დაკარგული პოსტი

აი დილით რომ მქონდა მაგარი პოსტის იდეა, სად ტრაკში წავიდა?

Advertisements

>როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას

>

პოსტების სერიიდან – ამოიღეთ ხმა!

პოსტის ავტორი/სტუმარი – მარიკა ჩ.

როცა შეამჩნევთ, რომ დეპრესიამდე სუუულ ცოტა გიკლიათ და ასევე ცოტა გიკლიათ ”სასოწარკვეთილი დიასახლისის” იარლიყის მორგებამდე – სამსახურიდან გამოსულმა ქუჩაში მარტო გაისეირნეთ.
არც Shopping-ზე, არც ვინმეს შესახვედრად, არც კაფეში მისასვლელად, არც ვინმეს გასაცნობად წახვიდეთ, უბრალოდ გაისეირნეთ და დაფიქრდით, რომ ყველა პრობლემას აქვს ახსნა და ყველა გამოუვალ სიტუაციას კი გამოსავალი:

  1. მერე რა, რომ დილით ადრე გაღვიძებულს გიწევს მეუღლის პერანგის დაუთოვება და 2 წუთის წინ ბაღისთვის გამზადებული ბავშვის გამოცვლა, იმიტომ რომ ფაფა გადაისხა – სამაგიეროდ შენს საყვარელ ოჯახთან ერთად იწყებ დილას;
  2. მერე რა, რომ სამსახურში 20 წუთით იგვიანებ იმიტომ რომ ბავშვის ბაღიც სამსახურის დროს იწყება და გარეთ ხომ არ დატოვებ? სამაგიეროდ ასეთი დაგვინება საპატიოა და ზოგჯერ ეს მიზეზი შეგიძლია სხვა შემთხვევაშიც გამოიყენო 😉
  3. მერე რა, რომ სამსახურიდან სახლში დაღლილი ბრუნდები, ერთი სული გაქვს, დაიძინო და ათასი საქმე გეყრება თავზე, ხშირად სტუმრებიც შესვლისთანავე მოგყვებიან – სამაგიეროდ მეგობრებს უყვარხარ და შენთან მოსვლა უხარიათ.
  4. მერე რა, რომ სამსახრუში იმდენი საქმე გაქვს, რომ უკვე ატყობ – მეტი აღარ შეგიძლია – სამაგიეროდ თვის ბოლოს შესაძლებელია პრემია მოგცენ;
  5. მერე რა, რომ გასუქდი და ძველ ტანსაცმელში აღარ ეტევი – სამაგიეროდ გარდერობს განაახლებ.
  6. მერე რა, რომ ხელფასი არ გყოფნის და კრედიტებიც არ მთავრდება – სამაგიეროდ ახალი მანქანა გყავს (ნუ ან შენ ან შენს მეუღლეს);
  7. მერე რა, რომ პრავის ბილეთებს ვერ სწავლობ – სამაგიეროდ შეგიძლია 15-გვერდიანი კონტრაქტი მოამზადო;
  8. მერე რა, რომ საყვარელ ადამინს ეჩხუბე და თვლი, რომ აღარასოდეს შეურიგდები – ზუსტად იცი, რომ რომელიმე თვენგანი ვერ გაძლებს, დათმობს და შერიგების პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნოა.
  9. მერე რა, რომ საწოლში დაწოლილს, ყოველდღიური პრობლემებით თავი გაქვს გაჭედილი და ტირილი გინდება – სამაგიეროთ გვერდზე გყავს ადამინი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო.

და კიდევ ერთი ბანალური, მაგრამ ძალიან აუცილებელი და სასარგებლო რამ:
გ ა ი ღ ი მ ე თ!

>როგორ აღვზარდოთ ბავშვი და არა მარტო

>

პოსტების სერიიდან – ამოიღეთ ხმა!

