>დერვიშები

>სულიკო 1

სულიკო 2

სულიკო 3

სულიკო 4

მართალია, ზუსტად არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს ტერმინი ”პოსტმოდერნ პანკი”, მაგრამ არა უშავს.
კარგი პროექტია.

Advertisements

>Music. Non stop

>music lover: one & more
By Wollbinho

ამ ბოლო დროს ძალიან მომაკლდა მუსიკა.

ყველანაირი მუსიკა მომაკლდა – ჯაზიც, ელექტროც, პოპიც.

ჯაზი ძირითადად მუზისთვის მჭირდებოდა, სამსახურში ან სახლში სამუშაოდ, კომპიუტერთან ჯდომისას.

ელექტრო – როცა რამე ისეთი საქმე გაქვს, ”დრაივი” გჭირდება, ან მანქანით მიიჩქარი სადმე, ან კლუბში… თუმცა, ბოლო სამი წელიწადია, კლუბური მუსიკა და მისთანები რატომღაც აღარ მიტაცებს. მგონი ჰასაკის ბრალი უნდა იყოს.

>მიშა მდინარაძის მუსიკა

>http://cache.reverbnation.com/widgets/swf/40/pro_widget.swf

ძალიან მომეწონა.
თუმცა, სადავოა – რა უნდა ადამიანს და რა არ შეუძლია, ან რატომ არ შეუძლია, ან თუნდაც: თუ არ შეუძლია, რატომ უნდა…

მაგრამ მუსიკა მაგარია.
აქაა მისი 75 სიმღერა, აქ კი შეგიძლიათ პროფაილი მოინახულოთ.

ანდა, აქვე ჩავსვამ მთელს რეპერტუარს:
http://cache.reverbnation.com/widgets/swf/40/pro_widget.swf

>Brimful of Asha

>http://vimeo.com/moogaloop.swf?clip_id=5719106&server=vimeo.com&show_title=1&show_byline=1&show_portrait=0&color=&fullscreen=1
Cornershop – Brimful of Asha from Luaka Bop on Vimeo.

There’s dancing behind movie scenes
Behind the movie scenes – Sadi Rani
She’s the one that keeps the dream alive,
From the morning, past the evening,
Till the end of the light
Brimful of Asha on the forty-five
Well, it’s a brimful of Asha on the forty-five
Brimful of Asha on the forty-five
Well, it’s a brimful of Asha on the forty-five
and singing illuminate the main streets and the cinema aisles
We don’t care about no government warning
about that promotion of the simple life and the dams they are building

CHORUS
Everybody needs a bosom for a pillow,
everybody needs a bosom
Everybody needs a bosom for a pillow,
everybody needs a bosom
Everybody needs a bosom for a pillow,
everybody needs a bosom

Mine’s on the forty-five
Mohammed Ruffi (forty-five)
Lata Mangeshka (forty-five)
solid state radio (forty-five)
ferguson mono (forty-five)
Mon public (forty-five)
Jacques Dutronc and the Bolan Boogies
the Heavy Hitters and the chi chi music
All Indian radio (forty-five)
two in ones (forty-five)
ovvo records (forty-five)
trojan records (forty-five)

CHORUS

CHORUS 2

7-7,000 piece orchestra set
everybody needs a bosom for a pillow mines on the RPM…

CHORUS

CHORUS

>ნონსტოპ

>როგორც წესი, მუსიკას ვუსმენ ხოლმე, როცა კომპთან ვზივარ და რამის დაწერას ვაპირებ.
მეხმარება, სტიმულს მაძლევს, მახალისებს, მაფხიზლებს, ამაღელვებს.

მიყვარს ფილმები, სადაც კარგი მუსიკაა. აი შეიძლება სულაც არაფერი ხდებოდეს ფილმში, უმარტივესი შინაარსი ქონდეს, მაგრამ კარგი მუსიკით იყოს გაჯერებული – ეს ფილმსაც გაწონებს და მუსიკის მოძებნის წყურვილსაც გიჩენს.

იქექები მერე IMDB-ში, last.fm-ში და მრავალ სხვა საიტზე – რომ მიაგნო იმ ერთ მოწონებულ მელოდიას ან კომპოზიციას.

ზოგიერთი მელოდია აგეკიდება და დიდხანს გრჩება, წებოსავითაა და ვერ იშორებ.
ზოგიერთი ჰანგები კარგად დავიწყებულ ძველს გავს (ან სულაც, არის) და ისევ გახსენდება.

ზოგი კი არაფრად ვარგა და ტყუილად უსმენ. ფაქტიურად აუდიო-ნაგავია.
დაახლოებით 100 GB მუსიკა მაქვს (კომპიუტერში, დისკებზე, აიპოდზე…) – მაგრამ ვერაფერს ვეღარ ვუსმენ. აღარ მაინტერესებს. ყველაფერი ზეპირად ვიცი, თითქოს ამოვწურე – აღარ მაძლევს არაფერს.

არადა, წაშლაც მენანება. ცოდოა ამდენი ემოციის და მოგონების წაშლა. თითოეულ სიმღერას, მელოდიას, შემსრულებელს, ალბომს თავისი დრო აქვს, თავისი განცდა და თავისი მოგონება.
ზოგი იმ დროს მაგონებს, ათასობით კილომეტრის მოშორებით რომ ვიყავი სახლიდან.
ზოგი კი იმ დროს, სახლში რომ მარტო ვიყავი ხოლმე და ზამთრის ცივ ღამეებს ვატარებდი ბუხართან.
ზოგს ცრემლი მოყავს, ზოგს ღიმილი.

ახალ მუსიკას ვეძებ

ვიდეო 1 – ჯელი როლ მორტონი, რომელსაც ასევე ”ჯაზის გამომგონებელს” უწოდებენ (თვითონ დაირქვა, მაგრამ უარი აღარავინ უთხრა)

ვიდეო 2 – ფერენც ლისტი, უნგრული რაფსოდია №2 (ტომისა და ჯერის შესრულებით)

>33ა – უსიყვარულოდ

>ძალიან მომეწონა, თუმცა სახელი არ ვიცი.
საიდან მაქვს, ეგეც არ ვიცი – სადღაც ვიპოვნე, გადმოვიწერე…

http://muzicons.com/musicon_v_srv_new.swf