>Macworld magazine cover creation

>როგორ კეთდება კარგი ჟურნალის კარგი გარეკანი…

http://vimeo.com/moogaloop.swf?clip_id=5989754&server=vimeo.com&show_title=1&show_byline=1&show_portrait=1&color=ff9933&fullscreen=1

Cover creation from Peter Belanger on Vimeo.

Advertisements

>იდეალური მამაკაცი – არ არსებობს!

>და ეს კარგია.

>სადაა ჩემი ჟურნალი?

>
”ხო, სადაა ჩემი Playboy, სად, სად?”

აი ასე ვეძებდით ფლეიბოის ახალ ჟურნალს. და აღმოჩნდა, რომ არსადაც არაა. ვაბშე. მესამე ნომერი გამოვიდა თუ არა, არც ვიცით 🙂

ხვალ დავივლი მაღაზიებს. და ხო, სხვათა შორის, ჩემი ფოტო დაბეჭდა ჟურნალმა ”კინო”, ეგეც უნდა ვნახო ერთი, რა გამოვიდა…

>Playboy Georgia

>

მაშ ასე, ქართული ფლეიბოი (თუ პლეიბოი) უკვე გაყიდვაშია!

გახსოვთ ეს წერილი?

ხოდა მოკლედ დღეს ვიყიდი ერთი და ვნახოთ, რა გამოვიდა…

>დილის ფოსტა…

>აი, ასეთი წერილი დამხვდა დღეს ინბოქსში:

Date: Fri, 6 Apr 2007 08:31:11 +0400
From: “Nico Nergadze”
To: undisclosed recipient
Subject: Playboy Georgia

მეგობრებო და უცნობებო,

მოგეხსენებათ (ან იქნებ არც მოგეხსენებათ, მაგრამ მაინც), რომ სულ მალე
გამოვა ჟურნალ Playboy-ს ქართული გამოცემის პირველი ნომერი. ჰოდა, ქართულ
Playboy-ს თქვენი დახმარება სჭირდება. ყველა სოლიდურ ჟურნალს აქვს
წერილების სექცია, სადაც მკითხველის მოწერილს აქვეყნებენ. ჩვენც გვინდა
მსგავსი სექციის გაკეთება, მაგრამ, რადგან ჯერ ნომერი არ გამოსულა, არც
მკითხველი გვყავს და არც წერილს გვიგზავნის ვინმე, ეს ცოტა
გაგვიჭირდება.

ამიტომ გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი აზრი ქარტული პლეიბოის შესახებ. როგორი
გინდათ რომ იყოს, როგორი არ გინდათ რომ იყოს, რის ნახვას ისურვებდით, რის
ნახვას არ ისურვებდით, რას ფიქრობთ საერთოდ ამ ჟურნალზე, კარგია, ცუდია თუ
როგორია. მოკლედ, თუ რამე გიფიქრიათ Playboy-ზე და რამე გაინტერესებთ ან
აზრის გამოთქმა გინდათ, მოგვწერეთ.

გთხოვთ არ დაიზაროთ და მოიწეროთ n.nergadze@playboygeorgia.com – ზე.
ამით ძალიან დაგვეხმარებით და პლეიბოისაც მოიმადლიერებთ. ამაზე კარგი კი
რა უნდა იყოს.

წინასწარ დიდი მადლობა
და ბოდიში mass-mail – ისათვის.

მარად თქვენი
ნიკო ნერგაძე
ქართული პლეიბოის მთავარი რედატორი

P.S. თუ არ დაგეზარებათ და თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებს არ
ეწინააღმდეგება, იქნება რაც შეიძლება ბევრ ხალხს უთხრათ ამის შესახებ?
ან ბლოგი თუ გაქვთ ვინმეს, ან რამე მსგავსი. თუ არ შეგაწუხებთ. ვაიმე,
ვაიმე, როგორ შეგაწუხეთ…