პოსტის ავტორი/სტუმარი – cartveli

  • ბავშვი სიარულის სწავლებისას მოდუნებული (უფრო სწორედ დამყოლი) ხელით ატარეთ რომ პასუხისმგებლობა თავიდანვე აიღოს.
  • ბავშს დაბანის წინ ასწავლეთ პირით სუნთქვა და თვალების დახუჭვა – როცა წყლის გადავლება მოგიწევთ თავის დაბანვისას.
  • ენა ნუ გისწრებთ, ეცადეთ მნიშვნელოვანი აზრები მის თავში დამოუკიდებლად დაიბადოს და არა თქვენი ბუზღუნით გაიგოს.
  • ახალგაცნობილი ადამიანის სახელი გონებაში მაშინვე დაუკავშირეთ მისi სეხნია თქვენ ძველ ნაცნობს.
  • დაურეკეთ მეგობარს, ნათესავებს.
  • იქონიეთ უპირობო სიყვარული შვილების, მშობლების, იქნებ მეუღლის მიმართაც.

და მთავარი:

გაითვალისწინეთ – ცოლ-ქმარი ყველაზე მნიშვნელოვანი წყვილია დედამიწაზე და არავის აქვს მათ შორის ჩადგომის უფლება (რაც არ უნდა ძნელი მოსასმენი იყოს ეს მშობლებისთვის და შვილებისთვის, მაინც ასეა).

>melange

>დადგა ჟამი ახალი პოსტისა.
318/365 - drafting drafting drafting.
დროისა და სურვილის უქონლობისა და გამო კი მე, თქვენი მონა-მორჩილი, არა პოსტს დავწერ, არამედ შემოგთავაზებთ მხოლოდ შესაძლო სამომავლო პოსტების დიდი ალბათობითვე სამომავლო შინაარსებს – დასაგემოვნებლად და ”ნიხვატკის” დასატოვებლად.

ბოლო დროს ასაკზე დავიწყე ფიქრი და შედეგმაც არ დააყოვნა – დაბადების დღე მიახლოვდება.
ჩემი ხნის, ოჯახური მდგომარეობისა და წონის მქონე ადამიანი კი უკვე გართობასა და მაიმუნობებზე აღარ ფიქრობს – მას სულ სხვა შინაარსის საკითხები იზიდავს და აინტერესებს.

ასეთ ადამიანებს ხშირად ეუფლებათ დაუოკებელი სურვილი, გაუზიარონ თავიანთი მდიდარი თუ მწირი ცხოვრებისეული გამოცდილება სხვა მოკვდავებს: ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, მაღაზიის გამყიდვლებს, დამლაგებლებს და სხვა.

მე კი უფრო ფართო აუდიტორიაზე მიმიწვდება ხმა, ვინაიდან ჩემი ბლოგი შესანიშნავი პლატფორმაა ასეთი უმისამართოდ გასროლილი აზრებისა და გამონათქვამების დასაგროვებლად.

ახლა კი შევეცდები ჩამოვწერო ყველაფერი, რასაც სავარაუდოდ, სამომავლოდ გაგიზიარებთ (ან არა).

სანამ მივიდოდი გამოცდილების სფეროებამდე, რამდენიმეჯერ ტელეფონმა დამირეკა და ყურადღება გამეფანტა, მუზაც სადღაც გაქრა…

ამიტომ გთავაზობთ წლების განმავლობაში დაგროვებულ, დრაფტებიდან ამოკრეფილ ნაგლეჯ-ნაგლეჯ ფრაზებს:

1.
მორიგი უჟმური პოსტი:
მე არ მიყვარს თბილისი, თბილისს ვუყვარვარ პირიქით.
ისე ვუყვარვარ, რომ აღარ შემიძლია.


2.
No, one week is too much…
Well, how much is enough? Or, better say, how much is many? 5, 10, 100 thousand?


3.
როგორ უნდა მოუშალო ნერვები ადამიანს?


4.
მუზას დაველოდები.
აბა:
არც მეძინება…
არც რამე წესიერი ფილმი არაა ტელევიზორში…
ვერც გადმოვწერე ის ფილმი, რაც მინდოდა – სამჯერ დავიწყე და გაწყდა…


5.
საქართველო – სიტყვა, რომელიც ამდენს ნიშნავს.


