>ცვალებადი

>

მიყვარს მზიანი დღეები, როცა ფერები მკვეთრად ჩანს, თბილა და ხალხი იღიმის. თბილისს რომ ორთქლი ასდის და დილით რომ ბრუნდები სახლში.

მიყვარს წვიმიანი დღეები, თუ სახლში ზიხარ და არსად გადიხარ. თბილად ხარ, ტელევიზორთან ან კომპთან (წიგნებმა ტუალეტში გადაინაცვლა – იქ ვკითხულობ ხოლმე, იმიტომ რომ wifi არ იჭერს)

მიყვარს სუსხიანი საღამოები, ამოსუნთქული ნახშირორჟანგი რომ იყინება და პატარ-პატარა ნაბიჯებით რომ დასეირნობ, ფეხი რომ არ დაგიცდეს.

მიყვარს შემოდგომის პირველი ქარები, მანქანით რომ მოსეირნობ ნახევრად ცარიელ ქუჩებში და ფოთლებს რომ გაყრის საქარე მინაზე.

მიყვარს ზაფხულის გრილი საღამოები, შორტებით, შლოპანცებით და ჯემპრით რომ ზიხარ ეზოში, ლუდს სვამ, ეწევი და კარტს თამაშობ.

მიყვარს გაზაფხულის დღეები, მოსასხამი რომ აღარ გჭირდება და ჰალსტუხიან ლანჩზე რომ მიდიხარ, ახლადგაპარსულზე მოდური სუნამო და სიგარეტის სუნი რომ აირევა ერთმანეთში და კარგ ხასიათზე გაყენებს.

მიყვარს ბნელი ღამეები, ახალი ნაწვიმარი რომაა და შუქნიშნებს ირეკლავს ასფალტი – რომ ვერ გაარჩევ, სად მიწაა და სად – ცა.

Advertisements

>ტესტი – რელიგიომეტრი

>ბოლოდროინდელი რელიგიური დისპუტების გამო გადავწყვიტე, ეს პოსტი ამომეწია:

ეს ტესტი რელიგიის მიმართ დამოკიდებულების შესახებ (უიმ, რა ჩახლართულია) ვიპოვნე დოდკას ბლოგზე

და აი ჩემი შედეგებიც:

  • Иудаизм: 36%
  • Буддизм: 53%
  • Агностицизм: 75%

Вы – агностик. Агностики не верят в бога (богов), но при этом не отрицают, что бог или боги существуют. Многие считают агностицизм одной из веток атеизма, хотя не все агностики любят, когда их называют атеистами. Вполне очевидно, что не все атеисты являются агностиками (в частности, агностиками не являются так называемые “позитивные атеисты”, которые утверждают, что бога не существует). Агностики полагают, что существование или несуществование бога не может быть доказано.

  • Атеизм: 43%
  • Христианство: 59%
  • Сатанизм: 33%
  • Ислам: 46%
  • Язычество: 57%
  • Индуизм: 59%

>load

>

დილა ადრე დაიწყო.
სადღაც 7:30

ძაღლი ხელს გილოკავს და ადექიო, წკმუტუნებს
კატას შია და კნავის.

სასიამოვნო ნიავი უბერავს და დილით საძოვარზე მიმავალი ძროხების ზარების რაკუნი გესმის.

ნახევრად მძინარე, აგვარებ შინაური ცხოველების საუზმის საკითხს და ჩადიხარ პირველ სართულზე, დიასახლისს/მომვლელს/მოჯამაგირეს აღვიძებ – ნიიიინ, ყავა მინდაააა…

სულ გავიწყდება, რომ ტრუსიკით ხარ და ბოლო-ბოლო, უზრდელობაა, სხვა თუ არაფერი.

აბაზანაში შედიხარ და სიგარეტს უკიდებ. ონკანს უშვებ, აბაზანის კიდეზე ჩამოჯდები და ელოდები, როდის წამოვა ცხელი წყალი.

შხაპი გაფხიზლებს და პირსახოცმოხვეული და სველი გადიხარ სასაუზმოდ.

8:00
აღვიძებ დას (რა თქმა უნდა, ურეკავ, თორე მესამე სართულზე ამსვლელი ხარ?) – თბილისში უნდა წაიყვანო.

ყავა, სიგარეტი, ახალი ამბები, ახალგამომცხვარი პური (ეტყობა მოიტანა შაქრო ძიამ), ყველი, კარაქი, ტროპიკული ხილის წვენი…

ფეხი ფეხზე გადაიდე და ელოდები.
ელოდები სიფხიზლეს, რომელიც ყავამ უნდა მოიტანოს.
ელოდები შენს დას, რომელმაც ჩანთა უნდა ჩაალაგოს.
ელოდები მზეს, რომელმაც უნდა გამოანათოს.
ელოდები სმს-ს.
ელოდები კარგ ხასიათს.
ელოდები ღიმილს, რომელიც სადღაც გულიდან უნდა წამოვიდეს, სახეზე ამოხოხდეს და მოკუმული ტუჩები ოდნავ დამანჭოს.
ელოდები სამსახურში წასვლას.
ელოდები …

>სექსი

>

რაღაც მომენტში დავიჭირე საკუთარი თავი – შეიცვალე ხო?

ადრე არასოდეს არ გრჩებოდა სანთებელები, არ კარგავდი, ვერ იტან საერთოდ მწეველებს, რომლებსაც სანთებელები თან არ დააქვთ.

ეხლა კიდე – არასოდეს აღარ მაქვს ხოლმე სანთებელა. რავი, მკიდია რაღაცნაირად 🙂
სულ ვკარგავ და მრჩება – რა ვქნა 😉

ხოო, კიდე სულ ვაგვიანებ. ყველგან, ყველასთან, ყველაფერზე ვაგვიანებ.

