კინოფესტივალი

აი, როგორი რეკლამა უნდა ქონდეს საერთაშორისო კინოფესტივალს.

კარლოვი ვარი. ჩეხეთი.

>serialz on my mind

>

კარგია, ტელესერიალების გადაღება რომ დაიწყეს ქართველებმა, როგორც იქნა.

რამდენიმემ, დღემდე გადაღებულმა, არ ივარგა, რამდენიმე ჩავარდა – ორი-სამი სერიის მერე ჩერდებოდა…

ახლა კი პოლიციის პოპულარიზაციის მიზნით, შესანიშნავი დეტექტიური სერიალი გამოცხვა.

მართალია, მსახიობებს აშკარად ეტყობათ დაყენებული ბაზარი და არც სტანისლავსკის მეთოდს იყენებენ, პოლიციელის როლში რომ შევიდნენ, მაგრამ მთლიანობაში მიზანს ემსახურება.

ბევრ ქვეყანაში კი არა, თითქმის ყველგანაა მსგავსი თემატიკის სერიალები და ფილმები. სწორიცაა პრინციპში – სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუციების ნდობას გამტკიცება უნდა.

აბა ის ვარგა, ჩვენი ჩრდილოელი მოძმეები რომ მაფიაზე და კლანებზე იღებენ სერიალებს? 🙂

>რადიო არასოდეს მოკვდება

>დიახ, არასოდეს!

1979 წელს, როცა გამოჩნდა ვიდეო, მთელს მსოფლიოს ეგონა, რომ რადიოს ერა დამთავრდა.
სწორედ ამას მიეძღვნა ეს კლიპი:

შენც არ მომიკვდე – რადიოს არაფერიც არ დამართნია.
მანამდე გვერდები არ დაგიდგეთო – უთხრა ვიდეოს მწარმოებლებს და არხეინად გააგრძელა შიშინი არა მარტო AM, არამედ FM დიაპაზონზეც.

თუმცა უნდა ითქვას, რომ რადიოს საკმაოდ უჭირს: რეკლამის დამკვეთები არ ყავს. ეს კი იმის ბრალია, რომ რადიორეკლამის ეფექტურობა ძალიან დაბალია. უმდაბლეს დონეზეა, ფაქტიურად.

სამაგიეროდ, რადიომსმენელების დიდ არმიას შეემატა თითქმის ყველა მძღოლი – აბა რა უნდა აკეთო, როდესაც საათიან საცობში დგახარ, შენი საყვარელი დისკები უკვე მოგბეზრდა და რაიმე ახალის ან კარგად დავიწყებული ძველის მოსმენა მოგინდა?

სწორედ ასე ამეკიდა ეს ძველთაძველი, მაგრამ არც თუ ისე ცუდი სიმღერა:
T-Rex-ის Children of the revolution

და ასევე ბონოს ქავერი:

აუ თან ძაან ამეკიდა უკვე 😦

>The Key To Reserva

>მარტინ სკორსეზემ აღმოაჩინა ალფრედ ჰიჩკოკის სცენარი – სარეკლამო კლიპის სამგვერდნახევარი.
მოეწონა და თქვა: მე ამას გადავიღებ ისე, როგორც გადაიღებდა ჰიჩკოკიო.

http://www.dailymotion.com/swf/video/x3ln2q

Martin Scorsese: It’s one thing to preserve a film that has been made, it’s another – to preserve a film, but it’s not been made.

P.S. შესანიშნავი შამპანურია ეს Freixenet