მე რომ მოვკვდები…

მე რომ მოვკვდები, იწვიმებს და მზე იქნება.

მე რომ მოვკვდები, არავინ არ იტირებს.

მე რომ მოვკვდები, 21–ე საუკუნე იქნება. ან 22–ე.

მე რომ მოვკვდები, ფანტასტიკური მომავალი უკვე რეალობა იქნება.

მე რომ მოვკვდები, კრემაცია უკვე იარსებებს.

მე რომ მოვკვდები, სასაფლაოებზე ანიმირებული, LCD-ეკრანები იდგება ქვაზე ამოტვიფრული სურათების მაგივრად.

მე რომ მოვკვდები, ჩემს საფლავზე დადგმულ დიდ ეკრანს iSight კამერა ექნება.

მე რომ მოვკვდები, ჩემი საფლავის iSight კამერა მოსანახულებლად მოსულ ჭირისუფალს ამოიცნობს და ჩემი ანიმირებული სურათი შესაბამისად მიესალმება: ახლო ნათესავს და მეგობარს – ღიმილით; შორეულ ნათესავს – ზრდილობიანი, თავშეკავებული თავის დაკვრით; უცხო გამვლელს – სასაცილო პოზებით და გრიმასებით.

მე რომ მოვკვდები, არ მოვკვდები და ჩემს ტვინს პროცესორში გადაიტანენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ ჩემ ტვინიან პროცესორს რობოტში ჩადგამენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ რობოტს ძაღლის ან გუვერნანტი ქალის ფორმას მისცემენ.

მე რომ არ მოვკვდები, ამ რობოტ–ძაღლს (ან გუვერნანტს) ჩემს შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს აღმზრდელად მიუჩენენ.

მე რომ მოვკვდები, მკვდარი არ ვიქნები.

Advertisements

მომავლის ხომალდები

მერე რა, რომ აეროფლოტია – გაადიდეთ და წაიკითხეთ წვრილად დაწერილი ტექსტი.

საქართველო ისეთი ქვეყანაა…

სადაც არავის არაფერი არ მოსწონს.
მეზობლებს არ მოსწონთ სხვისი ფანჯრებიდან წამოსული მუსიკა. მშობლებს არ მოსწონთ შვილების საქციელი. ბავშვებს არ მოსწონთ სკოლა. სკოლას არ მოწონს რეფორმა, რეფორმას არ მოწონს კადრები, კადრებს არ მოწონს საპენსიო გარანტიები, საპენსიო გარანტიებს არ მოწონთ ინფლაცია, ინფლაციას არ მოწონს სტაბილურობა, სტაბილურობას არ მოწონს ინერტულობა, ინერტულობას არ მოწონს სულსწრაფები, სულსრაფებს არ მოწონთ ზარმაცები, ზარმაცებს არ მოწონთ აქტიურები, აქტიურებს არ მოწონთ პასიურები, პასიურებს არ მოწონთ ოპტიმისტები, ოპტიმისტებს კი, თავის მხრივ – პესიმისტები…

მეგობრებს არ მოსწონთ ის კაფე; არა – აი ის ბარი; არა, მოდი სხვაგან წავიდეთ, ეგ მომბეზრდა, ის არ ვარგა, ეს გოიმურია, ის კიდევ საშინელებაა.

თანამშრომლებს არ მოსწონთ უფროსები, უფროსებს – მათი ქვეშევრდომები, დამლაგებლებს არ მოსწონთ დაცვა, დაცვას – მძღოლები, მძღოლებს არ მოსწონს პატრული, პატრულს არ მოსწონს სკვერებში ლუდი, ლუდს არ მოწონს ლიმონათი, ლიმონათს კი რძის პროდუქტი, რძის პროდუქტის მწარმოებელს არ მოწონს მომხმარებელი, მომხმარებელს არ მოწონს პოპული და ჯიმარტი, ამ ორს კი არ მოწონს გუდვილი, გუდვილს არ მოწონს კიდევ სხვა ქსელი, სხვა ქსელს არ მოწონს ვაი-ფაი, ვაი-ფაის არ მოწონს საკაბელო ტელევიზია, საკაბელო ტელევიზიას არ მოწონს ოპოზიციური არხები, ოპო-არხებს არ მოწონთ სხვა ჟურნალისტები, ჟურნალისტებს არ მოწონთ პოლიტიკური ესტებლიშმენტი, პოლიტიკურ ესტებლიშმენტს არ მოწონს, როცა ედავებიან; მთავრობას არ მოწონს ოპოზიცია, ოპოზიციას კიდევ – ერთმანეთი…

ისე, ერთმანეთი საერთოდ არავის არ მოსწონს – და-ძმა თმებს აწიწკნის, ცოლ-ქმარი ჩხუბობს, უბნელები ცემენ ერთმანეთს, კოლეგები ინტრიგებს ხლართავენ, კონკურენტები ერთმანეთს ძირავენ…

არავის არაფერი არ მოსწონს ამ ქვეყანაში, გარდა წარსულზე ოცნებისა.
მე კი წარსულზე ოცნება არ მომწონს – წინ გავიხედოთ, ამხანაგებო!
წინ, ნათელი მომავლისაკენ!

>მომავლის ტრანსპორტი – Audi RSq Concept

>

ფილმიდან ”მე, რობოტი”

>მომავლის ტრანსპორტი – Jetpack

>ავლაბრიდან საბურთალომდე 7 წუთში მიფრინდება 🙂

>ICON Aircraft

>თქვენ დიდ და საცობებით გადატვირთულ ქალაქში ცხოვრობთ?
დილა-საღამოს რამდენიმე საათს ატარებთ სხვადასხვა საცობებში?
გაწუხებთ სმოგი?

თუ კი – მაშინ ჩვენი კლიენტი ყოფილხართ!

როგორ მოგწონთ მომავლის ტრანსპორტი?