6.
როდემდე, ოო როდემდე შეიძლება მთელი მსოფლიო გვიყურებდეს?


7.
მულტიტასკინგი
ქალების და კაცების განსხვავება.
მულტი ლათინურად მრავალს ნიშნავს, ტასკი კი ინგლისურად – ამოცანას, დავალებას.


8.
საუბრის დროს თუ აკვირდებით თქვენს ქცევებს?
თმას ისწორებთ, ჟესტიკულირებთ, თვალებს აცეცებთ, თანამოსაუბრეს ღილებზე ეპოტინებით, ფეხებს უაზროდ აქეთ-იქით დგამთ…


9.
ვის გაქვთ 1000-ზე მეტი ჩანაწერი ტელეფონის წიგნში?
იცნობთ ამ ხალხის მესამედს მაინც?
აზრზე არ ვარ, ვინ ვინაა და რატომ მყავს ჩაწერილი.
ზოგზე შემთხვევით მაქვს ხოლმე მიწერილი – UGT, BOG…


10.
ინგლისური
ესპანური
ჩინური


11.
დილა.
ხმაური.
ბავშვის ღიმილი.
ქარი ფანჯარაში.


12.
მიწისქვეშა გადასასვლელში იჯდა და ტიროდა.
იგივე წარმატებით შეეძლო ვაგზლის გადასასვლელ ხიდზე დამჯდარიყო, მაგრამ მიწისქვეშ ჯდომა ერჩივნა.

>როგორ იწერება პოსტები 2010

>ანუ, როგორ იწერება აი ეს ბლოგი – დღიური.

როგორ და ჭრელად. და ლამაზად 😉
ხან კომპიუტერზე, იშვიათად – სამსახურში, ხშირად – სახლში; ხანაც ფანქრით ან კალმით, რომელიმე დახეულ ფურცელზე ან რამე ქვითრის უკანა მხარეს, ხან კი – მანქანაში, ტელეფონით: ან გაჩერებულზე, ნოუთბუქში, ან "ნა ხადუ", საუნდ რეკორდერით…

მერე რჩება იქ, სადღაც, ტელეფონში/კომპიუტერში ან უჯრაში, ან რომელიმე პიჯაკის უბეში, ან ჯინსის უკანა ჯიბეში, ოთხად გაკეცილი და გალურჯებული…

მერე როდისმე აღმოვაჩენ ხოლმე – უი, აბა ერთი ვნახოთ რა დამიწერია… ვკითხულობ, მომწონს და ეგრევე ვდებ ბლოგზე. ყველანაირი რედაქტირების და შეცვლის გარეშე. თუ არ მომწონს, მაშინ ვაგდებ – ჩემი აზრებია, რასაც მინდა, იმას ვუზამ, ხომ მეთანხმებით?

აზრების განიავებისათვის ჯერ არავინ დაუსჯიათ. აი, სხვა რამდენი რამ მაქვს განიავებული, რომ იცოდეთ…

დავუბრუნდეთ პროცესს. თუ მომწონს ნაჯღაბნი ან ხმოვანი მემო, შეცდომებს ვასწორებ ხოლმე და ბლოგზე ვაქვეყნებ. განსაკუთრებული გრძნობით დაწერილ პოსტებს ვანეიტრალებ – ამ ქვეყანაზე იმდენი გამოსირებული ადამიანი აღწერს ხოლმე თავის… ხო არ გვინდა ეხლა, სხვებს არ განვიკითხავ.

მერე ვზივარ და ვეძებ რაიმე ლამაზ ფოტოს – ოდნავ მაინც კავშირში რომ იყოს შინაარსთან. ეს კავშირი ყოველთვის პირდაპირი არაა – ხანდახან აბსურდული ფოტოებიც მომწონს და იდუმალი, მარტო ჩემთვის ცნობილი მიზეზის გამო ვთვლი, რომ ამა თუ იმ პოსტს მოუხდებოდა. თქვენ კი არასოდეს იმჩნევთ ფოტოებს, მხოლოდ ტექსტებს აკომენტებთ. ფოტოებსაც შეავლეთ ხოლმე თვალი, კაი?

