>ქართული ინტერნეტების სტატისტიკა #2

>ყურადღებით წაიკითხეთ პოსტი: ბოლოში გამოყვანილი/აღწერილია ფეისბუქის საშუალო ქართველი მომხმარებლის პორტრეტი 🙂

გთავაზობთ სტატისტიკას facebook-ის ქართველ მომხმარებლებზე.
სულ, ყველა სქესისა და ასაკის მიხედვით 386 080 ადამიანია საქართველოდან (ფიზიკურად შედის საქართველოდან, ითვლება IP მისამართის მიხედვით) ან ადგილმდებარეობაში (ქვეყანაში) მითითებული აქვს საქართველო.

ახლა დავშალოთ ეს ციფრი და ვნახოთ დეტალური დემოგრაფიული მონაცემები:
168 340 კაცი (43,6 %)
214 120 ქალი (55,4 %)

ოჯახური მდგომარეობა:

21 400 მარტოხელაა, აქედან:
9620 კაცია
11 680 კი ქალი
14 000 ადამიანი დაოჯახებულია,
6 940 – რაღაც ურთიერთობა აქვთ (ალბათ ”დადიან”)
780 დანიშნულია
განათლება:

3 440 სკოლის მოსწავლეა
660 უმაღლესში სწავლობს
12 480 დამთავრებული აქვს უმაღლესი, აქედან:
6 460 კაცია,
5 940 ქალი.

ასაკი:

13-დან 20 წლამდე სულ 4 340 მომხმარებელია, აქედან:
2 280 კაცია,
1 920 ქალი.
21-დან 35 წლამდე – 6 580 მომხმარებელი, აქედან:
3 460 კაცი
3 160 ქალი.
36-დან 50 წლამდე – 1 160 მომხმარებელი, აქედან:
540 კაცი,
600 ქალი.
51-დან 64 წლამდე – 160 მომხმარებელი

გასაგებია, რომ ყველა რიცხვის ჯამი ერთმანეთს არ დაემთხვევა – ეს იმის ბრალია, რომ მომხმარებლებს არასრულად ან არასწორად აქვთ შევსებული თავიანთი პროფილის ინფორმაცია.

სამაგიეროდ ეს რიცვები მაინც გვაძლევს საშუალებას, გამოვიყვანოთ საშუალო ქართველი პირწიგნაკელი:

ესაა ქართველი ქალი, გნებავთ კდემამოსილი მანდილოსანი. ის მარტოხელაა (არა აქვს მნიშვნელობა, გაშორებულია თუ ქვრივი, გასათხოვარია თუ გაუთხოვარი) – ფაქტია, რომ არ ყავს კაცი. მას დამთავრებული აქვს უმაღლესი (თან მხოლოდ ერთი, თორემ ორი დიპლომი რომ ქონოდა, ტაქსისტი იქნებოდა) და არის 21-დან 35 წლამდე ასაკის.

ვინაიდან ქალებს ასაკს არ ეკითხებიან და არც სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება იწვევს ეჭვს, სავარაუდოდ სტანდარტული, საშუალო ქართველი ფეისბუქელი არის 30 წელს გადაცილებული ქალიშვილი. სამწუხარო სურათია, არა? :)))

ყველა ამ პარამეტრის გათვალისწინებით მოდი ვცადოთ მისი პორტრეტის გამოყვანა – შემომთავაზეთ იდეები!

P.S. სამწუხაროა, რომ რელიგიურ შეხედულებებზე სტატისტიკა არ მოიპოვება… საინტერესო იქნებოდა 😉

Advertisements

>Facebook killed the blogging star?

>ვინაიდან და რადგანაც ამ პირწიგნაკმა გადამიყოლა, რაღაცნაირად გამოვიდა რომ ბლოგი მივაგდე.

არადა, რამოდენიმე წლის წინ, სულ ათიოდე მკითხველი როცა მყავდა, უფრო აქტიურად ვწერდი.

მერე ორწლიანი დეპრესიული ფაზა მქონდა და მუზებმა აიშვეს – ყველაზე მეტი მკითხველი და კომენტარი ამ დროს დავაგროვე.

ახლა, როცა ცხოვრება დალაგდა და ყველაფერი მშვენივრადაა, ბლოგისთვის პირადი აზრებისა და განცდების გაზიარება უფრო და უფრო მიჭირს.

პრინციპში, დროც აღარ მაქვს ხოლმე – ბლოგზე კარგი რამ რომ დაწერო, საკუთარ თავთან, ჭიქა ყავასთან და სიგარეტთან ერთად უნდა დარჩე.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, აღმოვაჩინე რომ პირწიგნაკ-დამოკიდებულების აღმოფხვრა/დაძლევა მაინც შესაძლებელია:

  • დავამატე ჩემი უფროსი და რამოდენიმე (არა-მეგობარი) თანამშრომელი მეგობრების სიაში და უკვე ავტომატურად ვცდილობ, უფრო იშვიათად შევიდე და დავწერო რამე.
  • მოვძებნე სპეციალური აპლიკაცია და შევეცადე ფეისბუქის სტატუსების ბლოგზე ავტომატურად გადმოტანა ჩამერთო. ამ ფუნქციამ არ გაამართლა, ფეისბუქმა დაბლოკა ყველანაირი აპლიკაცია და მცდელობა, მის ”საზღვრებს გარეთ” ინფორმაციის გატანისა.
  • ამიტომ გადავწყვიტე, ჩამოვუარო ჩემს ”კედელს” და ყველაზე საინტერესო პოსტები, აზრები თუ ლინკები აქ გადმოვიტანო. სამომავლოდ შემოვიფარგლები იმით, რომ ყველაფერს ბლოგზე დავწერ, პირწიგნაკი კი ავტომატურად განახლდება.
გთავაზობთ ერთ-ერთ ბოლო ვიდეოს ჩემი პირწიგნაკის კედლიდან (რა საშინელი სლენგია) – აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად 60 წლის შემდეგ დაბრუნდა თავის პატიმრობის ადგილას და საკაიფოდ იცეკვა:

მე კი წავედი, სტივენ ფრაის ”მატყუარას” ჩავუჯდები. მანამდე კი ”ჰიპოპოტამი” და ”ზეციური ჩოგბურთის ბურთები” წავიკითხე.
ეს ”ზეციური ჩოგბურთის ბურთები” (და არა ”ჩოგბურთის ზეციური ბურთები”) სხვათა შორის, დიუმას მონტე-კრისტოს თანამედროვე, გადამღერებული ვარიანტია და არც თუ ისე ურიგო რამ გამოვიდა.

>Facebook-ის შესახებ: გიგი თევზაძე

>http://www.azrebi.ge/player/player.swf

წყარო: azrebi.ge

>პირწიგნაკმა რა ჰქმნა

>

რას არ აღმოაჩენ ხოლმე ამ პირწიგნაკზე:
აბსოლუტურად უცხო ადამიანთან 64 საერთო მეგობარი რომ გყავს, არადა ეს კაცი თვალითაც არ გინახავს ცხოვრებაში.

ხანაც, ვინმე ცნობილი ადამიანი მოკვდება და ასობით ათასი კაცი Like-ს აჭერს 🙂

თუმცა, ეს ყველაფერი სულ ტყუილად დავწერე – მუზა დავკარგე, სანამ ჩემს შვილს პამპერსს ვუცვლიდი.
ამიტომ შეგიძლიათ პირწიგნაკის ქართული ლოგოთი დატკბეთ 🙂