Damn it, რა ჯანდაბაა ჩემს თავს? აღარ ვარ ისეთი პედანტი, ადრე რომ ვიყავი?

და ბევრი წვრილმანი აღარ მაღელვებს, რასაც ადრე უუუდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი.

ეს კარგია.

Things gonna change – მითხრეს შარშანწინ.
And hell yeah – they’ve changed.

>ძმაკაცის ძმაკაცის მამა

>ხო.

ჩემი ძმაკაცის კიდევ ერთი სხვა ძმაკაცის მამა შემხვდა.

ერთ დროს ბრგე, ეხლა კი საკმაოდ მოტეხილი.
ზედმეტად.

ვერ ვიტან ამ ქართულ სიყვარულის ახსნებს – ”შენ ხო იცი ჩემ ბიჭს როგორ უყვარხარ”… ”პატივს გცემს”…

ბლა ბლა ბლა

კარგი რა.

ხოოდა.

კიდე კრიტიკის ქარ-ცეცხლი გავიარეთ მე და ჩემმა ბლოგმა.
ხოო, კომენტარს ველით სულმოუთქმელად ორივე.

კიდე მაზუთიანი ტატუიროვკა ვნახე.

კიდე შემხვდა ნაცნობები და უცნობები. ბევრი.

კიდე ხვალ დაბდღეზე მივდივარ ქალაქგარეთ.

კიდე ბევრი ვილაქლაქეთ.
კიდე მინდა…

ხოდა რა გითხრათ, რით გაგახაროთ, მივყვები ასე ამ ცხოვრების დინებას, ხანდახან საინტერესო რამეს თუ შევნიშნავ, მოვიქნევ ხელს ერთი-ორჯერ და ახლოს მივცურავ, შევათვალიერებ, შეიძლება ცოტა დიდხანს შევყოვნდე, მერე თავს ვანებებ და ისევ მივყვები დინებას…

გზაში რამდენი რამე გვხვდება – მედუზები, მთიდან მეწყერს წამოყოლილი მორები, პლასტმასის ბოთლები, ნაპირზე ტიპები მანქანებს რეცხავენ, ვიღაცეები ტანსაცმლით ბანაობენ, ზაგარს ღებულობენ სხვები, აქვე ვენახები და ბაღებია ან ყანები გაშენებული…

მორევები და ჩანჩქერებიც ბევრია ცხოვრებაში… მთავარია, ცურვა იცოდე.

და ის კუნძულიც გამოჩნდება, ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი რომ აფარებდნენ თავს.
პიტერ პენი რომ ცხოვრობდა მარად უბერებელ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად.
კაპიტანი ბლადი რომ იპყრობდა.
სულ წვიმა რომ მოდის.

ხანდახან ძალიან მწარედ მოგხვდება ხოლმე რომელიმე მორი. ძალიან გტკივა, გგონია რომ ეხლა გული წაგივა და ჩაიძირები… მაგრამ ისიც გახსოვს, გაანძრიე ხელი და გეშველებაო… ხოდა მიცურავ. კუნძულისკენ.

P.S. ნუ მიზაკაზებთ რა პოსტებს, მეძინებოდა და თქვენი გულისთვის ჩავრთე ეს კომპი ტიალი (ტიალი, ოხერტიალი…)
😉

>Привет из Батума

>
ბათუმი ისევ ისეთი ნესტიანია.

კინაღამ დამეძინა გზაში? არა, უბრალოდ გავითიშე, თანამშრომლების სულელურ დისკუსიას გამოვეთიშე და ყურსასმენებში ვუსმენდი მუსიკას.

ეტყობა წამიღო 😉

140 სიჩქარეზე დაძინება არც თუ ისე კაი იდეაა 😉

ხოოდა.

წვიმს, სველა, ცივა, დაღლილი ხარ და გეძინება, კომენტარებში დისკუსიაა – უნდა ვუპასუხო, მილიონი მეილი უნდა წაიკითხო, მეილზევე მოსულ ინტერვიუებზე პასუხები უნდა დაწერო, ახალი ქემელი (არალაითი) უნდა იპოვნო ამ ქალაქში, გიხარია რომ ბათუმში ხარ და არა წყალტუბოში, გერმანიამ ხორვატიასთან წააგო – ძალით გაყურებინეს, ლუდი დალიე, საღამოს გარეთ გასვლა დაგეზარა და სეირნობის მაგივრად ნომერში ზიხარ, გირეკავენ და ამბებს გიყვებიან – ყველაზე მეტად გინდა იქ იყო ეხლა, და არა აქ.

ჯომარდობაზე ვინ წამოვა?

>ოთხშაბათი

>ის მაინც ბრუნავს.

და ყველაფერი ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი.

და ტრიალებს.

და გახრჩობს.

ცხელა თუ ცივა, არ იცი.

გინდა თუ არ გინდა, ეგეც არ იცი.

მიფრინავენ და მოფრინავენ – გაატრაკეს უკვე, ამათი დედაც, ჯეკ!

მართლა ოღონდ.

დღეს იმდენჯერ დაგირეკა ტელეფონმა, რომ გეგონა, ბოლოს გააფრენდი.

საღამოს 8 საათია და მაინც სამსახურში ზიხარ, რატომ – ოღონდ უკვე აღარ იცი.

წასასვლელი არა გაქვს კი არა, იმდენი გაქვს, რომ ნუ იტყვი.

ოღონდ შენ არსად არ გინდა. არავინ არ გინდა. არავისთვის არ გინდა. არაფერი არ გინდა. არანაირი არ გინდა. არასოდეს აღარ გინდა.

საერთოდ