>По-грузински это означает "клянусь"

>ბევრ სხვადასხვა ერს (და მათ ენებს) ხვდა წილად ბედნიერება, შეეტანათ წვლილი მსოფლიო კულტურულ და ლინგვისტურ საგანძურში.

გავიხსენოთ ბერძნები თავიანთი მითოლოგიით;
გავიხსენოთ რომაელები მათი შესანიშნავი ლათინური ანდაზებითა და გამონათქვამებით;
გავიხსენოთ არაბები, რომლებმაც ბევრ სხვა რამესთან ერთად (ვერ ვიხსენებ ზუსტად, მაგრამ ერთი აზიური კულტურა მჭირდებოდა ჩამონათვალში) ვარსკვლავსაც დაარქვეს სახელი (მაგალითად, ბეტელჰეიზე);
გავიხსენოთ გერმანელები შესანიშნავი სიტყვებით ცაიტგაისტი და რენტგენი; ლაიტმოტივი და პოლტერგეისტი, ავტომატი და ავტობანი, ვუნდერკინდი და ლანდშაფტი;
გავიხსენოთ ფრანგები – კარტ ბლანში და შამპანური; ავანგარდი და კამუფლიაჟი, მირაჟი და კაშნე, შეზლონგი და სხვა მრავალი;
ინგლისელებზე ხომ საერთოდ ცალკე სტატია უნდა დაიწეროს, იმდენი სიტყვა გვაჩუქეს თუ ძალით მოგვახვიეს თავს;
არაბებთან ერთად ჩინელები და იაპონელები გამახსენდა – ამათაც იცოცხლე და უზარმაზარი გავლენა მოახდინეს მსოფლიოს განვითარებაზე.

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კი სწორედ ამ დიად სიას შეუერთდა ქართული ენა (და ქართველი ერი).
მრავალწლიანი ისტორიისა და უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ხალხს აქამდე არ მოგვეცა საშუალება, სხვებისთვის გვესწავლებინა ჩვენი შესანიშნავი და საამაყო ქართული ენა.
მაგრამ ეს ყველაფერი გუშინ იყო!

დღეს კი – დღეს მთელი მსოფლიო ამაყად და თამამად იმეორებს ლამაზ ქართულ სიტყვებს, რომლებიც ნიშნავს: ვფიცავ!

ეს ყველაფერი კი შეცვალა უკრაინული ”ნიჭიერის” ერთ-ერთმა კონკურსანტმა, რომელმაც ამაყად ამცნო მთელს მსოფლიოს ეს ქართული სიტყვები:

Advertisements

>ქართული ჟარგონის მარგალიტები #11

>მზაობა არა, მზადყოფნა, თქვენი…

და საერთოდ, მოეშვით ამ იდიოტურ გამოგონილ სიტყვებს, USAID-ში ნამუშევარი ცუდი თარჯიმნების მოგონილ დებილობებს, და ილაპარაკეთ ნორმალურად.

>Morning Coffee, Music, ჟარგონის მარგალიტები #10

>
არა რა, ამ ხალხმა ვერაფერი ვერ ისწავლა…

ვერც ცხოვრება, ვერც ჭკუა, არანაირი გამოცდილება, იოტისოდენაც კი ვერ ისწავლეს…

დეცი ტვინი არა აქვსო, რომ იტყვიან. ჰეჰ, დეცი 🙂

დეციში – არის ერთი ასეთი კარგი ქართული ფოლკ-ჯგუფი.

ხოდა იმას ვამბობდი რომ…

21 საუკუნეში ვართ და ამასობაში ფილიპინებზე რა ხდება, ნახეთ? სააღდგომო კარნავალს რომ ატარებენ ყოველწლიურად, და ჯვარზე რომ აკრავენ ერთმანეთს…

ჰმ. არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს ეს – რელიგიური ფანატიზმიცაა, და ადამიანური იდიოტიზმიც ერთდროულად.

>ფიქრები ხმამაღლა

>არა, მე არც ვჩხუბობ და არაფერი.

არანაირად.

ვჭედავ ხოლმე ხანდახან.
და ხშირად თურმე გაჭედვის ადრესატს არ ესმის, რატომ.

ამიტომ მერე თურმე უნდა აუხსნა, ოღონდ არა გაჭედვით, არამედ მშვიდად და წყნარად.

უნდა მოიხელთო ოღონდ, ასე ვთქვათ, ხელთ მოიგდო და გაუიასნო, რატო გაუჭედე, და რისთვის.

ხოდა ამ ყველაფერს ენერგია, დრო, ჯანი და შეგნება უნდა.

და ისე, პა ბალშომუ, მარტო მეგობრები იმსახურებენ იმას, რომ ავუხსნათ, რაზე ვჭედავთ ან ვუჭედავთ.

თორე ათასი უცხო სუ არ გახატია?

>ქართული ჟარგონის მარგალიტები #7

>

მილიონ ტრისტა (1 000 300)

ოთუსბირი (31)

До хуя (ანუ ბევრი)

და ყველაზე მაგარია:

დო ყელა (ყელამდე)