>შოპინგი ქართულად

>ამას წინათ კომერსანტის რადიოში მოვისმინე საინტერესო ფრაზა – რომელიღაც ქართული ონლაინ-მაღაზიის მფლობელი წუხდა:

“მომხმარებლებმა უკვე თვითონ ისწავლეს საქონლის გამოწერაო, თანაც გადამზიდავ კომპანიებთან პირდაპირ ამყარებენ კონტაქტსო და ამიტომ ჩვენ ვზარალობთო”.

გასაგებია – ამას მომხმარებლები დებილები ეგონა და ამ გათვლით ქონდა აწყობილი ბიზნესი. კიდევ კარგი, რომ ვისწავლეთ უცხოური საიტებიდან საქონლის გამოწერა და საკმარისი გადამზიდავ/ჩამომტანი კომპანიებიც არსებობს.

თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა უცბად დაგჭირდა რამე საქონლის ყიდვა და ორი და სამი კვირაც არ გაქვს, რომ ელოდო, როდის ჩამოვა ცხრა მთას იქიდან.
სწორედ ამისთვის უნდა არსებობდეს ქართული, კარგი, მამა-პაპური შოპინგ-საიტები, არა?

მოდი გადავხედოთ ბაზარს – კომპიუტერული და სხვა ტექნიკის მაღაზიების გამოკლებით, მხოლოდ ტანსაცმელს და სხვა აქსესუარების შოპინგს გადავხედოთ:
http://myshop.ge
http://mymarket.ge
http://marketi.ge
http://www.1infoshop.com
http://akit.ge – მხოლოდ საათები
http://cupidon.ge – სექს-შოპი
http://fshop.ge
http://www.i-shop.ge
http://kidsshop.ge – საბავშვო მაღაზია
http://bestshops.ge
http://e-shops.ge

კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ნამდვილად ზედმეტი იქნება – ჯერ ამ სიას გადახედეთ და თქვით – იყიდდით კი ამ მაღაზიებში რამეს?

მე არცერთი არ მომეწონა – ზოგს ძიება არ უმუშავებს, ზოგზე – გამყიდველს ვერ დაუკავშირდები, ზოგზე ძველი და აწ უკვე გაყიდული საქონელი დევს…

ქართველო ონლაინ-გამყიდველებო – მოგიწოდებთ, უფრო კარგად იზრუნეთ თქვენს საიტებზე – ონლაინ-შოპინგი პერსპექტიული ბიზნესია და კარგადაც იხეირებთ 🙂

P.S. თუ რამე კარგი საიტი იცით, მომწერეთ და ჩავამატებ სიაში.

Advertisements

>Guru Music

>
თბილისში კაი ხნის წინ გაიხსნა ეს მაღაზია, მაგრამ სულ მავიწყდებოდა თქვენთვის მომეყოლა.

დღეს მეგობარმა ახსენა და მეთქი – ე, ბლოგზე უნდა დავდო!

ხოდა მოკლედ, Guru Music – მუსიკის მაღაზია კი არა, მუსიკის სამყაროა, ხალხნო!!!
ყველაფერი აქვთ აქ, რაც თქვენ იცით, და დაჟე უფრო მეტი აქვთ ის, რაც თქვენ არ იცით!

მაღაზიის მფლობელებიც და შეთავსებით თანამშრომლებიც საკმაოდ გემოვნებიანი ხალხია, მუსიკაშიც ერკვევიან და კვალიფიციურად დაგაკვალიანებენ.

აი დაჟე რო შეხვიდე და უთხრა – მძღნერის ხასიათზე ვარ და რამე სამაგისო მუსიკა მინდაო, ისეთ მაგარ სამძღნერისხასიათო მუსიკას მოგიძებნიან, რო ან საერთოდ აღარ მოგინდებათ ეგეთ ხასიათზე ყოფნა, ან სულ მუდამ მძღნერად…
უიმ ნუ რაღაც გავუტიე მე.

მოკლედ, მაგარი მაღაზიაა, მაგარი საკაიფო ინტერიერით და, რაც მთავარია, ღამის 12 საათამდე მუშაობენ…