>პოდკასტი – new media forum afterparty

>

მოკლედ და კონკრეტულად პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

ახალი მედიის ფორუმის ფარგლებში გავიცანი ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი – იაკუბ გორნიცკი, რომელიც სწავლობს ქართულს, ჩვენსავით არ უყვარს რუსები, ჩვენსავით მოწონს რუსი ქალები… 🙂

გარდა ამისა, იაკუბი გახლავთ ონლაინ-ტელევიზიის, ასევე ახალი მედიის სხვა საშუალებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გურუ. სწორედ მან ჩაწერა ჩემი, დოდკას და მარის ინტერვიუ, რომელიც რეალური დროის რეჟიმში შეგეძლოთ გენახათ საიტზე kosmoshow.com (უახლოეს მომავალში ვიდეოსაც დავდებ).

იაკუბის გამგზავრების წინ სპონტანურად შევიკრიბეთ, კარგადაც დავლიეთ და ინგლისურ ენაზე პოდკასტი ჩავწერეთ. იაკუბის და დოდკას გარდა მოისმენთ ანას ხმას, რომლის გარეშეც არც ვიდეო-ინტერვიუ არ იქნებოდა, არც ახალი მედიის ფორუმი არ ჩატარდებოდა და არც ჟურნალისტთა განათლებას ეშველებოდა რამე.

მაშ ასე – მოისმინეთ ბოდვა სახელად პოდკასტი 🙂

Attention! This podcast is in english with a short intro in georgian 🙂

http://www.divshare.com/flash/playlist?myId=8953238-0e3&new_design=true

Advertisements

>პოდკასტი!!!

>პირველი ქართული პოდკასტი – ასე ერქვა ჩემს ძალიან თავხედ პოსტს, რომელიც დავწერე 2005 წლის 10 დეკემბერს 🙂

უნდა ვაღიარო, რომ ეგ იყო უბრალო მაიმუნობა და მეტი არაფერი 🙂

ნამდვილი პირველი ქართული პოდკასტი ჩაწერეს totocaster-მა და sg19.13-მა.

მოუსმინეთ!

გაფრთხილებთ, საკმაოდ გიკურია, მაგრამ სამაგიეროდ, გაქვთ საშუალება, დაუტოვოთ კომენტარები პოდკასტის ავტორებს თქვენთვის სასურველი თემების შესახებ.