>Space Garbage

>

აი, ესეთია ჩვენი დედამიწა სინამდვილეში – კოსმიური ნაგვითაა გამოტენილი ჩვენი ორბიტა…

(წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა რაკეტებისა და თანამგზავრების ნარჩენები, ნატეხები და ნამსხვრევები, საწვავის ავზები, გადამწვარი თანამგზავრები…)

Advertisements

>ალბათ… კი არა, ნაღდად!

>

წავიდა…
გზა, ღამე, ვარსკვლავები, სიჩუმე და სიმშვიდე…

No network coverage – ვა, დაჟე?

რამდენი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ…
სადაც სიჩუმეა, და არავინაა, და სადაც მე და ღამე ვართ მარტო, და შორეული ცივილიზაციის ხმები დამახინჯებულად მოდის – ვერ გაიგებ, მანქანა ასიგნალებს თუ ქალი კივის…

ბუხარი და ღვინო. ისევ. ერთი განსხვავებაა – გარეთ დათბა და ბუხარი ისე ანთია, ლაითად, არა-გასათბობად.

კარი ღიაა და რაღაცა უცნაური ჩიტის ჭიკჭიკი გესმის. ღამის 2 საათზე? ამ ჩიტს არ ქვია Nachtigall (გერმ.)? ქართული სახელი არ მახსენდება… ღამეულს ნიშნავს. ოღონდ არა ღამურას 🙂

ისევ ამ ფიქრებთან ერთად ხარ მარტო.
და გაწვება ყველა მხრიდან. მილიონი.

პრობლემებს რა გამოლევს, აი მიდი და თუ ბიჭი ხარ, კარგი და პოზიტიური გამოარჩიე…
ჭირს, ხო?
რა გაქვს კარგი ცხოვრებაში, რითი ხარ ბედნიერი?

თითქოს არაფერია, ხო?

არადა, რამდენია…
თვალები გაქვს, ბრმა არა ხარ.
ენა გაქვს, მუნჯი არა ხარ.
ცხვირი გაქვს, სუნთქავ.
ყურები გაქვს – გესმის.
ხელები გაქვს – ორივე!!!
ფეხებიც ორივე.
ფეხებშუაც გაქვს რაღაც, და საკაიფოდ მუშაობს…
სამსახურიც გაქვს, და სახლიც.
და ოჯახი გყავს, და მანქანა გყავს (კახურად – გაქვს), და ფული გიდევს ჯიბეში, და თავში კიდე – ტვინი გიდევს.

და რაღაცეებს ეძებ, ვიღაცეებს იცნობ, რაღაცა შეგიძლია, ბევრი რამ – უბრალოდ იცი, კიდევ ბევრი რამე გაქვს, ძალიან მარტივი და შეუმჩნეველი, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ესაა, ბედნიერს რაც გხდის…

ადამიანი ხარ, და ცოცხლობ!
ამითი უნდა იყო პირველ რიგში კმაყოფილი, და არ დაგავიწყდეს – დანარჩენი იქნება.

გაანძრიე ეგ ხელ-ფეხი, და იქნება…

ამას წინათ მითხრა მეგობარმა, შენ ყველაზე პესიმისტური ოპტიმისტი ხარო…

მოდი და ნუ იქნები, წარმოიდგინე, მტკვრის პირას მოსეირნობ, აი ბარათაშვილი რო ლექსებს წერდა, სადღაც იმ მიდამოებში, და ქვევიდან შეჰყურებ განათებულ მეტეხს, ვახტანგ გორგასალს, ამ აკვანს შენი დასაბამისა და დასასრულის, ამ ძველ, დანგრეულ და დაკოჩებულ სახლებს და აივნებს და გიხარია, რო შენია, შენიანისაა, შენნაირის გაკეთებულია…
და უცბად ხედავ: ერთ-ერთი უმშვენიერესი ხის რიკულებიანი აივნის გვერდით რომ ფერადი ვიტრაჟებიანი ფანჯარაა, იღება, და უცხო ქალის ლამაზი მკლავი, სპილოსძვლისფერი როა ამ გიჟი მთვარის შუქზე, ძლიერი მოქნევით პირდაპირ მტკვარში გადაუძახებს ლამაზად, ფერად ცელოფანში გახვეულ და საგულდაგულოდ შეკრულ, მთელი დღის დაგროვებულ საყოფაცხოვრებო ნაგავს…

დედა მოვტყან.

>მეხსიერებაში მოტივტივე ნაგავი

>რატომღაც:

Stuvrygatan – ვიღაცის მისამართი სადღაც

Buraca, Portugal – ძალიან ლამაზი და პატარა ქალაქი

oh, shit, fuck, god damn it… – აკვიატებული მარაზმატიკული ფრაზა, რომელიც სინამდვილეში ჩემს განწყობას არ გადმოსცემს…

You’d kill yourself for recognition – Radiohead-ის სიმღერიდან

სიტყვა Just – ყველაფერზე, ყველგან

ეკბატანა – მიდიის დედაქალაქი

ტიხუანა-შინდარა და შინდი-ჰუხი – წარწერა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ბოლო ორ ტომზე (მე-10 და მე-11 ტომები)

კიდევ უამრავი ნაგავი, ნაგლეჯი მიტრიალებს თავში… არ ვიცი, საიდან მოვიდა, არც ის ვიცი, სად წავიღო…

დავწერე, იქნებ ასე მაინც მომშორდეს… ბოლო-ბოლო, ეს ბლოგიც ხომ მაგიტომ მაქვს – რომ ვწერო, მოვიშორო, თორემ ვივსები, და გადმოდის, და იღვრება…