>10 აპრილი 2009

>ნიკო ნერგაძის ბლოგზე (რადიო თავისუფლების საიტზე) შესანიშნავი მიმოხილვა (მომავლის ხილვა) ვნახე და ცოტას წაგაკითხებთ – დანარჩენი კი თქვენ თვითონ მის ბლოგზე ნახეთ 🙂

(ახდენის შანსი 5.24%) – თბილისის თავზე ახალი, სამფეროვანი დროშა ფრიალებს – თეთრი, ლურჯი და წითელი. სახინკლეების ადგილას ყველგან საპელმენეა გახსნილი. ხაშის ნაცვლად მენიუში ბორშჩი წერია, ჩიხირთმა კი მჟაუნის სუპმა ჩაანაცვლა. სკოლებში ქართულად ლაპარაკი აიკრძალა – დამრღვევებს ხელზე სახაზავს ურტყამენ. აეროპორტში გაუქმებულია ყველა ფრენა, ერთი მიმართულების გარდა. სამაგიეროდ იაფია იმ ერთი მიმართულების ბილეთი – 37 პირობითი ერთეული ღირს. შეიცვალა საქართველოს გერბიც. ახლა მასზე რუსის ჩექმაა გამოსახული. ახალი ეროვნული ჰიმნია “ეი, უხნემ!”. ახალი ჰიმნის შესრულებისას (”ოერტეზე”) მთელი ქვეყანა უმძიმეს დეპრესიაში ჩავარდა. იცინოდა მხოლოდ ერთი კაცი. აბა გამოიცანით, ვინ?

(ახდენის შანსი 65.99%) – საქართველო დაეცა. რუსთაველის გამზირზე ორკები დათარეშობენ. სამეგრელო ტროლებმა აიღეს. კახეთი ურუკ-ხაის ერგო. ყველაზე მეტ ხანს სვანეთმა გაძლო – აქ ადამიანები და დევები გვერდიგვერდ იბრძოდნენ და ცდილობდნენ მომხვდურს გამკლავებოდნენ, მაგრამ მოკვდავები გველეშაპებს რას დააკლებდნენ. საქართველოში ბნელა. ქვეყანას შავი, არაბუნებრივი ღრუბლები გადაჰფარვია. ექსპერტები ამბობენ, ცა არასოდეს გაიხსნებაო. მთის წვერნი შტერად დგანან. დუმილი გამეფებულა. მხოლოდ შორით თუ გაიგონებთ ქალის მწარე ქვითინს.

Advertisements

>Last Days on Earth

>კაცობრიობისა და სამყაროს მომავალი – 7 სხვადასხვა შესაძლო სცენარი…

ფილმის ხანგრძლივობა – 1:22:22 სთ.
ინგლისურად.

დაუფიქრდით…

http://video.google.com/googleplayer.swf?docId=-3553079034810235653&hl=en

ავტორებისაგან:

The world’s top scientists describe seven riveting scenarios detailing the deadliest threats to humanity. Some can destroy the planet, others have the ability to render us extinct, and all have the power to destroy civilization. “Last Days on Earth” goes beyond science fiction to science fact. Using state-of-the-art visual effects, it will take viewers on a journey that is both breathtaking and terrifying, from the outer reaches of the universe to the inner world of DNA, with an around-the-globe tour in between.