იუსტიციის სახლი, ბათუმი

საინტერესოა, რატომ ქვია ქართულად იუსტიციის სახლი, ინგლისურად კი Public Service Hall?

საერთოდ კარგი კონცეპტია – რა თქმა უნდა მისასალმებელია ის, რომ მომსახურების სფერო გაუმჯობესდა, რაც ერთის მხრივ მოქალაქეს ახარებს და აბედნიერებს, მეორეს მხრივ კი სახელმწიფოსათვის ადმინისტრირების (და შემოსავლების) გამარტივებას ნიშნავს.

ვინც არ იცის, მათთვის – იუსტიციის სახლში შედის სამოქალაქო რეესტრი (პასპორტები, ქორწინება და ა.შ.), საჯარო რეესტრი (მიწები, ბინები, იურიდიული პირების რეგისტრაცია), ასევე არქივი, საკანონმდებლო მაცნე და მილიონი სხვა რამ – house.gov.ge

იუსტიციის სახლი, ბათუმი

საინფორმაციო დაფა

იუსტიციის სახლი, ბათუმი

იუსტიციის სახლი, ბათუმი

იუსტიციის სახლი, ბათუმი

იუსტიციის სახლი, ბათუმი

იუსტიციის სახლი, ბათუმი

იუსტიციის სახლი, ბათუმი

Advertisements

>სამოქალაქო რეესტრი და ქართული გვარ-სახელები

>

ჰა, რავარია სამოქალაქო რეესტრის კრეატივშიკების ფანტაზია?

”სიკვდილით, თუ დაბადებით ბოლოს რეესტრს ჩავბარდებით!”

”ოჯახს უნდა მოწყობა, ქორწინებას – მოწმობა!”

”გამარჯობა სოფელო და ქალაქო, რეესტრი ვარ შენი სამოქალაქო!”

”მოქალაქის ინსტინქტით დროზე დარეგისტრირდით!”

”რეგისტრაცია გჭირდებათ, უჩვენოდ გაგიჭირდებათ!”

”გინდა სოფელო, გინდა ქალაქო – გინდა რეესტრი სამოქალაქო!”

”ქალია თუ კაცია უნდა რეგისტრაცია!”

”რომ დავემსაგვსოთ ნაციას გავდივართ რეგისტრაციას!”

ბევრი მსგავსი მარგალიტი ვიხილე რეესტრის შენობაში, სანამ საჭირო მოწმობებს ავიღებდი (პირადობა, დაბადება, ქორწინება)…

ისე, უნდა ვაღიარო, რომ ამ ვითომდა კარგი მცდელობით (რომელიც მაინც ძალიან გოიმური გამოუვიდათ), თავის საქმეს კარგად ართმევენ თავს.

გახსოვთ ერთ დროს პოპულარული ქართული გვარ-სახელების სია?
ეხლა მოდი, რეესტრის სტატისტიკასაც გადავხედოთ:

სახელები
მილიარდი
ვებერთელა
მხედარი
ვინარი
კუკუშა
ედემი
ფუჩქი
ფიზიკა
პელე
გარინჩა
ნიუტონი
სევდაგულ
ფემისტოკლე
კეკლუცა
ნექტარი
ლამაზი
ვარგისო
მოქეიფე
გვარები
ავგაროზაშვილი
თერძიშვილი
კბილიანაშვილი
ზეცაშვილი
ზურმუხტაშვილი
კრიჭინაშვილი
ვარვარიძე
სურვილაძე
შავთვალიშვილი
უფროსაშვილი
თევდორიკაშვილი
ნამზითიშვილი
ბუჩუხიშვილი
ელკანაშვილი
სასურქინაშვილი
კვიტინი
ღვლიღვაშვილი
მონავარდიშვილი