ფიროსმანი – პიკასო

არ ვიცოდი: ფიროსმანის პორტრეტი დაუხატავს პიკასოს.
ფიროსმანი პიკასო

Advertisements

Marqués de los Jardines de Aranjuez

ცნობილი მუსიკალური თემა – არანხუესის კონცერტი.

ასობით და ათასობით ინტერპრეტაციებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა – შესრულებულია ჯიმ ჰოლის მიერ 1975 წელს. ამაზე უკვე ორი წლის წინ დამიწერია – თურმე ამდენი ხანია, ”ჩახვეული” მაქვს.

ოფიციალური ალბომიდან:

Recorded at the Van Gelder Studio, Englewood Cliffs, New Jersey on April 16 & 23, 1975. Jim Hall (guitar); Don Sebesky (conductor); Paul Desmond (alto saxophone); Chet Baker (trumpet); Roland Hanna (piano); Ron Carter (bass); Steve Gadd (drums).

ამ შესანიშნავი მუსიკის ავტორს, ესპანელ ბრმა კომპოზიტორს ხოაკინ როდრიგოს 1991 წელს ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოს პირველმა არისტოკრატიული ტიტული (ქართულად: თავად-აზნაურობა) უბოძა და არანხუესის ბაღების პირველი მარკიზი უწოდა.

როდრიგომ ეს კომპოზიცია 1939 წელს პარიზში დაწერა. მან და მისმა მეუღლემ თქვეს, რომ კომპოზიცია რამდენიმე მოვლენას მიეძღვნა: თაფლობის თვეს, რომელიც მათ ერთად გაატარეს არანხუესის სამეფო სასახლეში, პირველი შვილის გარდაცვალებას და გერნიკის დაბომბვას.

გერნიკის დაბომბვას  პაბლო პიკასომაც მიუძღვნა რაღაც (წაიკითხეთ ”ომამდე ტანკისტის” კილოთი):

გერნიკა. პაბლო პიკასო, 1937

ორიოდე სიტყვა არანხუესის სამეფო სასახლეზე – ფილიპე მეორეს მიერ დაწყებული მშენებლობა მთელი მე-XVII საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. მადრიდიდან 48 კმ-ით დაშორებული ეს სასახლე ვერსალის ”ესპანური მეტოქე” უნდა ყოფილიყო. საბოლოო სახე სასახლეს ორი საუკუნის შემდეგ ფერდინანდ VI-მ მისცა.