მუსიკა, რომელიც არ ისმის

ერთი უცნაური იდეა დამებადა, შტეფან ბოდზინის ბოილერ რუმის ლაივ სეტის მოსმენისას.

აი დიჯეი რომ უკრავს და სხვადასხვა სემპლები გამოყავს, რომ ჩვენ მოგვასმენინოს, ის, დანარჩენი ხმებია საინტერესო – რომლებიც არ გვესმის. ანუ ეს, იგივე სემპლი რომელსაც დიჯეი თიშავს, და ასევე ყველა სხვა საუნდი, ხმა, ეფექტი, რაც გათიშული აქვს – როგორ ჟღერს?

უბრალოდ თიშავს თუ ხმას უწევს და ისინი თავისთვის აგრძელებენ დაკვრას, უსულო სამყაროში, სადაც არაფერი ისმის? სადაც ვერავინ გაიგებს მათ ვედრებას, სადაც მათი ვიბრაცია არცერთ ობიექტს არ მოხვდება, რომელიც მათ მიიღებს ან აირეკლავს?

ცოტაოდენი სტატისტიკა

მნიშვნელოვანი მოღვაწეები ხელოვნებაში, ლიტერატურაში, მუსიკასა და მეცნიერებაში – 1400-დან 1950 წლამდე.

output_MoNHnJ

Marqués de los Jardines de Aranjuez

ცნობილი მუსიკალური თემა – არანხუესის კონცერტი.

ასობით და ათასობით ინტერპრეტაციებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა – შესრულებულია ჯიმ ჰოლის მიერ 1975 წელს. ამაზე უკვე ორი წლის წინ დამიწერია – თურმე ამდენი ხანია, ”ჩახვეული” მაქვს.

ოფიციალური ალბომიდან:

Recorded at the Van Gelder Studio, Englewood Cliffs, New Jersey on April 16 & 23, 1975. Jim Hall (guitar); Don Sebesky (conductor); Paul Desmond (alto saxophone); Chet Baker (trumpet); Roland Hanna (piano); Ron Carter (bass); Steve Gadd (drums).

ამ შესანიშნავი მუსიკის ავტორს, ესპანელ ბრმა კომპოზიტორს ხოაკინ როდრიგოს 1991 წელს ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოს პირველმა არისტოკრატიული ტიტული (ქართულად: თავად-აზნაურობა) უბოძა და არანხუესის ბაღების პირველი მარკიზი უწოდა.

როდრიგომ ეს კომპოზიცია 1939 წელს პარიზში დაწერა. მან და მისმა მეუღლემ თქვეს, რომ კომპოზიცია რამდენიმე მოვლენას მიეძღვნა: თაფლობის თვეს, რომელიც მათ ერთად გაატარეს არანხუესის სამეფო სასახლეში, პირველი შვილის გარდაცვალებას და გერნიკის დაბომბვას.

გერნიკის დაბომბვას  პაბლო პიკასომაც მიუძღვნა რაღაც (წაიკითხეთ ”ომამდე ტანკისტის” კილოთი):

გერნიკა. პაბლო პიკასო, 1937

ორიოდე სიტყვა არანხუესის სამეფო სასახლეზე – ფილიპე მეორეს მიერ დაწყებული მშენებლობა მთელი მე-XVII საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. მადრიდიდან 48 კმ-ით დაშორებული ეს სასახლე ვერსალის ”ესპანური მეტოქე” უნდა ყოფილიყო. საბოლოო სახე სასახლეს ორი საუკუნის შემდეგ ფერდინანდ VI-მ მისცა.

>Любимый мой, родной…

>იმ მრავალ დადებით ეფექტთან ერთად, რაც ადამიანის მშობლად ქცევას მოაქვს, არის ერთი გვერდითი მოვლენაც: ბავშვობის გახსენება.

ამ გვერდით მოვლენას ორი მხარე აქვს – დადებითი და უარყოფითი.
უარყოფითი მხარეა, როდესაც პირველ-მეორე-მესამე-მეოთხე კლასელ შვილთან ერთად ზიხარ და პითაგორას იზეპირებ, ან მეხუთე-მეექვსე-მეშვიდე-მერვე კლასელთან ერთად ხაზვას ან ფიზიკა/ქიმია/ბოტანიკას სწავლობ თავიდან.
დადებითი მხარე კი ესაა – როდესაც მულტფილმებს უყურებ შენს შვილთან ერთად და ცდილობ, შენი ბავშვობის საყვარელი მულტფილმებიც გააცნო და შეაყვარო.
სწორედ აქ იჭერ მთავარ კაიფს 🙂

მოუსმინეთ სიმღერას კლავდია შულჟენკოს შესრულებით:

http://www.divshare.com/flash/audio_embed?data=YTo2OntzOjU6ImFwaUlkIjtpOjQ7czo2OiJmaWxlSWQiO2k6MTQyMzk0Nzg7czo0OiJjb2RlIjtzOjEyOiIxNDIzOTQ3OC02MjgiO3M6NjoidXNlcklkIjtpOjg2NTA7czoxMjoiZXh0ZXJuYWxDYWxsIjtpOjE7czo0OiJ0aW1lIjtpOjEyOTk0MDIzMTk7fQ==&autoplay=

და ნახეთ მულტფილმი:

P.S. ყველაზე მაგარი კი ისაა, უცბად კარგ მელოდიას ან სიმღერას რომ აღმოაჩენ 🙂

>ფსიქოდელიური ფლეშ გასართობი

>რამდენჯერმე დაკლიკეთ ცარიელ ადგილზე და …

http://img1.liveinternet.ru/images/attach/c/1//3787/3787347_pulsate.swf

… და ხმას აუწიეთ 🙂

>Palmbomen – Moon Children

>http://www.divshare.com/flash/audio_embed?data=YTo2OntzOjU6ImFwaUlkIjtzOjE6IjMiO3M6NjoiZmlsZUlkIjtpOjEyNDg0NjQ1O3M6NDoiY29kZSI7czoxMjoiMTI0ODQ2NDUtYmJiIjtzOjY6InVzZXJJZCI7aTo4NjUwO3M6MTI6ImV4dGVybmFsQ2FsbCI7aToxO3M6NDoidGltZSI7aToxMjgzODUyMjUzO30=&autoplay=default

გადმოსაწერად დაკლიკეთ აქ.