალბატონები შამპანურს და ლიქიორს ანიჭებენ უპირატესობას. საინტერესოა, რომ კონიაკი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, ერთნაირად პოპულარულია მამაკაცებსა და ქალებს შორის.

წყარო: ეისითი კვლევა