>შუა საუკუნეები vs. ოცდამეერთე

>მაშ ასე, რა მსგავსება და რა განსხვავებაა?
(საქართველოს მაგალითზე)

ფოტოს ავტორი: თემურ დანელია

შუა საუკუნეებში ადამიანებს დევნიდნენ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ძირითადად ამას აკეთებდა ეკლესია და რა შედეგით მთავრდებოდა ყველაფერი, კარგად მოგეხსენებათ.

სამწუხაროდ, დღესაც არაფერი შეცვლილა საქართველოში – განსხვავებული აზრის გამო ხალხს დევნიან, ლანძღავენ და სცემენ. თუმცა ამას უკვე ეკლესია კი აღარ აკეთებს, არამედ სიბნელეში გადავარდნილი რელიგიური ფანატები.

შუა საუკუნეებში არსებობდა გელათის და იყალთოს აკადემია, სადაც ბერები და სამღვდელოება წიგნებს წერდნენ, ხალხს წერა-კითხვას ასწავლიდნენ. ზოგადად, ამ აკადემიების მეშვეობით ხდებოდა განათლების ხარისხის ამაღლება.

დღეს არსებობს სასულიერო სემინარია, სადაც პრინციპში იგივეს ასწავლიან, თუმცა შედეგები სულ სხვაა – წვერგაუპარსავი ახალგაზრდობა ტელევიზორის ეკრანიდან მოგვიწოდებს, დავდგეთ მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და ვილოცოთ. თუ რას ნიშნავს ეს სადარაჯო, არ იციან. და ლოცვით რომ საქმეს არ ეშველება, ესეც არ იციან.

შუა საუკუნეებში დედამიწა ბრტყელი ეგონათ და კაცობრიობამ დინოზავრების შესახებ არაფერი იცოდა.

დღეს ვიცით, რომ დედამიწა ბრტყელი არაა, მაგრამ დინოზავრების საკითხი მაღელვებს – ეკლესიის ოფიციალური ვერსიით დედამიწა სულ რაღაც 5000 წლისაა. მაშ, არსებობდნენ დინოზავრები თუ არა?

იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი საზოგადოება მარაზმში გადავარდა და შუა საუკუნეებში მიილტვიან, ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება.
თუმცა, საპირისპირო მაგალითიც მინდა ვაჩვენო – შეადარეთ ფუნდამენტალისტური რელიგიური ქვეყნები და მაღალტექნოლოგიური განვითარებული საზოგადოებები. და მიხვდებით, რას ვგულისხმობ – მარტო ლოცვით საქმე არ კეთდება. თუ მაინცდამაინც გინდა, საქმის დაწყების წინ ილოცე. მაგრამ საქმე უნდა აკეთო – ნებისმიერი რამ, რაც შენს ქვეყანას და შენს საზოგადოებას კარგს მოუტანს.

ყველაზე მეტად მაცოფებს ასეთი ტიპის განცხადებები: ”ბიჭო, პივით სადღეგრძელოების დალევა რო შეიძლება, იცი? ხო, სიმონ, პატრიარქმა აკურთხა რა…”

რა პატრიარქმა? რა აკურთხა? ჯერ ერთი, რაში აინტერესებს და მეორეც, ვინ ეკითხება პატრიარქს ლუდს დალევ თუ ღვინოს?
ეკლესიური წესია სუფრაზე სადღეგრძელოების დალევა? – არა.
აბა რა შუაშია მაშინ კურთხევა?
საერთოდ, ეს ყურით მოთრეული რელიგიური თემატიკა როგორ აბანძებს და აჩლუნგებს საზოგადოებას…

Advertisements

>უბრალოდ საქათმე

>უცხო კომპიუტერთან თავს ისე გრძნობ, როგორც საქათმეში შეპარული მელა: თითქოს ყველაფერი ნაცნობია, იცი, სად რა დევს და როგორ უნდა იყოს, მაგრამ მაინც სხვანაირია, შენი არაა.

წარმოიდგინეთ, მელას რომ საქათმე ააშენებინო, რა მაგარ რამეს იზამდა? საქათმე პლაზა ან საქათმე თაუერსს დაარქმევდა 🙂 გაანათებდა, გააევრორემონდებდა და ყველაზე კარგ საჭმელს დაუყრიდა…

ქათმებიც კმაყოფილები იქნებოდნენ, და დარაჯებიც – აი, მშვენიერი, სამაგალითო საქათმეო, იტყოდნენ. დარაჯიც და ქათმებიც ერთნაირი მოკლე ჭკუისანი არიან – საკუთარი ცხვირის იქით არ იხედებიან. ქათამს სითბო უნდა, კარგი დასაჯდომი (გინდა ქანდარა, გინდაც ხის ან მუყაოს ძველი ყუთი) და კარგი საკვები. დარაჯს კი რა უნდა – დროულად ერიცხებოდეს ხელფასი და დარაჯობით ბევრი არ დაიღალოს – ბევრი სირბილი და თავის შეწუხება არ უწევდეს. საწყალი ქათმები ყველას ფეხზე კიდია. ანუ ქათმების ბედი ყველას ახატია.

არადა, რას ემსახურება ეს საქათმე? მხოლოდ და მხოლოდ მელიის მუცლის ამოყორვას. ქათმები ვერ ხვდებიან, დარაჯებს ეზარებათ…

ძაღლის როლი კი არავის უნდა, თავის თავზე აიღოს…