ფოტოების ონლაინ რედაქტორები

ვინაიდან და რადგანაც, სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, მიწევს ბევრი ტრენინგისა და კონსულტაციის ჩატარება სოციალურ მედიაზე, გადავწყვიტე, ბლოგზეც დამემატებინა სპეციალური კატეგორია – სოციალური მედია.

აქ შევკრიბავ ყველა პოსტს სოციალური მედიის სერვისებისა და ინსტრუმენტების შესახებ.

პირველი პოსტი: ფოტოების ონლაინ ედიტორი – Picozu Editor

ამ სერვისის ყველაზე მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გაძლევთ საშუალებას, სწრაფად და მარტივად დაარედაქტიროთ ფოტოები (სურათები) იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს კომპიუტერზე არ გაქვთ დაყენებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა Adobe Photoshop, ან, უბრალოდ, თუ უცხო კომპიუტერთან ზიხართ და სასწრაფოდ გჭირდებათ ორი-სამი მარტივი ოპერაციის ჩატარება.

მეორე მსგავსი სერვისია (წესით უკვე ყველასათვის ცნობილი) – Picnik

Advertisements

>შოპინგი ქართულად

>ამას წინათ კომერსანტის რადიოში მოვისმინე საინტერესო ფრაზა – რომელიღაც ქართული ონლაინ-მაღაზიის მფლობელი წუხდა:

“მომხმარებლებმა უკვე თვითონ ისწავლეს საქონლის გამოწერაო, თანაც გადამზიდავ კომპანიებთან პირდაპირ ამყარებენ კონტაქტსო და ამიტომ ჩვენ ვზარალობთო”.

გასაგებია – ამას მომხმარებლები დებილები ეგონა და ამ გათვლით ქონდა აწყობილი ბიზნესი. კიდევ კარგი, რომ ვისწავლეთ უცხოური საიტებიდან საქონლის გამოწერა და საკმარისი გადამზიდავ/ჩამომტანი კომპანიებიც არსებობს.

თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა უცბად დაგჭირდა რამე საქონლის ყიდვა და ორი და სამი კვირაც არ გაქვს, რომ ელოდო, როდის ჩამოვა ცხრა მთას იქიდან.
სწორედ ამისთვის უნდა არსებობდეს ქართული, კარგი, მამა-პაპური შოპინგ-საიტები, არა?

მოდი გადავხედოთ ბაზარს – კომპიუტერული და სხვა ტექნიკის მაღაზიების გამოკლებით, მხოლოდ ტანსაცმელს და სხვა აქსესუარების შოპინგს გადავხედოთ:
http://myshop.ge
http://mymarket.ge
http://marketi.ge
http://www.1infoshop.com
http://akit.ge – მხოლოდ საათები
http://cupidon.ge – სექს-შოპი
http://fshop.ge
http://www.i-shop.ge
http://kidsshop.ge – საბავშვო მაღაზია
http://bestshops.ge
http://e-shops.ge

კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ნამდვილად ზედმეტი იქნება – ჯერ ამ სიას გადახედეთ და თქვით – იყიდდით კი ამ მაღაზიებში რამეს?

მე არცერთი არ მომეწონა – ზოგს ძიება არ უმუშავებს, ზოგზე – გამყიდველს ვერ დაუკავშირდები, ზოგზე ძველი და აწ უკვე გაყიდული საქონელი დევს…

ქართველო ონლაინ-გამყიდველებო – მოგიწოდებთ, უფრო კარგად იზრუნეთ თქვენს საიტებზე – ონლაინ-შოპინგი პერსპექტიული ბიზნესია და კარგადაც იხეირებთ 🙂

P.S. თუ რამე კარგი საიტი იცით, მომწერეთ და ჩავამატებ სიაში.