>#eminadnan

>ქართული ჟურნალისტიკა და მედია საბოლოოდ ჩაიძირა.
ჩაისვარეს. და არც კი სცხვენიათ.

სიტყვის თავისუფლებაზე რამდენს ბჭობენ, როგორ ”იბრძვიან” – და ამხელა ამბავი გამოეპარათ.

აზერბაიჯანელი ბლოგერები ემინ მილი და ადნან ჰაჯიზადე ორი თვის წინ დაიჭირეს და დღეს საბოლოოდ გაასამართლეს მხოლოდ იმ ბრალდებით, რომ ისინი მთავრობას აკრიტიკებდნენ, აშარჟებდნენ და დასცინოდნენ. ოფიციალური ბრალდება – ხულიგნობა.

2 წელიწადი იმისათვის, რომ ვირს ჩამორთვა ინტერვიუ – ბევრია თუ ცოტა?

ქართველ ჟურნალისტებს რა უჭირთ, სულ ვირებს არ ართმევენ ინტერვიუებს? სულ თავისუფლად თანაც…

ვიდეო #1 – ვირის ინტერვიუ

ვიდეო #2 – მსოფლიო ბლოგინგის ფორუმის ოფიციალური განცხადება

და ტექსტიც:

We, the bloggers, declare that rights and freedoms of Internet users, national and international, should be universal among states, people, territories and under any jurisdiction.

We, the bloggers, We consider that free blogging will be starting today one of the fundamental freedoms we earned and a human right.

We, the bloggers, will promote a world in which Internet users shall enjoy freedom of speech and belief and freedom from fear and repression in any form.

The bloggers united in Bucharest at the World Blogging forum are worried about the situation in Azerbaijan and support #EminAdnan as a Free Voice of the Internet and as a member of the World Blogging Family.

Advertisements

>უბრალოდ საქათმე

>უცხო კომპიუტერთან თავს ისე გრძნობ, როგორც საქათმეში შეპარული მელა: თითქოს ყველაფერი ნაცნობია, იცი, სად რა დევს და როგორ უნდა იყოს, მაგრამ მაინც სხვანაირია, შენი არაა.

წარმოიდგინეთ, მელას რომ საქათმე ააშენებინო, რა მაგარ რამეს იზამდა? საქათმე პლაზა ან საქათმე თაუერსს დაარქმევდა 🙂 გაანათებდა, გააევრორემონდებდა და ყველაზე კარგ საჭმელს დაუყრიდა…

ქათმებიც კმაყოფილები იქნებოდნენ, და დარაჯებიც – აი, მშვენიერი, სამაგალითო საქათმეო, იტყოდნენ. დარაჯიც და ქათმებიც ერთნაირი მოკლე ჭკუისანი არიან – საკუთარი ცხვირის იქით არ იხედებიან. ქათამს სითბო უნდა, კარგი დასაჯდომი (გინდა ქანდარა, გინდაც ხის ან მუყაოს ძველი ყუთი) და კარგი საკვები. დარაჯს კი რა უნდა – დროულად ერიცხებოდეს ხელფასი და დარაჯობით ბევრი არ დაიღალოს – ბევრი სირბილი და თავის შეწუხება არ უწევდეს. საწყალი ქათმები ყველას ფეხზე კიდია. ანუ ქათმების ბედი ყველას ახატია.

არადა, რას ემსახურება ეს საქათმე? მხოლოდ და მხოლოდ მელიის მუცლის ამოყორვას. ქათმები ვერ ხვდებიან, დარაჯებს ეზარებათ…

ძაღლის როლი კი არავის უნდა, თავის თავზე აიღოს…