>საქართველოს ახალი სატელეფონო კოდები

>გაითვალისწინეთ – საქალაქთაშორისო კოდებში ცვლილებაა აპრილიდან – იხ. ქვემოთ მოყვანილი სია.

ივნისიდან კი შეიცვლება ტელეფონის ნომრებიც – მაგალითად, თბილისის ნომრები 7-ციფრიანი გახდება (ყველა ნომერს წინ 2-იანი მიემატება).
სხვა ქალაქებში ყველა ნომერი 6-ციფრიანი გახდება.

შეიცვლება ასევე 8-იანი და მას ჩაანაცვლებს 0.
მობილური ოპერატორების ნომრებიც შეიცვლება და 8-ს ყველგან 05 ჩაანაცვლებს.

თბილისი 32 (33 – რეზერვში)
აბაშა 412
ადიგენი 366
ამბროლაური 437
ასპინძა 364
ახალგორი 342
ახალქალაქი 362
ახალციხე 365
ახმეტა 349
ბათუმი 422
ბაღდათი 434
ბოლნისი 358
ბორჯომი 367
გაგრა 443
გალი 447
გარდაბანი 372
გორი 370
გუდაუთა 444
გულრიფში 448
გურჯაანი 353
დედოფლისწყარო 356
დმანისი 360
დუშეთი 346
ვანი 432
ზესტაფონი 492
ზუგდიდი 415
თეთრიწყარო 359
თელავი 350
თერჯოლა 491
თიანეთი 348
თიღვი 374
კასპი 371
ლაგოდეხი 354
ლანჩხუთი 494
ლენტეხი 436
მარნეული 357
მარტვილი 418
მესტია 410
მცხეთა 373
ნინოწმინდა 361
ოზურგეთი 496
ონი 473
ოჩამჩირე 445
რუსთავი 341
საგარეჯო 351
სამტრედია 411
საჩხერე 435
სენაკი 413
სიღნაღი 355
სოხუმი 442
სტეფანწმინდა 345
ტყვარჩელი 446
ტყიბული 497
ფოთი 493
ქარელი 369
ქედა 425
ქობულეთი 426
ქუთაისი 431
ყვარელი 352
შუახევი 424
ჩოხატაური 419
ჩხოროწყუ 417
ცაგერი 472
ცხინვალი 344
წალენჯიხა 416
წალკა 363
წყალტუბო 439
ჭიათურა 479
ხარაგაული 433
ხაშური 368
ხელვაჩაური 427
ხობი 414
ხონი 495
ხულო 423
ჯავა 347
Advertisements

>რა ღირს სანომრე ნიშნები?

>”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილია შემდეგი საფასურები:

1. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, 2-14 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, აგრეთვე დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა – 28 ლარი;

2. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 600 ლარი;

3. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 800 ლარი;

4. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 400 ლარი;

5. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 500 ლარი;

6. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 700 ლარი;

7. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 300 ლარი;

8. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 – 200 ლარი;

9. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 250 ლარი;

10. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 150 ლარი;

11. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტი შედგება პირისათვის სასურველ ასოთა კომბინაციისაგან – 10 000 ლარი;

12. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 350 ლარი;

13. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 300 ლარი;

14. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 250 ლარი;

15. სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა – 18 ლარი;

16. მოტოციკლის, მისაბმელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სანომრე ნიშნის გაცემა – 14 ლარი;

მექანიკური სატრანსპორტო საშულებათა გასხვისების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, პირი სანომრე ნიშანს აბარებს სარეგისტრაციო სამსახურს.

სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დაწესებულია საფასური არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი იმავე პირზე უსასყიდლოდ გადაცემა.

მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი პირს გადაეცემა სამუდამოდ.

წყარო

>რა ღირს სანომრე ნიშნები?

>სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა – 28 ლარი, გარდა:

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია ვარირებს 001-დან 009-ს ჩათვლით – 900 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 1200 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 700 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია ვარირებს 001-დან 009-ს ჩათვლით – 800 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 500 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო განსხვავებულია, ხოლო ციფრების კომბინაცია ვარირებს 001-დან 009-ს ჩათვლით – 200 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო განსხვავებულია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 300 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო განსხვავებულია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 100 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტი შედგება ფიზიკური პირისათვის სასურველი ასოთა კომბინაციისაგან – 50 000 ლარი. ამ შემთხვევაში ასოთა კომბინაცია არ უნდა აღeმატებოდეს შვიდ ერთეულს და არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, გეოგრაფიული ადგილის დასახელებას და/ან უხამსობას. ორი იდენტური სახელმწიფო სანომრე ნიშანი არ გაიცემა.

წყარო: police.ge