საბოლოოდ, ვაქვეყნებ პოსტს, მერე კიდევ ერთხელ ვკითხულობ გამოქვეყნებულს – შეცდომა ხომ არაა სადმე გაპარული. მერე ლინკებს ვამოწმებ, ლამაზად და შინაარსიანად თუ არის ჩასმული კონტექსტში და ვხურავ ბლოგს.
მერე ვზივარ და კომენტარებს ველოდები…

თუმცა ამ ყველაფერს რატომ გიყვებით – რაში გაინტერესებთ, არც კი ვიცი.

>2007-ის ბოლოს წინა პოსტი

>
სამუშაო დღე, რომელიც სინამდვილეში დასვენების დღეა.

დიდი ხანია, საახალწლო და საშობაო მხიარულება უბრალოდ გვერდით ჩაივლის ხოლმე.

იმიტომ რომ გავიზარდეთ ალბათ და აღარ გვჯერა ზღაპრების, თოვლის ბაბუის და ადამიანების სიკეთის.

იმიტომ რომ შენ ხარ ეხლა სხვისი თოვლის ბაბუა.

ფილმი, რომელსაც 30 წელი უყურებდი, მოკვდა და ხელოვნურად შვეს ახალი – გაგრძელება.

სულ ტყუილად, დიდი ვერაფერი გვაჩვენეს. მორიგი დებილობა, თითიდან გამოწოვილი და ლამაზ ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეული. ხო, აი იმ ჭრაჭუნა ქაღალდში, იქვე რომ არის ხოლმე კუთხეში მიყუდებული, და რომ უნდა გაატანო ყოველ წამსვლელს 🙂

2007 წელს ბევრი ვიმოგზაურე, სამსახურიც გამოვიცვალე, ოჯახში მატება მქონდა – კატა, ახალი მეგობრები გავიჩინე, ძველები…
ძველები ისევ აქ არიან – სად წავლენ როო? უბრალოდ, ბლოგზე აღარ შემოდიან ხოლმე, ან კომენტარების წერა ეზარებათ.

2008 წლისგან რას ველოდები? საკუთარ თავზე მუშაობას და გაუმჯობესებას, წინსვლას და წარმატებას, კბილის ექიმთან მითრევას (როდისმე ხომ უნდა…)

კიდევ იმას, რომ იდეები, რომელიც თავში მიტრიალებს, ხორცს შეისხამს და ქაღალდზე ჩამოყალიბდება.

და, რაც მთავარია, ახალ დომენს – www.dgiuri.com

აბა, მაგრად.

>პოსტი, რომელიც არასოდეს გამოქვეყნდება

>ეხლა ჩავიხედე ბლოგის დრაფტებში, რამდენი რამე მაქვს გამოუქვეყნებელი…

სიმღერების ტექსტები, რომლებიც მომწონს და რომლებსაც რაღაც მნიშვნელობას ვანიჭებ.
ჩემი უშნო ლექსები, სრულიად რომ აღარ მომწონს ეხლა.
დიალოგების ნაწყვეტები.
ჩანახატები.

და ყველას ერთი სათაური აქვს – პოსტი, რომელიც არასოდეს გამოქვეყნდება.

არც მცალია ჯერ ერთი ამ სისულელეებისთვის, და არცაა საჭირო, ვინმემ რომ იცოდეს.

ჩვეულებრივად დავწერ ხოლმე რაღაცეებს – ხან რას და ხან რას. ტიტველი ქალების სურათებსაც დავდებ ხოლმე, სიმღერებსაც… ჩანახატებსაც.
მაგრამ დრაფტებიდან ყველაფერს წავშლი.

თუ მაშინ არ გამოვაქვეყნე, ესე იგი ეხლა მით უმეტეს გვიანია 🙂

დავწერ, აუცილებლად, ოღონდ მერე. იმიტომ რომ მალე ისევ მივემგზავრები შორს.
და ჩამოვალ და მერე კიდევ მივდივარ.

ასე რომ, არ მოიწყინოთ